ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: დარჩათ ერთადერთი გზა - რადიკალიზაცია, შეურაცხყოფის მიყენება, პროვოკაცია, მივარდნენ, შტაბში შევარდნენ, იგინონ, ყველაფერი გააკეთონ, რითაც შეიძლება დახასიათდეს ლიბერალური ფაშიზმი

 ოპოზიციის სტრატეგია დიდი ხანია გამოკვეთილია და საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს თუ რა სტრატეგია აქვს იმ აგენტურულ ქსელეს და იმ გათითოკაცებულ პარტაქტივს, პირდაპირი მნიშვნელობით „ფაშისტურ მოძრაობას“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ მელიქიშვილის გამზირზე განვითარებული მოვლენების შეფასებისას.

მისი თქმით, ის, რაც საზოგადოებამ იხილა, იყო „ლიბერალური ფაშიზმის“ გამოხატულება.

„გამოვლინდა ლიბერალური ფაშიზმის სრული სურათი, რაც შეიძლება ადამიანმა „ლაივში“, 21-ე საუკუნეში იხილოს ქუჩაში და არა მხოლოდ ქუჩაში, სოციალურ ქსელში და ა.შ. რაც შეეხება მათ სტრატეგიას, მოდით შევხედოთ ასე - ვისთან გვაქვს საქმე? ვის წარმოადგენს ეს სამასამდე მორბენალი ფაშისტი?! წარმოადგენს სრულიად განულებულ ოპოზიციურ ძალას, ვისაც ჩვენ ვუწოდებთ რადიკალურ ძალას და ალბათ ყველაზე რბილი ნათქვამია რადიკალური და მარგინალური, განსაკუთრებით იმ ქმედებების შემდეგ, რომელ ქმედებებსაც მათივე დაკვეთით ვხედავთ ახალგაზრდების თუ არა ახალგაზრდების მოქმედებებით ქუჩაში. ადამიანების, რომელთაც ვერ გაარჩევ ქალბატონია, მამაკაცია - მათი მეტყველებით, მათი აღჭურვით, მათი შეურაცხყოფის ფორმით. შეიძლება გოგონას ესაუბრებოდე შენიღბულს და ისეთი სიტყვებით ილანძღებოდეს და ისეთ შეურაცხყოფას გაყენებდეს, რომ უბრალოდ გაკვირვებაც ზედმეტია. ეს არის მათი სახე“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

მისი თქმით, „ამ განულებულ ძალებს“ ახალისებენ დასავლეთიდან და მიზანი არის რადიკალიზაცია.

ირაკლი კირცხალიას განცხადებით, რადიკალების დასავლელმა პატრონებმა კარგად იციან, რომ დესტრუქციის გარდა ოპოზიციას საქართველოში აღარაფერი დარჩა.

„დარჩათ ერთადერთი გზა: რადიკალიზაცია, შეურაცხყოფის მიყენება, პროვოკაცია, მივარდნენ, შტაბში შევარდნენ, იგინონ, ყველაფერი გააკეთონ, რითაც შეიძლება დახასიათდეს ლიბერალური ფაშიზმი“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1757521851

ახალი ამბები

შსს-მ 8-9 სექტემბერს მელიქიშვილის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში 3 ადამიანი დააკავა

 შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის 8-9 სექტემბერს, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, 3 პირი დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, ჯგუ...

შსს

1757521041

საზოგადოება

GORBI-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად ჯარს 93%-იანი ნდობა აქვს, პოლიციას 77%, მერიას ასევე 77%, მთავრობას 74%, პარლამენტს 67%, პრეზიდენტის ინსტიტუტს 65%, სასამართლო სისტემას 60%

 GORBI-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად კითხვაზე - რამდენად ენდობით შემდეგ სახელმწიფო ინსტიტუტებს, პროცენტები შემდეგნაირად გადანაწილდა: ჯარს აქვს 93 პროცენტიანი მხარდაჭერა და ის უპირობო ლიდერია ი...

GORBI

1757520978

საზოგადოება

GORBI: კითხვაზე, როგორ ფიქრობთ, რა მიმართულებით ვითარდება ქვეყანა? გამოკითხული მოქალაქეების 61% მიიჩნევს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება

 ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, კომპანია GORBI-მ საზოგადოებრივი აზრის კვლევა ქვეყნის მასშტაბით ჩაატარა. კითხვაზე, როგორ ფიქრობთ, რა მიმართულებით ვითარდება ქვეყანა? გამოკითხული მოქალაქეების დიდი ნაწილ...

გორბი

1757519357

საზოგადოება

გიორგი ვოლსკი დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, გარეტ უორდს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივ უ...

გია ვოლსკი

1757517741

მსოფლიო

საპროტესტო აქციების ფონზე, პარიზში სამართალდამცველებმა 200-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

 პარიზში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე სამართალდამცველებმა მასშტაბური დაკავებები განახორციელეს. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს. პარიზის პოლიციის პრეფექტურის ინფორმაციით, ამ დრ...

პარიზში