ფაშინიანი: ყველაფერი გავაკეთეთ და მომავალშიც გავაკეთებთ იმისათვის, რომ გავფანტოთ ირანის ისლამური რესპუბლიკის, ჩვენთვის მეგობარი და მოძმე ქვეყნის, ყველა შეშფოთება

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი ყურადღებით ეკიდება ირანის ისლამური რესპუბლიკის განცხადებებს და გააგრძელებს ნაბიჯების გადადგმას მეგობარი ქვეყნის ყველა შეშფოთების გასაფანტად. ინფორმაციას ამის შესახებ სომხური მედია ავრცელებს.

ჟურნალისტებთან ბრიფინგზე ფაშინიანმა ეს განაცხადა სომხეთში ირანის ელჩის, ხალილ შირღოლამის განცხადების საპასუხოდ, რომელმაც უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ სომხეთის ხელისუფლებამ სომხეთში ირანის საელჩოს წინ დემონსტრაციის გამართვის ნებართვა გასცა.

„ჩვენ ძალიან ყურადღებით ვეკიდებით ირანის ისლამური რესპუბლიკის განცხადებებს. ყველაფერი გავაკეთეთ და მომავალშიც გავაკეთებთ იმისათვის, რომ გავფანტოთ ირანის ისლამური რესპუბლიკის - ჩვენთვის მეგობარი და მოძმე ქვეყნის - ყველა შეშფოთება. თქვენ იცით, რომ 2018 წლიდან სომხეთში მიტინგები არასდროს აკრძალულა და ჩვენ ვერ მივიღებდით ასეთ გადაწყვეტილებას რომელიმე კონკრეტულ შემთხვევაში. დიახ, ჩვენ ვიზიარებთ მიდგომას, რომლის თანახმადაც აზრის გამოხატვის ფორმებმა ხელი არ უნდა შეუშალოს ირანის ისლამური რესპუბლიკის ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის საელჩოს ნორმალურ მუშაობას. ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით სიტუაციას, მათ შორის მასთან დაკავშირებულ შეშფოთებას, და ვიმოქმედებთ ჩვენი დემოკრატიული პრინციპების ფარგლებში“, - აღნიშნა სომხეთის მთავრობის მეთაურმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1775502572

მსოფლიო

ტრამპი ნატოზე: ჩვენ გრენლანდია გვინდა, მათ მისი მოცემა არ სურთ, მე კი ვუთხარი - ნახვამდის

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ნატოს შორის მზარდი უთანხმოება მაშინ დაიწყო, როდესაც მან პირველად წამოაყენა გრენლანდიის შეძენის იდეა. „თუ სიმართლე გაინტერესებთ, ყველაფერი გრ...

ტრამპი ტრამპი

1775500803

ახალი ამბები

🎥 ისტორიული რეკორდი - ასტრონავტებმა დედამიწიდან 252,752 მილი იფრინეს

NASA-ს Artemis II-ის ასტრონავტებმა ახალი, ისტორიული რეკორდი დაამყარეს - მათ დედამიწიდან 252,752 მილი (დაახლოებით, 406,700 კმ.) იფრინეს. ინფორმაციას BBC NASA-ზე დაყრდნობით ავრცელებს. ასტრონავტებმა წინა...

რეკორდი რეკორდი

1775499762

საზოგადოება

სოზარ სუბარი: საქართველოში მშვიდობა ძალიან მნიშვნელოვანია ევროპისა და ევროპული უსაფრთხოებისთვის, რადგან საქართველოს გავლით ხორციელდება და მომავალშიც უნდა განხორციელდეს სერიოზული პროექტები

საქართველოს გეოპოლიტიკურ როლსა და რეგიონულ მნიშვნელობაზე ისაუბრა მედიასთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა. „ევროპისა და შეერთებული შტატების ინტერესში შედის...

სოზარ სუბარი

1775499605

სოციალური მედია

ილჰამ ალიევი ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება

აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელთან და საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება. „6 აპრილს, თბილისში, საქართველოს მმ...

ილჰამ ალიევი

1775496205

მსოფლიო

ტრამპი აცხადებს, რომ ირანელ ხალხს ბომბების ხმის გაგონება სურს, რადგან სურთ იყვნენ თავისუფალნი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სამხედრო მოქმედებები, საბოლოო ჯამში, ირანელ ხალხს ეხმარება, რადგან „მათ სურთ ბომბების ხმის გაგონება, რადგან სურთ იყვნენ თავისუფალნი“. ტრამპმა დასძინა,...

ტრამპი ტრამპი