დავით მათიკაშვილი: ბიძინა ივანიშვილი ის ადამიანია, რომელიც საქართველოს პატრონობდა, მისთვის იმის დაბრალება, რომ ბიუჯეტის ხარჯზე ფული იშოვა, უტიფრობაა
უტიფრობაში ერთმანეთს ეჯიბრებიან სააკაშვილი, გვარამია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ნიკა გვარამიას დღევანდელი განცხადება დადასტურებაა, რა დიდი ქველმოქმედება გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა, როცა 2012 წელს „ნაცრეჟიმი“ პოლიტიკურ მოუსავლეთში გაისტუმრა.
„მსგავსი უტიფრობა წარმოუდგენელია. უტიფრობაში ერთმანეთს ეჯიბრებიან სააკაშვილი, გვარამია. ეს არის მცდელობა, თავიდან გადაწერონ უახლესი ისტორია. ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედი ადამიანია, რომელსაც საქართველოში კაპიკი არ უშოვია და მთელი მისი საქმიანობა ქველმოქმედების დიდი ისტორიაა.
ბიძინა ივანიშვილმა 1994 წელს ბიზნესიდან თანხა ამოიღო და საქართველოს ასობით ტრაქტორი აჩუქა. მაშინ, როცა პრაქტიკულად იწყებდა ბიზნესსაქმიანობას. ეს ის ადამიანია, რომელიც 2002-2003 წლის შემდეგ, სახელმწიფო ბიუჯეტს თანხას იქით აძლევდა, რომ ჩინოვნიკებისთვის ხელფასები დაერიგებინა და მათ ხელი არ წაცდენოდათ კორუფციაზე, მაგრამ სააკაშვილს და მისნაირებს კორუფციისგან რა დააზღვევს. ეს ის ადამიანია, რომელმაც პატრული, თავდაცვის სამინისტროს ძირითადი ინფრასტრუქტურა შექმნა. ისეთი მასშტაბის ობიექტები შექმნა, რომლებიც სახელმწიფოს გადასცა.
ამ ადამიანმა საქართველოში ეკლესია-მონასტრები ააშენა. რომელი ერთი გითხრათ? ეს ადამიანი ათწლეულები ქართულ კულტურას ინახავდა მაშინ, როცა უმძიმესი დრო იყო ქართული კულტურის წარმომადგენლებისთვის. ეს ის ადამიანია, რომელიც საქართველოს პატრონობდა.
მისთვის იმის დაბრალება, რომ ბიუჯეტის ხარჯზე ფული იშოვა, უტიფრობაა. წარმოიდგინეთ, რა დონის პოლიტიკურ ნაძირლობასთან გვაქვს საქმე. გვარამიას განცხადება დადასტურებაა, რა დიდი ქველმოქმედება გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა, როცა 2012 წელს „ნაცრეჟიმი“ პოლიტიკურ მოუსავლეთში გაისტუმრა“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, კოალიცის „ცვლილებებისთვის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ საკონსტიტუციო სასამართლოში ისაუბრა, რაში ემიჯნება წინა ხელისუფლებას.
1793274086
საზოგადოებაგიორგი კახიანი ნიკა გვარამიას განცხადებაზე: დავინახე გარკვეულწილად მუქარა საკონსტიტუციო სასამართლოსადმი, ფაქტობრივად ემუქრებიან სასამართლოს
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა კოალიცია „ცვლილებისთვის“ თანათავმჯდომარის ნიკა გვარამიას განცხადებას გამოეხმაურა. საუბარია განცხადებაზე, რომელიც გვარამიამ საკონსტიტუციო სასამართლოშ...
1793273253
საზოგადოებალადო სადღობელაშვილი: გვარამიას საზოგადოება კარგად იცნობს, ივანიშვილის ქველმოქმედება კი ათწლეულების განმავლობაში გრძელდება, საზოგადოებისათვის ადვილია თეთრის და შავის გარჩევა! კარგად გვახსოვს ვინ აშენებდა და ეხმარებოდა ქვეყანას პირადი სახსრებით
ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი, ნიკა გვარამიას განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ირონიულია, როდესაც ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას აკრიტიკებს ადამიანი, რომლის ხელმძღვანელობი...
1793271820
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ქვეყანა, რომელსაც შეუძლია ცოდნის შექმნა, შეუძლია, დამოუკიდებლად განსაზღვროს საკუთარი განვითარება, მეცნიერება ქვეყნის განვითარების ნაწილია, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიამ 85 წლის განმავლობაში სწორედ ამ საქმეს ემსახურა
„სახელმწიფო, რომელსაც საკუთარი სამეცნიერო შესაძლებლობა არ აქვს, საბოლოოდ სხვაგან შექმნილ ცოდნაზე ხდება დამოკიდებული“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მეცნიერებათა...
1793269330
საზოგადოებამუსტაფა თურქერ არი: 103 წლის წინ ჩაეყარა საფუძველი თურქეთის რესპუბლიკას, დღეს კი საქართველო და თურქეთი მჭიდრო სტრატეგიული პარტნიორები არიან
საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩი მუსტაფა თურქერ არი, თურქეთის რესპუბლიკის გამოცხადების 103-ე წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ელჩი ხაზს უსვამს ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ...
1793268992
საზოგადოებაბოსნია და ჰერცეგოვინას ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტი: საქართველო შესანიშნავი ქვეყანაა „თბილისის ფინანსური სამიტის“ მსგავსი მასშტაბური ღონისძიებების ორგანიზებისთვის
„თბილისის ფინანსური სამიტის“ მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვანია ბევრი მიზეზის გამო, თუმცა ყველაზე მთავარი ის ფაქტია, რომ სამიტის ფარგლებში შესაძლებლობა გვეძლევა, შევხვდეთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის...


























