შალვა პაპუაშვილი: ქვეყანა, რომელსაც შეუძლია ცოდნის შექმნა, შეუძლია, დამოუკიდებლად განსაზღვროს საკუთარი განვითარება, მეცნიერება ქვეყნის განვითარების ნაწილია, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიამ 85 წლის განმავლობაში სწორედ ამ საქმეს ემსახურა
„სახელმწიფო, რომელსაც საკუთარი სამეცნიერო შესაძლებლობა არ აქვს, საბოლოოდ სხვაგან შექმნილ ცოდნაზე ხდება დამოკიდებული“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაარსების 85 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, მიუხედავად რთული წლებისა, ომისა, გაჭირვებისა თუ რეპრესიებისა, ქართულმა ნიჭმა და გონმა მაინც მოახერხა საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა და საბჭოთა პირობებში შექმნა თავისი სკოლა.
მისი თქმით, ქვეყანა, რომელსაც შეუძლია ცოდნის შექმნა, შეუძლია უფრო დამოუკიდებლად განსაზღვროს საკუთარი განვითარებაც.
„გილოცავთ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაარსების 85 წლისთავს. აკადემიის ისტორია 1941 წლიდან იწყება, მაგრამ ქართული მეცნიერების ისტორია, ცხადია, გაცილებით ძველია. გელათი და იყალთო, ქართული სამონასტრო და საგანმანათლებლო კერები, მოგვიანებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – ეს არის ერთი ხანგრძლივი ინტელექტუალური ტრადიციის სხვადასხვა ეტაპი, რომელმაც საბოლოოდ ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის შექმნამდე მიგვიყვანა. შემთხვევითი არ არის ისიც, თუ ვინ იდგა აკადემიის სათავეებთან. ნიკოლოზ მუსხელიშვილი, ივანე ბერიტაშვილი, დიმიტრი უზნაძე, აკაკი შანიძე, არნოლდ ჩიქობავა, გიორგი ჩუბინაშვილი, სიმონ ჯანაშია და მათი თანამოაზრეები მხოლოდ ცალკეული მეცნიერები არ ყოფილან. მათ შექმნეს სამეცნიერო სკოლები და ინსტიტუტები, რომელთა გავლენა ერთი თაობის ფარგლებს გასცდა. მიუხედავად რთული წლებისა, ომისა, გაჭირვებისა თუ რეპრესიებისა, ქართულმა ნიჭმა და გონმა მაინც მოახერხა საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა და საბჭოთა პირობებში შექმნა თავისი სკოლა, თავისი გამოცდილება, თავისი მიღწევები და ზედ დააფუძნა ისეთი ინსტიტუციები, რომელთა ინერცია და გავლენა დღევანდელ დღემდე აღწევს. ყველა ძლიერ სახელმწიფოს სჭირდება საკუთარი ცოდნა საკუთარ თავზე და სამყაროზე. სჭირდება მეცნიერები, რომლებიც იკვლევენ მის ენას და ისტორიას, ბუნებრივ რესურსებს და ბიომრავალფეროვნებას, საზოგადოებასა და ეკონომიკას; ქმნიან ახალ ტექნოლოგიებს, ავითარებენ მედიცინას, სოფლის მეურნეობას, საინჟინრო და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს. სახელმწიფო, რომელსაც საკუთარი სამეცნიერო შესაძლებლობა არ აქვს, საბოლოოდ სხვაგან შექმნილ ცოდნაზე ხდება დამოკიდებული. ხოლო ქვეყანა, რომელსაც შეუძლია ცოდნის შექმნა, შეუძლია უფრო დამოუკიდებლად განსაზღვროს საკუთარი განვითარებაც. ამიტომ მეცნიერება მხოლოდ კულტურული ან საგანმანათლებლო სფერო არ არის. იგი ქვეყნის განვითარების, კონკურენტუნარიანობისა და სახელმწიფოებრივი შესაძლებლობის ნაწილია. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიამ 85 წლის განმავლობაში სწორედ ამ საქმეს ემსახურა. მან შეინარჩუნა და განავითარა ქართული სამეცნიერო სკოლები, მნიშვნელოვანი ადგილი დაუთმო ეროვნული ენის, ისტორიისა და კულტურის კვლევას და ამავე დროს ქართულ მეცნიერებას საერთაშორისო სამეცნიერო სივრცესთან აკავშირებდა. დღეს კი მეცნიერების წინაშე სრულიად ახალი მასშტაბის შესაძლებლობები და გამოწვევებია. ხელოვნური ინტელექტი, ბიოტექნოლოგიები, გენეტიკა, ახალი ენერგეტიკა, კვანტური ტექნოლოგიები და მონაცემთა მეცნიერება უკვე ცვლის ეკონომიკას, მედიცინას, უსაფრთხოებასა და თავად ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებას. მეცნიერების განვითარების სიჩქარე იმდენად მაღალია, რომ წარმატებული ქვეყნებისათვის მხოლოდ ახალი ცოდნის გამოყენება აღარ არის საკმარისი – აუცილებელია მის შექმნაშიც მონაწილეობა. ამიტომ ამ საიუბილეო წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდა მეცნიერებზე საუბარი. აკადემიის წარსულის დაფასების საუკეთესო გზა მისი წარსულის გამეორება კი არა, იმ პირობების შექმნაა, სადაც ახალი თაობა საკუთარ სამეცნიერო სკოლებს, აღმოჩენებსა და საერთაშორისო წარმატებებს შექმნის. ჩვენ უნდა გვყავდეს ბევრი ახალგაზრდა ქართველი მეცნიერი, რომელსაც საქართველოში ექნება კვლევის შესაძლებლობა, პროფესიული განვითარების პერსპექტივა და განცდა, რომ მისი ცოდნა საკუთარ ქვეყანას სჭირდება. საქართველოს მეცნიერების სიძლიერე ყოველთვის იმაშიც გამოიხატებოდა, რომ იგი საკუთარ ეროვნულ საფუძველზე იდგა და ამავე დროს მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო ცენტრებთან იყო დაკავშირებული. სწორედ ეს ორი რამ უნდა შევინარჩუნოთ მომავალშიც – ძლიერი ეროვნული სამეცნიერო სკოლა და მაქსიმალური გახსნილობა მსოფლიო მეცნიერებისადმი“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, 85 წელი კარგი დროა წარსულის შესაჯამებლად.
„ასევე კარგი დროა მომავლის დასანახად. მომავლის, რომელიც აწ უკვე დამოუკიდებელ, ერთიან და სუვერენულ სახელმწიფოს უკავშირდება. აკადემიის ისტორიას ქმნიდნენ ადამიანები, რომლებიც პასუხებს ეძებდნენ იმ კითხვებზე, რომლებიც მათ ეპოქას ჰქონდა. დღევანდელი თაობის პასუხისმგებლობაა, პასუხი გასცეს ჩვენი დროის კითხვებს. ამიტომ დღეს, როდესაც მადლობას ვუხდით ქართული მეცნიერების ყველა იმ წარმომადგენელს, ვინც აკადემიის 85-წლიანი ისტორია შექმნა, ამავე დროს მომავალსაც ვუყურებთ – იმ მეცნიერებს, კვლევებსა და აღმოჩენებს, რომლებიც ჯერ წინ არის. გილოცავთ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 85 წლის იუბილეს. მადლობა თითოეულ თქვენგანს ქართული მეცნიერების სამსახურისთვის. გისურვებთ ახალ აღმოჩენებს, ძლიერ ახალგაზრდა თაობას და საქართველოს მეცნიერების კიდევ უფრო დიდ საერთაშორისო წარმატებას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას 85 წლის იუბილე მიულოცეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.
საიუბილეო სხდომაზე, რომელიც საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა როინ მეტრეველმა გახსნა, სიტყვით ასევე გამოვიდნენ აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი ისა ჰაბიბეილი, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) გენერალური მდივანი ასაფ ჰაჯიევი და ტოკიოს უნივერსიტეტის პროფესორი ჰიროტაკე მაედა.
1793265723
საზოგადოებარატი იონათამიშვილი ალან ბერსეს განცხადებაზე: ბოლო სამ წელიწადში უკრაინაში აიკრძალა 22, ხოლო მოლდოვაში - 8 პარტია, რაც შეეხება ევროპას, ბოლო ათწლეულში აიკრძალა 150 პარტია, თუ ეს ევროპაში დემოკრატიის უკუსვლას არ იწვევს, საქართველოში რატომ იწვევს?
ბოლო სამ წელიწადში უკრაინაში აიკრძალა 22, ხოლო მოლდოვაში - 8 პარტია. რაც შეეხება ევროპას, ბოლო ათწლეულში აიკრძალა 150 პარტია, თუ ეს ყველაფერი ევროპაში დემოკრატიის უკუსვლას არ იწვევს, საქართველოში რატო...
1793265033
ახალი ამბებისგპ „სადახლო - საავტომობილოს“ მებაჟე ოფიცრებმა 2 კილოგრამამდე არადეკლარირებული ოქროს სხმულების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
საბაჟო გამშვებ პუნქტზე - „სადახლო-საავტომობილო“, სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით ოქროს სხმულების შემოტანის ფაქტი აღიკვეთა, - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახ...
1793264779
ახალი ამბებიპროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში ჩ...
1793262796
ახალი ამბებიდავით კიკნაძე: შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ძარცვისა და გამოძალვის ბრალდებით 7 პირი დააკავეს
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუ...
1793261291
საზოგადოებაკახა კალაძე: მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ მოვაჭრეების ბედი ჩვენთვის სულერთი არ არის - მათ საშუალება ექნებათ, თავიანთი საქმიანობა სავაჭრო სივრცეებში გააგრძელონ
მოვაჭრეებს, რომლებიც მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ვაჭრობდნენ, თავიანთი საქმიანობის გაგრძელების საშუალება სავაჭრო სივრცეებში ექნებათ. გარევაჭრობის აღკვეთისა და უნებართვო კონსტრუქცი...



























