კულტურის კომიტეტმა 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს მხარი დაუჭირა

პარლამენტის კულტურის კომიტეტმა 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილა, რომელიც სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.
მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრები, ეკონომიკური ტენდენციები და მთავარი პრიორიტეტები გააცნო.
გიორგი კაკაურიძემ ცალკეული სამინისტროების დაფინანსებაზე ისაუბრა და განსაკუთრებული ყურადღება კულტურის სამინისტროზე გაამახვილა.
„კულტურის სამინისტროს დაფინანსება 319 მილიონი ლარით განისაზღვრა, საიდანაც სახელოვნებო სფეროში უმაღლესი განათლების დაფინანსება 23 მილიონ ლარს აღემატება. სახელოვნებო დაწესებულებების მხარდაჭერისთვის 8,3 მილიონი ლარი, ხოლო კულტურის განვითარების ხელშეწყობისთვის 155 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და სამუზეუმო სისტემის მხარდასაჭერად 80 მილიონ ლარზე მეტია განსაზღვრული. ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებისთვის, რაც ძირითადად სხვადასხვა კულტურული ობიექტის რეაბილიტაციას გულისხმობს, 40 მილიონი ლარია გათვალისწინებული“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
კულტურის სამინისტროს ბიუჯეტის ზრდა დადებითად შეაფასა კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნიამ. როგორც მან აღნიშნა, აღნიშნული პოზიტიური ტენდენცია პირდაპირ გამომდინარეობს ქვეყნის ეკონომიკური განვითარებიდან. კომიტეტის თავმჯდომარემ რეგიონებში მოქმედი კულტურის ორგანიზაციების მხარდაჭერისა და ხელშეწყობის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. მისივე თქმით, რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში აქტიურად მიმდინარეობს კულტურის სახლებისა თუ სხვადასხვა კულტურული დაწესებულების განახლება/რეაბილიტაცია, რაც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას შექმნის კულტურის სფეროს წარმომადგენლებისთვის.
კულტურის კომიტეტმა 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს მხარი დაუჭირა.
სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვაც წარადგინა, რომელიც კომიტეტმა ცნობად მიიღო.
1760102884
ახალი ამბებისამეგრელოში 16 წლის ბიჭს სანადირო თოფი გაუვარდა - დაშავებულია არასრულწლოვანი გოგო
სამეგრელოში, ხობის მუნიციპალიტეტში 16 წლის ბიჭს სანადირო თოფი გაუვარდა, რის შედეგადაც არასრულწლოვანი გოგო დაშავდა. როგორც „ექსკლუზივს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით...
1760102170
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 10 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7117 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7125 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რ...
1760101562
ახალი ამბებიბაჩო ახალაიას მეუღლე, ანი ნადარეიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზეა დაბარებული
ბაჩო ახალაიას მეუღლე, ანი ნადარეიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზეა დაბარებული. გამოკითხვაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში უკვე თითქმის...
1760100956
საზოგადოებაჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
დღეს, 10 ოქტომბერს, ნაძალადევის რაიონში, გიორგი სააკაძის ქუჩა N75-ის მიმდებარედ, ჯირჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელი, რომელიც ნაძალადევისა და ჩუღურეთის რაიონების ქუჩების ნაწილ...
1760098463
საზოგადოებაპროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა - შენახვის და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა მოყვანის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა -შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა - მოყვანის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წა...