მერაბ დვალიშვილმა კორი სენდჰეგენი დაამარცხა და UFC-ის საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა

მერაბ დვალიშვილმა UFC-ის სუპერმსუბუქი წონის (61 კგ) საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა. ლას-ვეგასში გამართულ ღონისძიებაზე ქართველმა მებრძოლმა ამერიკელი კორი სენდჰეგენი დაამარცხა.
შეხვედრა თანაბრად დაიწყო, ხოლო მეორე რაუნდში დვალიშვილი გააქტიურდა და ამავე რაუნდში ნოკაუტთან ახლოს იყო, სენდჰეგენს, ძირითადად, თავის დაცვა უწევდა. საბოლოოდ, ხუთი რაუნდის შემდეგ, ქართველი გამარჯვებულად მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყეტილებით გამოცხადდა.
34 წლის მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქ დივიზიონში ალჯამეინ სტერლინგის რეკორდი გაიმეორა, მან თავისი ტიტული უკვე სამჯერ დაიცვა. ასევე, ის გახდა პირველი მებრძოლი, რომელმაც UFC-ში 100-ჯერ მოახერხა მეტოქეების მიწაზე გადაყვანა.
ქართველმა მებრძოლმა შერეული ორთაბრძოლების ყველაზე გავლენიანი ორგანიზაციის ქამარი 2024 წლის სექტემბერში, შონ ო’მალის დამარცხების შემდეგ მოიპოვა. ჩემპიონის რანგში მიმდინარე წლის იანვარში მან უმარ ნურმაგომედოვს მოუგო, ხოლო ივნისში კვლავ ო’მალის სძლია.
მერაბ დვალიშვილს შერეულ ორთაბრძოლებში გამართული 25 შეხვედრის შემდეგ 21 გამარჯვება აქვს. ეს მოგება მისთვის ზედიზედ მე-14 იყო, რაც UFC-ის ისტორიაში მეოთხე საუკეთესო მაჩვენებელია.
THE MACHINE STAYS KING 🇬🇪👑@MerabDvalishvil defeats Cory Sandhagen at #UFC320 by Unanimous Decision to remain the bantamweight champion of the world! pic.twitter.com/lkbosPkTCq
— UFC (@ufc) October 5, 2025
1759646432
საზოგადოებათბილისის მეტროს პირველ ხაზზე მატარებლების მოძრაობა შეფერხებულია
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მატარებლების მოძრაობა შეფერხებულია. როგორც სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, დილის 08:00 საათიდან შეფერხების გამო, მატარებლები მოძრაობენ მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ „გურამ...
1759645312
საზოგადოებაოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი კახა წიქარიშვილი: გზის გადაკეტვას აღარ მივიჩნევ საჭიროდ
გზის გადაკეტვას აღარ მივიჩნევ საჭიროდ თუმცა ვერც ვერავის ავუკრძალავ, - წერს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, იურისტი კახა წიქარიშვილი სოციალურ ქსელში. ის ასევე მიიჩნევს, რომ საჭიროა შეიქმნას პროტესტის ახალი...
1759643928
საზოგადოებაალექსანდრე დარახველიძე: გავრცელებული აუდიოჩანაწერის ავთენტიკურობა თუ დადასტურდება, შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. მისი თქმით, თუ დადასტურდება ჩანაწერ...
1759643748
საზოგადოებაშსს - დაკავებულები არიან: პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე
შსს-ს თანამშრომლებმა პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე დააკავეს, - განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ. მისი თქმით, დაკავებულებს ც...
1759611295
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: დადგა 5 ოქტომბერი და ყველა ვართ საქართველოში, დაწყებული ბიძინა ივანიშვილით, დამთავრებული „ქართული ოცნების“ თითოეული წარმომადგენლით
დადგა 5 ოქტომბერი და ჩავარდა დამხობის მცდელობა, ყველა ვართ საქართველოში, დაწყებული ბიძინა ივანიშვილით და დამთავრებული „ქართული ოცნების“ თითოეული წარმომადგენლით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინ...