„დავაი, დაახვიეთ… თქვე ჭორიკნებო“ – თორნიკე რიჟვაძე უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს
„შემეხებით, შეგეხებით,“ „ბანდიტი ხართ, ყაჩაღი“, „დავაი, დაახვიეთ“ „ჭორიკნები ხართ“, „ლოთები ხართ“ – ეს ფრაზები დღეს, 7 ივნისს, თორნიკე რიჟვაძემ თქვა სხდომაზე, რომელსაც წესით და რეგლამენტით აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ანგარიში ერქვა აჭარის უმაღლესი საბჭოს წინაშე.
იმისთვის, რომ თორნიკე რიჟვაძეს ანგარიშვალდებულების და კრიტიკული კითხვების გამო რამე უხერხულობა არ შეჰქმნოდა, უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის წევრები დაირაზმნენ, ოპოზიციის პოზიციები აბუჩად რომ აეგდოთ.
„მგონია, გადაცმული ლავასოღლი გველაპარაკება,“ – ეს ელგუჯა ბაგრატიონის პირველი რეაქცია იყო ფრაქციიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, როცა თორნიკე რიჟვაძემ დეპუტატებს სიჩუმისკენ მოუწოდა – „ჩემს ოჯახს და მამაჩემს შეეშვით, ნუ ახსენებთო“.
თორნიკე რიჟვაძემ დღეს თავისი გამოსვლა ევროინტეგრაციის აუცილებლობაზე საუბრით დაიწყო, თუმცა შემდეგ თქვა, რომ ოპოზიცია „ხელოვნურად ცდილობდა აჭარაში ტურისტული სეზონის ჩაგდებას“, როცა აჭარის მთავრობის სახლის წინ კარვები გაშალა.
კითხვა, რის გამოც, ოპოზიციამ დღევანდელ სხდომაზე ყველაზე მეტად გააღიზიანა თორნიკე რიჟვაძე, ბათუმში დაკავებულ მილიონერს გალიფ ოზთურქს ეხებოდა. დეპუტატმა ენმ-დან, გიორგი კირთაძემ თორნიკე რიჟვაძეს უთხრა, რომ არ სჯერა ვერსიის, რომლის მიხედვითაც თორნიკე რიჟვაძეს დაუპირისპირდა ოზთურქი.
„წარმოუდგენელი ამბავია, რომ თქვენ რაღაც დაპირისპირება გქონდათ გალიფ ოზთურქთან, ეს ვიღაც თქვენმა პიარშიკებმა კარგად დაგეგმეს. მე დარწმუნებული ვარ, თქვენ გალიფ ოზთურქს ხელის აწევით ელაპარაკებოდით,“ – თქვა გიორგი კირთაძემ, თუმცა „ხელის აწევის“ ხსენებაზე თორნიკე რიჟვაძე ბრაზი უსიტყვოდ დაეტყო და ოპონენტის შეჩერებაც სცადა.
„კორექტულად,“ – თქვა ჯერ თორნიკე რიჟვაძემ და პაუზის შემდეგ ხმამაღლა მიმართა გიორგი კირთაძეს: „ხელის აწევით ესაუბრებოდა ლევან ვარშალომიძე [ოზთურქს], როცა 2010 წელს შემოიყვანა. მიგაფარებ მაგას სახეზე მალე… ხელის აწევით ერთმანეთს თქვენ ელაპარაკეთ, კითხვა დასვი,“ – კატეგორიულად მიმართა ოპოზიციას თორნიკე რიჟვაძემ.
„შეგრცხვეს, თორნიკე, აღარა ხარ პატარა ბიჭი“, – უთხრა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს გიორგი კირთაძემ.
„ბავშვობაში რამე სტრესი ხომ არ გაქვთ გადატანილი?“ – იკითხა ელგუჯა ბაგრატიონმა და გააპროტესტა ის, რომ თორნიკე რიჟვაძემ უმაღლესი საბჭოს დარბაზში შეიარაღებულ დაცვასთან ერთად მივიდა. უმაღლესი საბჭოს სხდომათა დარბაზში ასევე მოაწყვეს ხელოვნური ბარიერი, მარტივად რომ არავის შესძლებოდა თორნიკე რიჟვაძემდე მისვლა.
ვრცლად სტატია შეგიძლიათ წაიკითხოთ გაზეთ ბათუმელების გვერდზე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵 თეა წულუკიანი: ბატონი კუბილიუსი და ქალბატონი, გვარი აღარ მახსოვს, უკვე ძალიან შორს მიდიან
🔵 საუკეთესო ამბავი - სიმსივნესთან ბრძოლის თერაპიით კიბოს დამარცხება უკვე შესაძლებელია!
1793971769
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე: ამ რანგის სტუმარი საქართველოში პირველად იმყოფება ჩინეთიდან, ეს საუკეთესო შესაძლებლობას მოგვცემს იმისათვის, რომ უმაღლეს დონეზე განვიხილოთ საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების დინამიკა
„ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით. ჩინეთსა და საქართველოს შორის ბოლო პერიოდში განვითარებული ურთიერთობები, სტრატეგიულ დონეზ...
1793970371
ახალი ამბებილარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 6 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5949 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5955 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...
1793967219
საზოგადოებაირაკლი ნადარეიშვილი: ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში საქართველოს უწყვეტი მონაწილეობა ნათლად ასახავს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და მზადყოფნას თანამშრომლობის გასაღრმავებლად
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა შანხაის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე საქართველოს პავილიონები დაათვალიერა და მონაწილე კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა...
1793966197
საზოგადოებანინო წილოსანი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაზე: არამხოლოდ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, არამედ ევროკავშირის ქვეყნების ბევრი სხვა ლიდერი ამბობს, რომ უცნობია, როდის გაწევრიანდებიან უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში
არამხოლოდ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, არამედ ევროკავშირის ქვეყნების ბევრი სხვა ლიდერი ამბობს, რომ უცნობია, როდის გაწევრიანდებიან უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში, - განაცხადა საქართველოს პარლამე...
1793964326
საქართველოჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ეწვია
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ჩინეთის სახალხო რეს...



























