„ლელო“ ელისაშვილს გაემიჯნა: ალექსანდრე ელისაშვილი არასდროს ყოფილა „ძლიერი საქართველო - ლელოს“ წევრი, მოსარჩელე მხარე ცდილობს, სხვა პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარის ქმედება გაავრცელოს ჩვენს პოლიტიკურ პარტიაზე და აკრძალვის ერთ-ერთ საფუძვლად ამას ამბობს“

„ალექსანდრე ელისაშვილი არასდროს ყოფილა ჩვენი პოლიტიკური პარტიის „ძლიერი საქართველო - ლელოს“ წევრი“, - ამის შესახებ „ლელოს“ წარმომადგენელმა თორნიკე ართქმელაძემ, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა.

ართქმელაძის განმარტებით, ელისაშვილს რაიმე სახის ორგანიზაციული კავშირი „ძლიერი საქართველო - ლელოსთან“ არ გააჩნია და ის სხვა პოლიტიკური პარტიის - „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების“ თავმჯდომარეა. შესაბამისად, მისივე თქმით, მოსარჩელე მხარე ცდილობს, სხვა პარტიის თავმჯდომარის ქმედება „ლელოს“ აკრძალვის ერთ-ერთ საფუძვლად გამოიყენოს.

„იმ პოლიტიკური პარტიის, რომლის აკრძალვის საკითხიც განიხილება, ელისაშვილი არასდროს ყოფილა. ეს არაერთხელ განაცხადა სხვათა შორის თავადაც და ბოლოს რამდენიმე დღის წინ გააკეთა ეს განცხადება. მეტსაც გეტყვით, არსებობს პოლიტიკური პარტია „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები“, არსებობს 2025 წლის 1 სექტემბრის ამონაწერი, რომლის თავმჯდომარეც არის ალექსანდრე ელისაშვილი. მოსარჩელე მხარე ცდილობს, სხვა პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარის ქმედება გაავრცელოს ჩვენს პოლიტიკურ პარტიაზე და აკრძალვის ერთ-ერთ საფუძვლად ამას ამბობს.
არანაირი ორგანიზაციული კავშირი ალექსანდრე ელისაშვილს „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ არ აქვს. 2024 წელს რადგან ბლოკები აკრძალული იყო, ეს მაშინ იყო საარჩევნო თანამშრომლობა. მოგეხსენებათ, ქართული კანონმდებლობით აკრძალულია, ერთი ადამიანი იყოს ერთდროულად ორი პარტიის წევრი“, - აღნიშნა თორნიკე ართქმელაძემ.

ცნობისთვის, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში, ალექსანდრე ელისაშვილი „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ სიის მე-20 ნომერი იყო.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793274086

საზოგადოება

გიორგი კახიანი ნიკა გვარამიას განცხადებაზე: დავინახე გარკვეულწილად მუქარა საკონსტიტუციო სასამართლოსადმი, ფაქტობრივად ემუქრებიან სასამართლოს

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა კოალიცია „ცვლილებისთვის“ თანათავმჯდომარის ნიკა გვარამიას განცხადებას გამოეხმაურა. საუბარია განცხადებაზე, რომელიც გვარამიამ საკონსტიტუციო სასამართლოშ...

გიორგი კახიანი

1793273253

საზოგადოება

ლადო სადღობელაშვილი: გვარამიას საზოგადოება კარგად იცნობს, ივანიშვილის ქველმოქმედება კი ათწლეულების განმავლობაში გრძელდება, საზოგადოებისათვის ადვილია თეთრის და შავის გარჩევა! კარგად გვახსოვს ვინ აშენებდა და ეხმარებოდა ქვეყანას პირადი სახსრებით

ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი, ნიკა გვარამიას განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ირონიულია, როდესაც ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას აკრიტიკებს ადამიანი, რომლის ხელმძღვანელობი...

ლადო სადღობელაშვილი

1793271820

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ქვეყანა, რომელსაც შეუძლია ცოდნის შექმნა, შეუძლია, დამოუკიდებლად განსაზღვროს საკუთარი განვითარება, მეცნიერება ქვეყნის განვითარების ნაწილია, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიამ 85 წლის განმავლობაში სწორედ ამ საქმეს ემსახურა

„სახელმწიფო, რომელსაც საკუთარი სამეცნიერო შესაძლებლობა არ აქვს, საბოლოოდ სხვაგან შექმნილ ცოდნაზე ხდება დამოკიდებული“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მეცნიერებათა...

შალვა პაპუაშვილ

1793269330

საზოგადოება

მუსტაფა თურქერ არი: 103 წლის წინ ჩაეყარა საფუძველი თურქეთის რესპუბლიკას, დღეს კი საქართველო და თურქეთი მჭიდრო სტრატეგიული პარტნიორები არიან

საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩი მუსტაფა თურქერ არი, თურქეთის რესპუბლიკის გამოცხადების 103-ე წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ელჩი ხაზს უსვამს ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ...

მუსტაფა თურქერ არიმუსტაფა თურქერ არი

1793268992

საზოგადოება

ბოსნია და ჰერცეგოვინას ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტი: საქართველო შესანიშნავი ქვეყანაა „თბილისის ფინანსური სამიტის“ მსგავსი მასშტაბური ღონისძიებების ორგანიზებისთვის

„თბილისის ფინანსური სამიტის“ მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვანია ბევრი მიზეზის გამო, თუმცა ყველაზე მთავარი ის ფაქტია, რომ სამიტის ფარგლებში შესაძლებლობა გვეძლევა, შევხვდეთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის...

ბოსნია და ჰერცოგოვინას ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტი