შემოსავლების სამსახური სადგურის მოედნის ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად დაზარალებული მეწარმეებისთვის დამატებით ინფორმაციას ავრცელებს

შემოსავლების სამსახური სადგურის მოედნის ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად დაზარალებული მეწარმეებისთვის დამატებით ინფორმაციას ავრცელებს.
„შემოსავლების სამსახური მიმართავს სადგურის მოედნის ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულ მეწარმეებს, ხანძრის შედეგად საკონტროლო-სალარო აპარატების დაზიანების შემთხვევაში, ელექტრონული განცხადებით მიმართონ შემოსავლების სამსახურს, რათა ოპერატიულად მოხდეს სსა-ის მოქმედი/აქტიური სტატუსის გაუქმება და კონკრეტული მოდელის რეგისტრაციიდან ამოღება.
ამასთან, შეახსენებს, რომ გადამხდელის ავტორიზებული გვერდიდან განცხადებით (დაუძლეველი ძალის ზემოქმედების შედეგად განადგურებული/დაკარგული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერა) მომართვის შემთხვევაში, მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე, 10 სამუშაო დღის ვადაში მოხდება ხანძრის ზემოქმედების შედეგად განადგურებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერა. რაც იმას ნიშნავს, რომ დაზარალებულ პირებს, ჩამოწერილ და შემდგომ საგადასახადო ორგანოს მიერ დადასტურებულ განადგურებულ საქონელზე, ახალი საგადასახადო ვალდებულებები არ წარმოეშვებათ.
მეწარმე სუბიექტებმა, ელექტრონულ განცხადებასთან ერთად, უნდა წარმოადგინონ ინფორმაცია, რომელშიც აღწერილი იქნება საქონლის დასახელება, ზომის ერთეული, რაოდენობა, განადგურებული საქონლის სააღრიცხვო ღირებულება და უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება ხანძრის ფაქტი“, - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
1746459772
საზოგადოებასოზარ სუბარი „ნაცმოძრაობაზე“: ერთადერთი, რასაც ნანობენ, ისაა, რომ ბოლომდე არ მიიყვანეს საქმე და ჩვენ დღეს ჯერ კიდევ ცოცხლები ვართ
„ეს იყო რეჟიმი, რომელიც იდგა ორ საძირკველზე - ძალადობასა და ტყუილზე, ადამიანების შეურაცხყოფაზე, ცილისწამებაზს, რაც ხშირად არანაკლებ მტკივნეულია, ვიდრე ის უმძიმესი ისტორიები, რასაც კომისიის სხდომაზე ჰყ...
1746459741
საზოგადოებაზურაბ ქადაგიძე: საქართველოში რაც კი ანტიევროპული და ანტიამერიკული განწყობები გაღვივებულა, ყველაფერი ქართული „ენჯეო“ სექტორისა და დასავლელი „აქტორების“ დამსახურებაა
„მეგობარი აქტთან“ დაკავშირებით, ვფიქრობ, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა ერთ პალატაში მხარდაჭერა ექნება, თუმცა, მეორეში - აღარ“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა ზურაბ ქადაგიძემ განაცხადა. მი...
1746459633
საზოგადოებასპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი გარდაცვლილ ბრალდებულთან დაკავშირებით დამატებით განმარტებას აკეთებს
სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი მალხაზ ურთქმელიძე გარდაცვლილ ბრალდებულთან დაკავშირებით დამატებით განმარტებას აკეთებს. „საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე გა...
1746458205
ახალი ამბებიახალციხეში 2 წლის მცირეწლოვანი გარდაიცვალა
ქალაქ ახალციხეში 2 წლის მცირეწლოვანი გარდაიცვალა. როგორც ადგილობრივებმა გვაცნობეს, ბავშვი საბავშვო ბაღში იმყოფებოდა, ცუდად გახდომის შემდეგ კი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკა „იმედში“ გადაიყვანა,...
1746455879
საზოგადოებაგურამ მაჭარაშვილი: საგამოძიებო კომისია ადასტურებს იმას, რომ უახლეს ისტორიაში მისი დასკვნა გახდება ერთგვარი ქვაკუთხედი ერთი მხრივ, „ნაცმოძრაობის“ დასასრულებლად და მეორე მხრივ, ქართულ პოლიტიკაში ახალი სისტემის ჩამოსაყალიბებლად
საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისია ყოველი სხდომის შემდეგ ადასტურებს იმას, რომ საქართველოს უახლეს ისტორიაში მისი დასკვნა გახდება ერთგვარი ქვაკუთხედი ერთი მხრივ, დამნაშავე რეჟიმის „ნაცმოძრაობის“...