ტრამპი: ირანისგან კომპენსაციას ვითხოვ
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანისგან კომპენსაციას ითხოვს. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერი სოციალურ ქსელ Truthsocial-ზე წერს.
„ვხედავ, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის წარმომადგენლები კომპენსაციას ითხოვენ იმ ზიანისთვის, რომელიც მიადგათ ხუთთვიანი სამხედრო კონფლიქტის დროს (რომელიც იმიტომ დაიწყო, რომ მათ ბირთვული იარაღი არ ჰქონოდათ!), მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენთან არცერთ მოლაპარაკებებსა და შეხვედრაზე ნახსენები არ ყოფილა! თუმცა, ეს საინტერესო იდეაა, რადგან ახლა მეც ვითხოვ ირანისგან კომპენსაციას, ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც მოკლეს. ამ ყველაფერს თავდაპირველად გენერალი სოლეიმანი ხელმძღვანელობდა.
გარდა ამისა, კომპენსაცია უნდა გადაუხადონ ასობით ათასი უდანაშაულო დემონსტრანტის ოჯახს, რომლებიც ირანმა ბოლო 50 წლის განმავლობაში მოკლა, რომ აღარაფერი ვთქვათ ბოლო ხუთი თვის განმავლობაში მოკლულ 52000 ადამიანზე. ჩემს წარმომადგენლებს დავავალე, რომ ეს საკითხი ნებისმიერ მომავალ მოლაპარაკებებში მტკიცედ წამოაყენონ“, - აცხადებს დონალდ ტრამპი.
1786376856
მსოფლიოკოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 20 ადამიანი დაიღუპა
კოლუმბიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რომელიც ქვეყნის დიდ ნაწილში იგრძნობოდა. აღნიშნულის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. ამავე ცნობით, დაღუპულია 20 ადამიანი. კოლუმბიის კატასტროფების რისკების მართვი...
1786373262
მსოფლიოკოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა - არიან დაშავებულები
კოლუმბიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ჩოკოს დეპარტამენტის გუბერნატორის ნუბია კაროლინა კორდობა-კურის ცნობით, დეპარტამენტის დედაქალაქ კიბდოში დაშავებულები არიან. ამასთან, მ...
1786371845
ახალი ამბებიკობა ლიკლიკაძე გიორგი ბარამიძეზე: ამ კატეგორიის სახელმწიფო მოღვაწე, სხვადასხვა თანამდებობებზე მყოფი, ასეთ რამეს არ უნდა აკეთებდეს და უნდა ეყოს გამბედაობა, რომ სწრაფად მოიხადოს ბოდიში
„გამომძიებელი დაინტერესდა ზუსტად იმით, თუ რა პერიოდში ვმონაწილეობდი პირადად მე და როგორი გამოცდილება მქონდა 1992 - 1993 წლებში, პირადად თუ მიმიღია მონაწილეობა და თუ მინახავს დატყვევებული აფხაზები, პირ...
1786369098
ახალი ამბებიდავით კიკვიძე: საქართველოში ვირტუალური აქტივების ბაზარი გამჭვირვალე და მკაცრად რეგულირებულ გარემოში ვითარდება
საქართველოში ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერების (VASPs) ბაზარი საქართველოს ეროვნული ბანკის მკაცრი რეგულირებისა და ზედამხედველობის ქვეშ ფუნქციონირებს, რაც სექტორის გამჭვირვალე და სტაბილურ...
1786367773
ახალი ამბებილარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 10 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6198 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6210 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომ...































