დავით ჩიხელიძე - ხელისუფლების მხრიდან ეუთო/ოდირის მოწვევით ქვეყანამ საერთაშორისო თანამეგობრობას აჩვენა, რომ მზად არის მაქსიმალური გამჭვირვალობისთვის

 „ეუთო/ოდირის მიერ საქართველოში სადამკვირვებლო მისიის არგაგზავნა, ოფიციალურად – დროის სიმცირის მოტივით – ბევრ კითხვას ბადებს. ორგანიზაციის განცხადებაში მთავარი არგუმენტია, რომ ერთი თვე სრულფასოვანი დაკვირვებისთვის არასაკმარისია“,- წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, გამოცდილება გვიჩვენებს, რომ არჩევნებზე დამკვირვებლობის ორი ტიპი არსებობს: გრძელვადიანი და მოკლევადიანი. თუნდაც გრძელვადიანი დაკვირვების პირობების არქონის შემთხვევაში, ოდირს შეეძლო მაინც გამოეგზავნა მოკლევადიანი მისია, რომელიც არჩევნების დღესა და მის შემდგომ პერიოდში პროცესს შეაფასებდა.

მისივე თქმით, გასულ არჩევნებზე ოდირის მისია საქართველოში მწვავე კრიტიკის ქვეშ მოექცა – მათი შეფასებები ხშირად პოლიტიკური პარტიების ინტერესების ჭრილში აიხსნებოდა და საბოლოოდ ორგანიზაცია დაუმსახურებელი თავდასხმების სამიზნედ იქცა. სწორედ ეს გამოცდილება, როგორც ჩანს, გახდა მთავარი ფაქტორი, რამაც ოდირი კიდევ უფრო ფრთხილი გახადა.

„ეუთო/ოდირის მიერ საქართველოში სადამკვირვებლო მისიის არგაგზავნა, ოფიციალურად – დროის სიმცირის მოტივით – ბევრ კითხვას ბადებს. ორგანიზაციის განცხადებაში მთავარი არგუმენტია, რომ ერთი თვე სრულფასოვანი დაკვირვებისთვის არასაკმარისია. თუმცა, რეალური გამოცდილება გვიჩვენებს, რომ არჩევნებზე დამკვირვებლობის ორი ტიპი არსებობს: გრძელვადიანი და მოკლევადიანი.

 

თუნდაც გრძელვადიანი დაკვირვების პირობების არქონის შემთხვევაში, ოდირს შეეძლო მაინც გამოეგზავნა მოკლევადიანი მისია, რომელიც არჩევნების დღესა და მის შემდგომ პერიოდში პროცესს შეაფასებდა. ეს პრაქტიკა მათ არაერთ ქვეყანაში გამოუყენებიათ. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ეუთო/ოდირის ოფიციალური მოწვევა მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიგნალია.

 

ამ ნაბიჯით ქვეყანამ საერთაშორისო თანამეგობრობას აჩვენა, რომ მზად არის მაქსიმალური გამჭვირვალობისთვის და პასუხისმგებლობას არ გაურბის. შესაბამისად, ოდირის უარი არა მხოლოდ ტექნიკური ხასიათის გადაწყვეტილებად, არამედ გარკვეულწილად პოლიტიკური ნაბიჯადაც აღიქმება. საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობა ყოველთვის გამოწვევებთან არის დაკავშირებული, განსაკუთრებით მაშინ, როცა ქვეყანა მაღალი პოლიტიკური პოლარიზაციის პირობებში იმყოფება. გასულ არჩევნებზე ოდირის მისია საქართველოში მწვავე კრიტიკის ქვეშ მოექცა – მათი შეფასებები ხშირად პოლიტიკური პარტიების ინტერესების ჭრილში აიხსნებოდა და საბოლოოდ ორგანიზაცია დაუმსახურებელი თავდასხმების სამიზნედ იქცა. სწორედ ეს გამოცდილება, როგორც ჩანს, გახდა მთავარი ფაქტორი, რამაც ოდირი კიდევ უფრო ფრთხილი გახადა. მარტივად რომ ვთქვათ, მათ აღარ სურთ ბულინგისა და უსამართლო ბრალდებების ახალი ტალღის ობიექტებად იქცნენ“, - წერს ჩიხელიძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1786348411

ახალი ამბები

პოლიციამ თბილისში 40 შეკვრად დაფასოებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია ორი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციი...

40 შეკვრა

1786346456

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: „სუხიშვილები“, ნიკოლოზ რაჭველი, პაატა ბურჭულაძე 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ უარს არ ამბობდნენ რუსეთთან ურთიერთობაზე და იქ საქმიანობაზე, ხოლო უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მათში პატრიოტულმა გრძნობებმა გაიღვიძა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომელშიც კულტურის სფეროს წარმომადგენელთა ნაწილს ორმაგ სტანდარტებსა და პოზიციების ალოგ...

ირაკლი კირცხალია

1786345454

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: პროფესიის მიუხედავად, ჩვენს ქვეყანაში გარე ინტერესებს არაერთი ადამიანი ემსახურება, ამის საუკეთესო მაგალითი კი კონკრეტული იმ ე.წ. კულტურის მოღვაწეების ვრცელი სიაა, რომლებიც 2008-2022 წლებში რუსეთში საქმიანობას არ ერიდებოდნენ

არც „ნაცმოძრაობა“ და მათი მოკავშირეები, არც „ენჯეოები“ და არც სამოქალაქო აქტივიზმს, თუ სამეცნიერო სფეროს ამოფარებული კონკრეტული ადამიანები არც 2008-12 წლებში და არც დღეს არიან დამოუკიდებლები, ისინი არ...

ირაკლი კირცხალია

1786344809

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: „ნაციონალური მოძრაობის“, მასთან აფილირებული და სხვადასხვა დროს გარიგებული პოლიტიკური ძალების და ასევე მდიდარი ქართული „ენჯეოებისთვის“ რადიკალური ანტირუსული განწყობების გასაღვივებლად საკმარისი არ აღმოჩნდა 2008 წლის ომი

უკრაინაში რუსეთის მხრიდან მეორედ შეჭრის შემდეგ სხვადასხვა პარტიებსა და „ენჯეოებში“ მიმოფანტული აგენტები დაირაზმნენ და რუსულ ოკუპაციასთან, რუს ტურისტებთან, რუსულ ფულთან და პროდუქციასთან, ერთი სიტყვით,...

ირაკლი კირცხალია

1786344347

ახალი ამბები

„ბრალდებულები თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ორი მგზავრის კუთვნილ 7 800 აშშ დოლარსა და 4 450 ევროს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ“ - დაკავებულია უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ქურდობის ბრალდებით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 2 მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცე...

პოლიცია