მაკა ბოჭორიშვილი: უკრაინას უნდა ჰქონდეს ინსტრუმენტები, მიიღოს კომპენსაცია იმ ზიანისთვის, რომელიც ქვეყანასა და ხალხს მიადგათ უსამართლო ომის შედეგად

უკრაინას უნდა ჰქონდეს შესაბამისი ინსტრუმენტები, რათა მიიღოს კომპენსაცია იმ ზიანისთვის, რომელიც ქვეყანასა და ხალხს მიადგათ ამ უსამართლო ომის შედეგად, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჰააგაში განაცხადა, სადაც ევროპის საბჭოს ეგიდით, უკრაინისთვის საჩივრების საერთაშორისო კომისია დაფუძნდა.

ბოჭორიშვილის თქმით, საქართველო, როგორც ზარალის რეესტრის დამფუძნებელი წევრი, მიესალმება საერთაშორისო საჩივრების კომისიის შექმნას.

„საკუთარი ქვეყნის დასაცავად უკრაინელი ხალხის ბრძოლა გულგრილს ვერ დაგვტოვებს. ის ტრაგიკული რეალობა, რომელსაც დღეს ევროპის შუაგულში ვხედავთ, მეტ ძალისხმევას მოითხოვს რეგიონში მშვიდობის აღსადგენად. საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევა არ უნდა დარჩეს უპასუხოდ. დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ, რომ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგას საჭირო სამართლებრივი მექანიზმების შესაქმნელად. საქართველო მიესალმება საერთაშორისო საჩივრების კომისიის შექმნას“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1765890814

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 16 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6978 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6981 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რო...

ლარი, ვალუტა, კურსი

1765890407

ახალი ამბები

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ გურჯაანიდან დასავლეთით 10კმ-ში, სოფელ ჭერემთან...

აა

1765888585

ახალი ამბები

გივი მიქანაძე ოფიციალური ვიზიტით უნგრეთში გაემგზავრა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაემგზავრა. როგორც განათლების სამინისტროს პრესსამსახური იუწყება, ვიზიტის ფ...

გივი მიქანაძე

1765884822

ახალი ამბები

დააკავეს „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 49 პირი, 14 პასუხისგებაში დაუსწრებლად მიეცა, მათ შორის, 5 „კანონიერი ქურდია“

ინტენსიურრეჟიმში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 63 პირი პასუხისგებაში მისცეს – დაკავებულია 49 პირი, ხოლო 14 პირი დაუსწრებლად იქნა პასუხისგებაში მიცემულ...

დაკავებაა

1765883721

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი BBC-ზე: „ოდესღაც პატივსაცემი, ახლა შერცხვენილი“ - ეს არის სწორედ ის სიტყვები, რითაც დაახასიათა ტრამპმა სრულებით სამართლიანად

„ოდესღაც პატივსაცემი, ახლა შერცხვენილი“ - ეს არის სწორედ ის სიტყვები, რითაც დაახასიათა ტრამპმა სრულებით სამართლიანად, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა BBC-...

ლევან მახაშვილი