მაია ბითაძე: თვითმმართველობის არჩევნები ეუთო/ოდირისთვის დიდი ინტერესის საგანი არ არის, თუმცა ამ შემთხვევაში მაინც ვფიქრობთ, რომ გარკვეულწილად ერთგვარი ბულინგის მოლოდინის გავლენაა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე ეუთო/ოდირის განცხადებას გამოეხმაურა, რომ ორგანიზაცია საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებს არ დააკვირდება.
„თვითმმართველობის არჩევნები ეუთო/ოდირისთვის დიდი ინტერესის საგანი არ არის, თუმცა ამ შემთხვევაში მაინც ვფიქრობთ, რომ გარკვეულწილად არის გავლენა ერთგვარი ბულინგის მოლოდინისა, რაც ჩვენ წინა არჩევნებთან მიმართებით ვიხილეთ ისევე, როგორც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მდივნის ვიზიტი ჩვენ გვახსოვს, რომ გადაიდო სწორედ ამ მასიური საერთაშორისო ბულინგის შეტევის შედეგად“, - განაცხადა ბითაძემ.
ეუთო/ოდირი თვითმმართველობის არჩევნებს არ დააკვირდება, ოფიციალურ მიზეზად კი ვადები დასახელდა. პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, როდესაც სადამკვირვებლო მისია მოიწვია, იმედი გამოთქვა, რომ მრავალჯერადი შეურაცხყოფისა და ზეწოლის მიუხედავად, ეუთო/ოდირი საქართველოში სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნისგან თავს არ შეიკავებდა.
1757521851
ახალი ამბებიშსს-მ 8-9 სექტემბერს მელიქიშვილის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში 3 ადამიანი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის 8-9 სექტემბერს, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, 3 პირი დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, ჯგუ...
1757521041
საზოგადოებაGORBI-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად ჯარს 93%-იანი ნდობა აქვს, პოლიციას 77%, მერიას ასევე 77%, მთავრობას 74%, პარლამენტს 67%, პრეზიდენტის ინსტიტუტს 65%, სასამართლო სისტემას 60%
GORBI-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად კითხვაზე - რამდენად ენდობით შემდეგ სახელმწიფო ინსტიტუტებს, პროცენტები შემდეგნაირად გადანაწილდა: ჯარს აქვს 93 პროცენტიანი მხარდაჭერა და ის უპირობო ლიდერია ი...
1757520978
საზოგადოებაGORBI: კითხვაზე, როგორ ფიქრობთ, რა მიმართულებით ვითარდება ქვეყანა? გამოკითხული მოქალაქეების 61% მიიჩნევს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, კომპანია GORBI-მ საზოგადოებრივი აზრის კვლევა ქვეყნის მასშტაბით ჩაატარა. კითხვაზე, როგორ ფიქრობთ, რა მიმართულებით ვითარდება ქვეყანა? გამოკითხული მოქალაქეების დიდი ნაწილ...
1757519357
საზოგადოებაგიორგი ვოლსკი დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, გარეტ უორდს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივ უ...
1757517741
მსოფლიოსაპროტესტო აქციების ფონზე, პარიზში სამართალდამცველებმა 200-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
პარიზში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე სამართალდამცველებმა მასშტაბური დაკავებები განახორციელეს. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს. პარიზის პოლიციის პრეფექტურის ინფორმაციით, ამ დრ...