დავით მათიკაშვილი ბაჩო ახალაიაზე: შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს ადამიანი ყოფილიყო ბოლომდე ჩამოცილებული ნეგატიურ პროცესებს, რასაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ჩვენს ქვეყანაში ახორციელებდა

მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს ადამიანი ყოფილიყო ბოლომდე ჩამოცილებული ნეგატიურ პროცესებს, რასაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ჩვენს ქვეყანაში ახორციელებდა, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ბაჩო ახალაიაზე საუბრისას.
იგი ახალაიას განცხადებას გამოეხმაურა და ჟურნალისტებთან გაკეთებულ მის რეპლიკას ცინიკური უწოდა.
„ალბათობის მაღალი ხარისხით შესაძლებელია, რომ მისი მონაწილეობის ხარისხი საგამოძიებო სტრუქტურების მიერ იქნეს დადგენილი, როგორც აქტიური ამ ყველაფერში, თუნდაც ის რეპლიკები და პასუხები, რაც ჟურნალისტებს ბაჩო ახალაიამ გასცა დღეს საგამოძიებო ორგანოში შესვლამდე, მიუთითებს, რომ რა თქმა უნდა, ეს ადამიანი ეთანხმება, მხარს უჭერს იმ ძალადობასა და ხელისუფლების დამხობის მცდელობას, რომელიც 4 ოქტომბერს ჰქონდა. ის ცინიკური რეპლიკა, რომ ეს თურმე, 9 აპრილის მსგავსი აქცია იყო, ყველაფერს წერტილს უსვამს“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ბაჩო ახალაიამ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვაზე შესვლამდე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა: „4 ოქტომბერი არის იმ რანგის მშვიდობიანი სამოქალაქო აჯანყების დღე, როგორიც იყო 9 აპრილი, მრცხვენია და მიტყდება, რომ არაფერში არ ვიყავი ჩართული“.
1760102170
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 10 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7117 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7125 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რ...
1760101562
ახალი ამბებიბაჩო ახალაიას მეუღლე, ანი ნადარეიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზეა დაბარებული
ბაჩო ახალაიას მეუღლე, ანი ნადარეიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზეა დაბარებული. გამოკითხვაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში უკვე თითქმის...
1760100956
საზოგადოებაჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
დღეს, 10 ოქტომბერს, ნაძალადევის რაიონში, გიორგი სააკაძის ქუჩა N75-ის მიმდებარედ, ჯირჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელი, რომელიც ნაძალადევისა და ჩუღურეთის რაიონების ქუჩების ნაწილ...
1760099662
საზოგადოებაკულტურის კომიტეტმა 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს მხარი დაუჭირა
პარლამენტის კულტურის კომიტეტმა 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილა, რომელიც სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა. მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს ძირით...
1760098463
საზოგადოებაპროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა - შენახვის და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა მოყვანის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა -შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა - მოყვანის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წა...