რეკორდულად ცხელი ზაფხული ევროკავშირის ეკონომიკას 180 მილიარდი ევრო დაუჯდება - Politico
„წლევანდელი უკიდურესად ცხელი ზაფხული ევროკავშირის ეკონომიკას 180 მილიარდი ევრო დაუჯდება, რაც მშპ-ს დაახლოებით 1%-ს და ბლოკის მიერ 2026 წელს მიღწეულ მთლიან ზრდას უტოლდება“, - ამის შესახებ გამოცემა Politico იტყობინება.
ბანკი Triodos-ის შეფასებით, ცხელ ზაფხულში შრომის პროდუქტიულობის შემცირების გამო, ევროკავშირის მშპ, შესაძლოა, დაახლოებით 0,6 %-თ შემცირდეს, ხოლო სასოფლო-სამეურნეო წარმოების მოცულობა — 3–7%-ით.
„შედეგი მხოლოდ იმაში არ მდგომარეობს, რომ ყველაზე ცხელი ქვეყნები ყველაზე დიდ ზარალს განიცდიან. ესპანეთსა და იტალიაში ფიზიკური მოწყვლადობის დონე ყველაზე მაღალია და აბსოლუტური მაჩვენებლით ცხელი დღეების რაოდენობაც ყველაზე დიდია“, - აღნიშნულია ბანკის ანალიზში.
Politico-ს ცნობით, ივნისის შუა რიცხვებიდან ივლისის დასაწყისამდე, რეკორდული სიცხის ტალღის პერიოდში, ევროპის ექვს ყველაზე მეტად დაზარალებულ ქვეყანაში გარდაცვალების, სულ მცირე, 14 000 შემთხვევა დაფიქსირდა.
გვალვამ სერიოზული დარტყმა მიაყენა ევროპის ენერგეტიკულ სისტემასაც.
კერძოდ, ბოლო კვირების განმავლობაში დუნაის წყლის დონის მკვეთრმა შემცირებამ უნგრეთის ერთადერთ ატომურ ელექტროსადგურზე სიმძლავრის მნიშვნელოვნად შემცირება გამოიწვია.
ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო ტყის მასშტაბურ ხანძრებსაც ებრძვიან.
1786380473
მსოფლიოკოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპული ადამიანების რიცხვი 52-მდე გაიზარდა
კოლუმბიაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპული ადამიანების რიცხვი 52-მდე გაიზარდა. ინფორმაციას „სქაინიუსი“ ავრცელებს. მედიასაშუალების ცნობით, ყველაზე მეტი მსხვერპლი ვალე-დელ-კაუკას დეპარტამენტ...
1786380355
მსოფლიოესპანეთში ტყის მასშტაბურ ხანძრებს ებრძვიან - ევაკუირებულია 800 ადამიანი
ესპანეთში მეხანძრეები ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ტყის მასშტაბურ ხანძრებს ებრძვიან. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს. მედიასაშუალების ცნობით, ხანძრის, ქარისა და რთული რელიეფის გამო, დაახლოებით 800 ადამიან...
1786376856
მსოფლიოკოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 20 ადამიანი დაიღუპა
კოლუმბიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რომელიც ქვეყნის დიდ ნაწილში იგრძნობოდა. აღნიშნულის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. ამავე ცნობით, დაღუპულია 20 ადამიანი. კოლუმბიის კატასტროფების რისკების მართვი...
1786373262
მსოფლიოკოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა - არიან დაშავებულები
კოლუმბიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ჩოკოს დეპარტამენტის გუბერნატორის ნუბია კაროლინა კორდობა-კურის ცნობით, დეპარტამენტის დედაქალაქ კიბდოში დაშავებულები არიან. ამასთან, მ...
1786371845
ახალი ამბებიკობა ლიკლიკაძე გიორგი ბარამიძეზე: ამ კატეგორიის სახელმწიფო მოღვაწე, სხვადასხვა თანამდებობებზე მყოფი, ასეთ რამეს არ უნდა აკეთებდეს და უნდა ეყოს გამბედაობა, რომ სწრაფად მოიხადოს ბოდიში
„გამომძიებელი დაინტერესდა ზუსტად იმით, თუ რა პერიოდში ვმონაწილეობდი პირადად მე და როგორი გამოცდილება მქონდა 1992 - 1993 წლებში, პირადად თუ მიმიღია მონაწილეობა და თუ მინახავს დატყვევებული აფხაზები, პირ...































