გიორგი გაბუნია: ეჭვი არავის უნდა შეეპაროს, რომ საქართველოს ხელისუფლება მიიღებს ყველა ზომას, იმისთვის რომ BBC-მ მოიხადოს ბოდიში არამარტო ხელისუფლების წინაშე, არამედ ქართველი ხალხისა და საქართველოს წინაშე
ეჭვი არავის უნდა შეეპაროს, პირველ რიგში არც BBC-ს და არც მის უფროსებს, რომ საქართველოს ხელისუფლება გამოიყენებს აბსოლუტურად ყველა სამართლებრივ ბერკეტს და მიიღებს ყველა ზომას, იმისთვის რომ ამ სიბინძურეს პასუხი გაეცეს და BBC-მ მოიხადოს ბოდიში არამარტო ხელისუფლების წინაშე, არამედ ქართველი ხალხისა და საქართველოს წინაშე, - განაცხადა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა გიორგი გაბუნიამ.
დეპუტატის თქმით, ქართული მხარე ამისთვის აბსოლუტურად ყველა ზომას მიიღებს.
„BBC-ს დაფინანსებისა და მართვის მოდელი ერთი შეხედვით თითქოს დამოუკიდებელი მედიის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ ეს ასე არ არის. ეს კარგად გამოჩნდა არა მარტო საქართველოსთან მიმართებით, არამედ გვახსოვს გაბრაზებული ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელსაც ასევე აქვს სამართლებრივი დავა დაწყებული BBC-ს წინააღმდეგ. ასევე, მოვისმინეთ ძალიან მძიმე ბრალდებები BBC-ს წინააღმდეგ ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ლიზ ტრასის მხრიდან. შესაბამისად, საზოგადოება დარწმუნდა, რომ ეს იყო პროვოკაცია, საინფორმაციო დივერსია, იმისთვის რომ საქართველოს სახელმწიფო დაზიანებულიყო“, - განაცხადა გაბუნიამ.
პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ BBC-ის ოფიციალური საჩივრით მიმართა.
1768483699
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ჩვენ ვქმნით პირობებს, სადაც ინვესტიცია, ინოვაცია და მაღალი სტანდარტები ერთმანეთთან თანხვედრაშია, ხოლო სახელმწიფო მოქმედებს როგორც სტაბილურობისა და სამართლიანი წესების გარანტი
„საქართველოს ეკონომიკის და კონკრეტულად, ტურიზმისა და ავიაციის სექტორის სწრაფმა განვითარებამ მოგვცა შესაძლებლობა, ქვეყანაში შემოვიდეს ახალი ავიაკომპანიები, დაგვემატოს ახალი ავიარეისები, მნიშვნელოვნად გ...
1768483486
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: აეროპორტის გაფართოების მნიშვნელობა კიდევ უფრო ნათლად იკვეთება იმ ფონზე, როდესაც 2025 წელი საქართველოში ტურიზმისა და ავიაციის განვითარებისთვის რეკორდული იყო - განხორციელდა 5,5 მილიონი ტურისტული ვიზიტი
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი არის ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ინფრასტრუქტურული ობიექტი, რომელსაც ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შეაქვს, - ამის შესახებ...
1768483433
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: აეროპორტის გაფართოებისთვის განხორციელდება 150 მილიონი დოლარის ინვესტიცია, რაც მის გამტარუნარიანობას მნიშვნელოვნად გაზრდის და ამასთან ერთად, მგზავრთა მომსახურების ხარისხს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს
„დღეს გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი დღე, ფრანგულ კომპანია Groupe ADP-სთან ხელს ვაწერთ ხელშეკრულებას თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების შესახებ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირ...
1768483120
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე - მოლოდინი უნდა გვქონდეს, რომ „ბიბისი“ აღიარებს თავის შეცდომას და ბოდიშს მოიხდის, „ქართული ოცნება“ ყოველთვის შეეცდება საკუთარი სიმართლის გატანას
„ქართული ოცნება“ ინტერესებს ყველა დონეზე დაიცავს „ბიბისის“ მიერ არაზუსტი, პოლიტიკურად ანგაჟირებული ინფორმაციის გავრცელებისთვის“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმ...
1768482523
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 15 იანვრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6961 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6975 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...




























