ბუსტერის ინტერვალი სამ თვემდე შემცირდა - ყველაფერი რაც კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზის გაკეთებამდე უნდა იცოდეთ
დღეს იმუნიზაციის ექსპერტთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ორშაბათიდან ბუსტერ დოზის გაკეთების ინტერვალი ნებისმიერი ვაქცინის შემთხვევაში სამ თვემდე მცირდება. - ინფორმაციას საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
„COVID -19- ის ახალი შტამის ომიკრონის გამოჩენამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახადა ბუსტერ დოზის აუცილებლობა. ახლა, როგორც არასდროს მნიშვნელოვანია იმუნური დაცვის გაძლიერება.“ - აცხადებენ უწყებაში და მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან რჩევებს აქვეყნებენ.
რა არის ბუსტერ დოზა?
COVID19-ის ბუსტერ ვაქცინა არის ვაქცინის დამატებითი დოზა, რომელიც კეთდება ვაქცინაციის პირველადი კომპლექსის დასრულებიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, რათა გააძლიეროს იმუნური დაცვა. როგორც წესი, ბუსტერი კეთდება მას შემდეგ, რაც იმუნიტეტი პირველადი ვაქცინაციის შემდგომ ბუნებრივად ქვეითდება. ბუსტერის მიზანია, უზრუნველყოს იმუნიტეტის უფრო ხანგრძლივი შენარჩუნება.
ვის შეუძლია ბუსტერ დოზის გაკეთება და როდის?
საქართველოში ბუსტერ დოზით ვაქცინაცია 10 ნოემბრიდან დაიწყო. რეგისტრაცია შესაძლებელია ვებგვერდზე booking.moh.gov.ge.
60 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებს, რომლებიც აიცრნენ პფაიზერით ან ასტრაზენეკათი – შეუძლიათ სასურველი ვაქცინით გაიკეთონ ბუსტერ დოზა. ვაქცინაციის კურსის გასვლიდან 3 თვის შემდეგ. ბუსტერ დოზისთვის განკუთვნილი ვაქცინებია: პფაიზერი, სინოფარმი, სინოვაკი
18-60 წლის ნებისმიერი ვაქცინით აცრილ ადამიანებს – შეუძლიათ სასურველი ვაქცინით გაიკეთოთ ბუსტერ დოზა. ვაქცინაციის კურსის გასვლიდან 3 თვის შემდეგ. ბუსტერ დოზისთვის განკუთვნილი ვაქცინებია: პფაიზერი, სინოფარმი, სინოვაკი
60 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებს, რომლებიც სინოფარმით ან სინოვაკით აიცრნენ – შეუძლიათ სასურველი ვაქცინით გაიკეთონ ბუსტერ დოზა ვაქცინაციის კურსის გასვლიდან 3 თვის შემდეგ. ბუსტერ დოზისთვის განკუთვნილი ვაქცინებია: პფაიზერი, სინოფარმი, სინოვაკი
❧ მათ ვინც აცრილია სინოფარმის ან სინოვაკის ვაქცინით, ბუსტერ დოზისთვის შეუძლია აარჩიოს სინოვაკის, სინოფარმის ან პფაიზერის ვაქცინა.
❧ მათ ვინც აცრილია ასტრაზენეკათი, ბუსტერ დოზის გაკეთებას შეძლებს პფაიზერით.
❧ მათ ვინც აცრილია პფაიზერით, ბუსტერ დოზის გაკეთებას შეძლებს პფაიზერით.
ასევე საინტერესოა:
🔵 ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარე მოადგილის პოზიციას ქართული ოცნების წარმომადგენელს სთავაზობს
🔵 როდის იყო კაცები ასე ჩუმად მიდიოდნენ საყვარელი ქალისგან?! - ემიგრანტი საფრანგეთიდან
1787939787
ახალი ამბებიეთერ ლიპარტელიანი ლოზანას გრანდ-სლემის ჩემპიონია
ქართველი ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი ლოზანის გრანდ სლემის ჩემპიონი გახდა. ლიპარტელიანმა ტურნირზე წარმატებით იასპარეზა და ოქროს მედალი მოიპოვა. ეს ჯილდო ქართველი სპორტსმენის კარიერაში გრანდ სლემის ტურნ...
1787939500
ახალი ამბებისაქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მონტენეგრო დაამარცხა
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ქორქია-ჯორჯიკიას არენაზე მონტენეგროს უმასპინძლა და 101:74 დაამარცხა. საქართველოს უკვე 4 მოგება აქვს და მესამე-მეოთხე ადგილებს მონტენეგროსთან იყოფს. საქართველოს ნაკრე...
1787937352
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, უცხო ქვეყნის ორ...
1787935325
მსოფლიოსაბერძნეთმა საჰაერო სივრცეში შეჭრილი თურქული დრონი ჩამოაგდო
ეგეოსის ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, თურქეთის უპილოტო საფრენი აპარატი საბერძნეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა. ბერძნული მედიის ცნობით, დრონმა სამოთრაკესა და ლემნოსს შორის საზღვაო არეალში ქვეყნის ეროვნ...
1787933428
ახალი ამბებილევან ვეფხვაძე თელავისა და მესტიის აეროპორტებზე: შიდა საჰაერო რეისებით ძირითადად მაღალმხარჯველი ტურისტები სარგებლობენ, ეს სწორედ ის კატეგორიაა, რომელიც ჩვენს რეგიონებს სჭირდება
„შიდა საჰაერო რეისებით ძირითადად მაღალმხარჯველი ტურისტები სარგებლობენ“, - აცხადებს საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე. მისი თქმით, ტენდერი, რომელიც მესტიისა და თელავის...































