დააკავეს „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 49 პირი, 14 პასუხისგებაში დაუსწრებლად მიეცა, მათ შორის, 5 „კანონიერი ქურდია“

ინტენსიურრეჟიმში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 63 პირი პასუხისგებაში მისცეს – დაკავებულია 49 პირი, ხოლო 14 პირი დაუსწრებლად იქნა პასუხისგებაში მიცემული, მათ შორის 5 „კანონიერი ქურდია“, - ამის შესახებ ბრიფინგზე შს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პასუხისგებაში მიცემულებს ბრალად ედებათ ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობა, „ქურდულ შეკრებაში მონაწილეობა“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა“, „კანონიერი ქურდობა“ და „ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვა“.

როგორც უწყებაში განაცხადეს, დაკავებულთა უმრავლესობა წარსულში სხვადასხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვისაა ნასამართლევი.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა აღნიშნული საპოლიციო ღონისძიება, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჩაატარეს.

სამართალდამცველების მიერ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ბრალდებულები კავშირზე იყვნენ საზღვარგარეთ მყოფ ე.წ კანონიერ ქურდებთან, ასრულებდნენ მათ დავალებებს და აქტიურად მონაწილეობდნენ „ქურდული სამყაროს” საქმიანობაში.

ასევე, დგინდება, რომ ბრალდებულებისა და მოდავე მხარეების მონაწილეობით, სხვადასხვა დროს საქართველოში და საზღვარგარეთ ე.წ. ქურდული გარჩევები ეწყობოდა, რომლებშიც საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდებიც“ მონაწილეობდნენ. ბრალდებულები შეკრებებზე ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად, გადაწყვეტილებებს იღებდნენ, ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორის, ასევე, თავიანთ სასარგებლოდ განსაზღვრულ დროში გარკვეული თანხის გადახდას აკისრებდნენ. იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ დაემორჩილებოდნენ მათ მითითებებს, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ. ასევე, ემუქრებოდნენ ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით.

პოლიციამ, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ. გარდა ამისა, ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა, 223-ე სეკუნდა, 223-ე ტერცია და 223-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს ორგანიზებულ დანაშაულთან, მათ შორის ე.წ. „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებული დანაშაულებრივი საქმიანობის წინააღმდეგ სისტემური და შეურიგებელი ბრძოლა. კიდევ ერთხელ, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ნებისმიერი პირი, რომელიც ჩაიდენს დანაშაულებრივ ქმედებას, კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება. ჩვენი მთავარი მიზანია მაქსიმალურად უზრუნველვყოთ საზოგადოების უსაფრთხოება და დავიცვათ საქართველოს თითოეული მოქალაქე“, - განაცხადა დარახველიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1765883721

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი BBC-ზე: „ოდესღაც პატივსაცემი, ახლა შერცხვენილი“ - ეს არის სწორედ ის სიტყვები, რითაც დაახასიათა ტრამპმა სრულებით სამართლიანად

„ოდესღაც პატივსაცემი, ახლა შერცხვენილი“ - ეს არის სწორედ ის სიტყვები, რითაც დაახასიათა ტრამპმა სრულებით სამართლიანად, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა BBC-...

ლევან მახაშვილი

1765882398

ახალი ამბები

ნინო წილოსანი შიდა პოლიტიკაში უცხოურ ჩარევებზე: საქართველოს მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთი ჩარევა იყო იმდენად აგრესიული, რომ იწვევდა სერიოზულ არეულობებს და მათ შორის საქართველოს საერთაშორისო დონეზე დაზიანებას

საქართველოს მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთი ჩარევა იყო იმდენად აგრესიული, რომ აქ იწვევდა სერიოზულ არეულობებს და მათ შორის საქართველოს საერთაშორისო დონეზე დაზიანებას, - ასე ეხმაურება საქართველოს...

ნინო წილოსანი

1765880609

ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტს 6 ქვეყნის რეზიდენტმა და არარეზიდენტმა ელჩებმა რწმუნებათა სიგელები გადასცეს

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში რეზიდენტი და არარეზიდენტი ელჩების მიერ რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონია გაიმართა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოს...

პრეზიდენტი

1765879415

ახალი ამბები

სტრასბურგის გადაწყვეტილება უკრაინის წინააღმდეგ - სასამართლომ საქმის განხილვა უკრაინაში არსებული მდგომარეობის მიმოხილვით დაიწყო, სადაც აღნიშნა, რომ 2014 წლიდან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა უპრეცედენტო გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა

 ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განიხილა თუ რამდენად შესაბამისობაშია ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან, უკრაინის ხელისუფლების მიერ ერთ-ერთი კომპანიის დასანქცირებისა და სანქციის ფარგლე...

სასამრთლო

1765876665

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: რა მოლოდინი უნდა გვქონდეს ევროპარლამენტის იმ ჯგუფისგან, რომელიც სააკაშვილს დემოკრატად აღმერთებს, სულ უფრო ემსგავსებიან საბჭოთა კავშირის უმაღლეს საბჭოს

რა მოლოდინი უნდა გვქონდეს იმ ევროპარლამენტისგან, იმ ჯგუფისგან, რომელიც მიხეილ სააკაშვილს დემოკრატად აღმერთებს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ევროპარლამენტში საქართველოს საკ...

შალვა პაპუაშვილი