სტრასბურგის გადაწყვეტილება უკრაინის წინააღმდეგ - სასამართლომ საქმის განხილვა უკრაინაში არსებული მდგომარეობის მიმოხილვით დაიწყო, სადაც აღნიშნა, რომ 2014 წლიდან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა უპრეცედენტო გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განიხილა თუ რამდენად შესაბამისობაშია ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან, უკრაინის ხელისუფლების მიერ ერთ-ერთი კომპანიის დასანქცირებისა და სანქციის ფარგლებში, ამ კომპანიის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ გადაწყვეტილება.
აღნიშნული საქმე მნიშვნელოვანია იმით, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ზოგადად სანქციის ინსტიტუტზეც და სანქციების საფუძველზე ადამიანის უფლებების შეზღუდვის სტანდარტზეც იმსჯელა.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმის განხილვა პირველ რიგში უკრაინაში არსებული მდგომარეობის მიმოხილვით დაიწყო. სასამართლომ აღნიშნა, რომ 2014 წლიდან უკრაინის სახელმწიფოებრიობა და ტერიტორიული მთლიანობა უპრეცედენტო გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა.
2014 წლის 27 თებერვლისთვის რუსეთის ფედერაციამ ყირიმის ნახევარკუნძულის სრული ოკუპაცია მოახდინა. პარალელურად დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში რუსეთის მხარდაჭერით სეპარატისტული მოძრაობები გაძლიერდა, რის შედეგადაც ამ რეგიონებში მოქმედმა აღნიშნულმა სეპარატისტულმა მოძრაობებმა 2014 წლის მარტისთვის უკრაინისგან გამოყოფისა და ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დაარსების შესახებ საჯაროდ განაცხადეს. 2014 წლის მაისის თვიდან აღმოსავლეთ უკრაინის დიდი ნაწილი რუსეთის ეფექტურ კონტროლს დაექვემდებარა (მე-5-მე-8 პარაგრაფები).
2014 წლის მარტის თვიდან ევროკავშირის ხელმძღვანელობით სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციამ და სახელმწიფომ კონკრეტული ფიზიკური და იურიდიული პირების დასანქცირება დაიწყო. სხვადასხვა სახის სანქცია დაეკისრა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც მიჩნეული იქნა რომ უკრაინაში ზემოაღნიშნული მოვლენების განვითარებაში გარკვეულ როლს ასრულებდნენ. 2025 წლის მარტისთვის ევროკავშირმა სხვადასხვა სახის სანქცია 2400 ფიზიკურ და იურიდიულ პირს დააკისრა. აღნიშნულის პარალელურად 2014 წლის 14 აგვისტოს უკრაინის რადამ „სანქციების შესახებ“ კანონი მიიღო. ამ კანონის საფუძველზე უკრაინის ხელისუფლებამაც სხვადასხვა სახის სანქცია დააკისრა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც მიჩნეული იქნა რომ უკრაინაში ზემოაღნიშნული მოვლენების განვითარებაში სხვადასხვა ფორმით მონაწილეობდნენ. 2025 წლის მარტისთვის უკრაინის ხელისუფლებამ სანქციები დააკისრა 10 000 ფიზიკურ და 7 000 იურიდიულ პირს. 2022 წლის 24 თებერვლიდან რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი სამხედრო თავდასხმა დაიწყო, რომელიც დღემდე გრძელდება (მე-9-მე-11 პარაგრაფები).
1765875382
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: დონალდ ტრამპის საქმე არის დასტური, რომ საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდულ ოპერაციაში „ბიბისი“ პროპაგანდის იარაღად მონაწილეობდა
„ბიბისიმ“ წინასაარჩევნოდ მოამზადა სიუჟეტი, რათა დონალდ ტრამპის დისკრედიტაცია მოეხდინათ, ამის უკან დგას პოლიტიკური ინტერესები და სავარაუდო პოლიტიკური დაკვეთა, ამ შემთხვევაში აშშ-ის პრეზიდენტის წინააღმდ...
1765873840
ახალი ამბებირუსთავში 800 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კომპლექსი შენდება
რუსთავში, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსი შენდება. 4 ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინას, 800 დევნილი ოჯახი მიიღებს. ინფორმ...
1765872119
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობები აღდგება, თუკი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა იქნება აღიარებული რუსეთის ფედერაციის მხრიდან
შალვა პაპუაშვილმა საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების წინაპირობა დაასახელა. ამ თემაზე პარლამენტის თავმჯდომარემ განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. „ჩვენ ვთქვით რა არის საქ...
1765871327
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: BBC, რომელიც ერთ დროს იყო ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტი, სამწუხაროდ გადაიქცა იმ ჟურნალისტიკად, რომლის მთავარი მიზანია, რომ გააშავოს პირები, რომლებიც კონკრეტულ ძალებს არ აწყობთ
BBC, რომელიც ერთ დროს იყო ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტი, სამწუხაროდ გადაიქცა იმ ჟურნალისტიკად, რომლის მთავარი მიზანია, რომ გააშავოს პირები, რომლებიც კონკრეტულ ძალებს არ აწყობთ - განაცხადა იურიდიულ საკ...
1765869504
ახალი ამბებიცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის...































