დათო გამცემლიძე: ლეგიტიმური კითხვაა, ამ ჩვენს „სახელოვნებო ელიტას“ რატომ არ „გაუსკდა“ იმპერიალისტური რუსეთის სიძულვილი 2008 წლის შემდეგ? პასუხი მარტივია: იცოდნენ, მაშინ დასავლეთი არ დაასანქცირებდათ, რაკი საქართველო „ეკიდათ“

ჟურნალისტი დათო გამცემლიძე საქართველოსა და უკრაინასთან რუსეთის ომის შედეგად ხელოვნების სფეროს წარმომადგენელთა დამოკიდებულების ცვლილებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ ლეგიტიმურია კითხვა, თუ რატომ არ „გაუსკდა“ რუსეთის მიმართ სიძულვილი „სახელოვნებო ელიტას“ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ.

გამცემლიძე მიიჩნევს, რომ სინამდვილეში ხელოვნების სფეროს წარმომადგენლების შეცვლილი პოზიციები რუსეთის მიმართ დასავლეთის რიტორიკის ცვლილებამ განაპირობა. მისი თქმით, „ელიტამ“ იცოდა, რომ დასავლეთს საქართველო „ეკიდა“, ახლა კი ვითარება შეიცვალა და კიევის მოთხოვნით შესაძლოა, ისინი დასანქცირდნენ კიდეც რუსეთში ცეკვა-სიმღერისთვის.

„ისე......მოსწონს ვინმეს თუ არა და განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებების, ან „ოცნების“ ხელისუფლებისადმი დამოკიდებულებისა, აბსოლუტურად ლეგიტიმური კითხვაა: ამ ჩვენს „სახელოვნებო ელიტას“ რატომ არ „გაუსკდა“ იმპერიალისტური რუსეთის სიძულვილი, რატომ არ გამოუცხადეს ბოიკოტი, რატომ ჩადიოდნენ, მღეროდნენ და ცეკვავდნენ იქ 2008 წლის შემდეგ და რატომ „გაუსკდათ“ მაინცდამაინც 2022 წელს კრემლის უკრაინაში შეჭრის შემდეგ? პასუხი სინამდვილეში ძალიან მარტივია: იმიტომ, რომ იცოდნენ, იმისთვის მაშინ (უკრაინაში რუსულ აგრესიამდე) დასავლეთი არ დაასანქცირებდათ, რაკი ბარაკ ჰუსეინ ობამას ამერიკას და ნაკომკავშირალი ანგელა მერკელის გერმანიას საქართველო სულ „ეკიდათ“; ამიტომ რუსეთში გასტროლების გამო დასავლეთი არანაირ სანქციებს არ დაადებდათ. ახლა სულ სხვაა, ახლა......ნურას უკაცრავად: უკრაინის ომის ფონზე დასავლეთმა (რომლის პოზიცია, საბედნიეროდ, შეიცვალა და უფრო ადეკვატური გახდა) რუსეთში „ცეკვა/მღერისთვის“ შესაძლოა, კიდეც დაასანქციროს ეს ჩვენი „სახელოვნებო ელიტა“ კიევის მოთხოვნით. ამიტომაც გამოუცხადეს ბოიკოტი. აი, თუ სიმართლე გნებავთ, სიმართლე ეს არის“, - წერს დათო გამცემლიძე.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1786393468

მსოფლიო

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპული ადამიანების რიცხვი 111-მდე გაიზარდა - გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა

კოლუმბიაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპული ადამიანების რიცხვი 111-მდე გაიზარდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. მიწისძვრის გამო კოლუმბიის პრეზიდენტმა აბელარდო დე ლა ესპრიელამ ქვეყანაშ...

 დაღუპული ადამიანების რიცხვი

1786390787

მსოფლიო

რეკორდულად ცხელი ზაფხული ევროკავშირის ეკონომიკას 180 მილიარდი ევრო დაუჯდება - Politico

„წლევანდელი უკიდურესად ცხელი ზაფხული ევროკავშირის ეკონომიკას 180 მილიარდი ევრო დაუჯდება, რაც მშპ-ს დაახლოებით 1%-ს და ბლოკის მიერ 2026 წელს მიღწეულ მთლიან ზრდას უტოლდება“, - ამის შესახებ გამოცემა Poli...

ამინდი

1786387436

მსოფლიო

ტრამპი: ირანისგან კომპენსაციას ვითხოვ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანისგან კომპენსაციას ითხოვს. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერი სოციალურ ქსელ Truthsocial-ზე წერს. „ვხედავ, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის წარმომადგენლებ...

ტრამპიტრამპი

1786385721

ახალი ამბები

11 აგვისტოს 11:00 საათიდან 13:00 საათამდე გორის გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის გადართვა დაწესდება

11 აგვისტოს 11:00 საათიდან 13:00 საათამდე, გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე აიკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტის ავრცელებს. „საერთაშორის...

გორი

1786383369

ახალი ამბები

გორში ქალს მანქანა დაეჯახა - დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს

გორში, სტადიონის წინ მანქანა ქალს დაეჯახა. „ქართლის ამბების“ ინფორმაციით, დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს.  შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლითაა დაიწყო,...

ყვითელი ლენტი