დავით დოიაშვილი: კასტინგი მქონდა, ჩავატარე კასტინგი და ჩამოვედი, ჩინეთი არის კომუნისტური ქვეყანა

„ჩინეთი არის კომუნისტური ქვეყანა - წავედი მიწვევით, სპექტაკლი უნდა გავაკეთო“, - განაცხადა რეჟისორმა დავით დოიაშვილმა „ქრონიკასთან“ სატელეფონო საუბრისას.

მან განმარტა, თუ რატომ ჩავიდა ჩინეთში.

„კასტინგი მქონდა, ჩავატარე კასტინგი და ჩამოვედი. ეს ერთი წელია უკვე დაგეგმილი იყო. ახლა ჩავედი, ჩავატარე კასტინგი, ავარჩიე მსახიობები და ჩამოვედი, ვარ თბილისში. ვალდებული ვარ, შევასრულო ეს კონტრაქტი. ეს არის არაჩვეულებრივი თეატრი - „პიპოლს არტ სიეთრა“ არის როგორც რუსთაველის თეატრი, ისეა ბეიჯინგში. ჩავედი, გავაკეთებ სპექტაკლს და ჩამოვალ. არაფერი პრობლემა არაა, ისევე, როგორც ერთ კვირაში გავემგზავრები. დავდებ ახალ კონტრაქტს იტალიასთან და იქაც გავაკეთებ სპექტაკლს და ჩამოვალ, რა პრობლემაა! ჩინეთი არის კომუნისტური ქვეყანა. წავედი მიწვევით, სპექტაკლი უნდა გავაკეთო“, - განაცხადა დოიაშვილმა.

დავით დოიაშვილი თანამდებობიდან 16 აპრილს გაათავისუფლეს. საქართველოს კულტურის სამინისტროს განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის“ ხელმძღვანელობა ვალდებულებას არ ასრულებდა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების განმავლობაში შეჩერებული იყო.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1746459772

საზოგადოება

სოზარ სუბარი „ნაცმოძრაობაზე“: ერთადერთი, რასაც ნანობენ, ისაა, რომ ბოლომდე არ მიიყვანეს საქმე და ჩვენ დღეს ჯერ კიდევ ცოცხლები ვართ

„ეს იყო რეჟიმი, რომელიც იდგა ორ საძირკველზე - ძალადობასა და ტყუილზე, ადამიანების შეურაცხყოფაზე, ცილისწამებაზს, რაც ხშირად არანაკლებ მტკივნეულია, ვიდრე ის უმძიმესი ისტორიები, რასაც კომისიის სხდომაზე ჰყ...

სოზარ სუბარი

1746459741

საზოგადოება

ზურაბ ქადაგიძე: საქართველოში რაც კი ანტიევროპული და ანტიამერიკული განწყობები გაღვივებულა, ყველაფერი ქართული „ენჯეო“ სექტორისა და დასავლელი „აქტორების“ დამსახურებაა

„მეგობარი აქტთან“ დაკავშირებით, ვფიქრობ, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა ერთ პალატაში მხარდაჭერა ექნება, თუმცა, მეორეში - აღარ“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა ზურაბ ქადაგიძემ განაცხადა. მი...

აა

1746459633

საზოგადოება

სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი გარდაცვლილ ბრალდებულთან დაკავშირებით დამატებით განმარტებას აკეთებს

სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი მალხაზ ურთქმელიძე გარდაცვლილ ბრალდებულთან დაკავშირებით დამატებით განმარტებას აკეთებს. „საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე გა...

სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი

1746458205

ახალი ამბები

ახალციხეში 2 წლის მცირეწლოვანი გარდაიცვალა

ქალაქ ახალციხეში 2 წლის მცირეწლოვანი გარდაიცვალა. როგორც ადგილობრივებმა გვაცნობეს, ბავშვი საბავშვო ბაღში იმყოფებოდა, ცუდად გახდომის შემდეგ კი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკა „იმედში“ გადაიყვანა,...

ააა

1746456097

ახალი ამბები

შემოსავლების სამსახური სადგურის მოედნის ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად დაზარალებული მეწარმეებისთვის დამატებით ინფორმაციას ავრცელებს

შემოსავლების სამსახური სადგურის მოედნის ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად დაზარალებული მეწარმეებისთვის დამატებით ინფორმაციას ავრცელებს. „შემოსავლების სამსახური მიმართავს სადგურის მოედნის ბაზრობის ტ...

შემოსავლების სამსახური