დაბალბიუჯეტიანმა Eurowings-მა შტუტგარტი-თბილისის საჰაერო ხაზზე ფრენები დაიწყო
გერმანულმა დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings-მა შტუტგარტიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი პირდაპირი რეგულარული რეისი შეასრულა.
ავიაკომპანია შტუტგარტი-თბილისი-შტუტგარტის საჰაერო ხაზზე კვირაში ორჯერ, AIRBUS A320 ტიპის საჰაერო ხომალდით იფრენს.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, თამარ არჩუაძის განცხადებით, ავიაკომპანია Eurowings-თან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებისა და მიმართულებების გაზრდის მიზნით 2017 წლიდან აქტიურ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.
"მოხარული ვართ, რომ ავიაკომპანია Eurowings-მა საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირების არეალი გააფართოვა.
დუსელდორფის შემდეგ ავიაკომპანიამ ოპერირება თბილისის მიმართულებით გერმანიის კიდევ ერთი ქალაქიდან, შტუტგარტიდან დაიწყო.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას ავიაკომპანიასთან მრავალეტაპიანი მოლაპარაკებები გვქონდა ფრენების დაწყებისა და მიმართულებების დამატების თაობაზე.
ნაყოფიერი მოლაპარაკებები გვქონდა ასევე, საავიაციო ფორუმ Routes Europe 2022-ის ფარგლებში.
რის შედეგადაც, ავიაკომპანიამ გადაწყვეტილება მიიღო, 2022 წლის ზაფხულიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ ერთი მიმართულება დაემატებინა",- განაცხადა თამარ არჩუაძემ.
Eurowings-ი საქართველოს ავიაბაზარზე 2021 წლის 4 ივლისს შემოვიდა და აქამდე, დიუსელდორფი-თბილისის რეისებს ასრულებდა.
ასევე დაგაინტერესებთ:
1768491094
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი: ფრანგული ADP Group-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურის განვითარებაში დაახლოებით 150 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას ჩადებს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, ფრანგული ADP Group-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურის განვითარებაში დაახლოებით 150 მილიონი აშშ დოლარის ინ...
1768488640
მსოფლიოტრამპი: ირანელ დემონსტრანტს სიკვდილით აღარ დასჯიან, ეს კარგი ამბავია
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის სასამართლოს განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც საპროტესტო აქციებზე დაკავებულ 26 წლის დემონსტრანტს, ერფან სოლტანის სიკვდილით აღარ დასჯის. „ფოქს ნიუსი: „პრ...
1768487930
საზოგადოებაGroupe ADP თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარებაზე მომდევნო წლებში 150 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ (UAG) და TAV Georgia-მ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის, ოპერირებისა და გადაცემის შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე შეთანხმება გააფორმ...
1768486899
ახალი ამბებიგიორგი გაბუნია: აშშ-ის საიმიგრაციო ვიზების შეჩერებაზე სპეკულაციები არის სრული სიცრუე და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, 75 ქვეყანაზე მიიღეს გადაწყვეტილება და ეს არის აშშ-ის ახალი საგარეო პოლიტიკის ნაწილი
„ეს ამერიკის შეერთებული შტატების ახალი საგარეო პოლიტიკის ნაწილია, რომელიც 75 ქვეყანასთან მიმართებით მიიღეს“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და საზოგა...
1768485634
საზოგადოება„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
ხვალ, 16 იანვარს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ საბურთალოს რაიონში, ცინცაძის ქუჩა N49-ს მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ინფორ...



























