მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს რკინიგზელებს პროფესიული დღე მიულოცა

10 ოქტომბერს საქართველოს რკინიგზა პროფესიულ დღეს აღნიშნავს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა რკინიგზელებს პროფესიული დღე მიულოცა, მადლობა გადაუხადა გაწეული შრომისთვის და მათი საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„საქართველოს რკინიგზა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისა და სატრანსპორტო სისტემის განუყოფელი ნაწილია, უკვე 153 წელია ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს, აძლიერებს ქვეყნის პოზიციონირებას რეგიონში და ამყარებს საქართველოს, როგორც აზიასა და ევროპას შორის დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფნის მნიშვნელოვანი რგოლის სტატუსს. დღეს ჩვენ გვაქვს მრავალი ხელშესახები შედეგი, რომელიც სწორედ თქვენი თავდაუზოგავი შრომით იქნა მიღწეული. ამასთანავე, ვაგრძელებთ მუშაობას საქართველოს რკინიგზის შემდგომი გაძლიერების, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და სისტემის ფინანსური მდგრადობის უზრუნველსაყოფად,“ – განაცხადა მინისტრმა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა ლაშა აბაშიძემ, სხვა ხელმძღვანელმა პირებმა და სისტემის თანამშრომლებმა. სიტყვით გამოსვლისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ისაუბრა საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციისა და განვითარების კუთხით განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე, ასევე უკვე მიღწეულ შედეგებზე.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ხელისუფლება განაგრძობს, იყოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მხარდამჭერი საქართველოს რკინიგზის შემდგომი განვითარების. გვაქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა, თუ როგორ უნდა მოხდეს რკინიგზის კიდევ უფრო მეტად გაძლიერება, გაჯანსაღება, მომგებიანობაზე ზრუნვა და ამავდროულად, როგორ ვიმუშაოთ ინფრასტრუქტურის ისე გაძლიერებაზე, რომ საქართველოს როლი გლობალურ სატრანსპორტო ციკლში კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აქცენტი რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტზე გააკეთა, მათ შორის ხაზი გაუსვა რკინიგზის მოდერნიზების პროექტს, რომელიც ფაქტობრივად, უკვე დასასრულს უახლოვდება და შედეგად, გაორმაგებულია რკინიგზის დღეს არსებული შესაძლებლობები.

„ამავდროულად ჩვენ მოუთმენლად ველით ბევრი წლის წინ დაწყებული, თბილისი-ბაქო-ყარსის უმნიშვნელოვანესი პროექტის დასრულებას. დარწმუნებული ვარ, რომ იმ შემართებით, რომელიც დღეს ჩვენს აზერბაიჯანელ კოლეგებს აქვთ, ფაქტობრივად, რამდენიმე თვეში ერთად ვიზეიმებთ ამ ახალი პროექტის სრულად ამოქმედებას და ფუნქციურ ოპერირებას, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენ გვაქვს სატესტო რეჟიმში სატვირთო მატარებლების მიღების შესაძლებლობა“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ღონისძიება ტრადიციულად, რკინიგზის დამსახურებული თანამშრომლების დაჯილდოებით დასრულდა - წელს სისტემის 100-ზე მეტ თანამშრომელს სხვადასხვა ნომინაციაში ჯილდოები გადაეცა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1760102170

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 10 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7117 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7125 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რ...

ლარის კურსი

1760101562

ახალი ამბები

ბაჩო ახალაიას მეუღლე, ანი ნადარეიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზეა დაბარებული

ბაჩო ახალაიას მეუღლე, ანი ნადარეიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზეა დაბარებული. გამოკითხვაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში უკვე თითქმის...

ბაჩო ახალაიას მეუღლე,

1760100956

საზოგადოება

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

დღეს, 10 ოქტომბერს, ნაძალადევის რაიონში, გიორგი სააკაძის ქუჩა N75-ის მიმდებარედ, ჯირჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელი, რომელიც ნაძალადევისა და ჩუღურეთის რაიონების ქუჩების ნაწილ...

წყალი შეწყდება

1760099662

საზოგადოება

კულტურის კომიტეტმა 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს მხარი დაუჭირა

პარლამენტის კულტურის კომიტეტმა 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილა, რომელიც სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა. მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს ძირით...

კულტურის კომიტეტ

1760098463

საზოგადოება

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა - შენახვის და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა მოყვანის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა -შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა - მოყვანის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წა...

გენ პროკურატურა