მუსტაფა თურქერ არი: 103 წლის წინ ჩაეყარა საფუძველი თურქეთის რესპუბლიკას, დღეს კი საქართველო და თურქეთი მჭიდრო სტრატეგიული პარტნიორები არიან

საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩი მუსტაფა თურქერ არი, თურქეთის რესპუბლიკის გამოცხადების 103-ე წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ელჩი ხაზს უსვამს ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას, ეკონომიკურ და კულტურულ კავშირებს და კიდევ ერთხელ ადასტურებს თურქეთის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.

„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ თურქეთის რესპუბლიკის გამოცხადების 103-ე წლისთავს. თურქმა ერმა, რომელიც გაერთიანდა ჩვენი დიდი ლიდერის, მუსტაფა ქემალ ათათურქის გარშემო, პირველი მსოფლიო ომის დასრულებისთანავე წამოიწყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლა, რაც ჩვენს ლიტერატურაში „Milli Mücadele“-ს (ეროვნული ბრძოლის) სახელითაა ცნობილი.

ჩვენი საყვარელი ქვეყნის ყოველ კუთხე მოიცვა ეროვნული სოლიდარობის შთამბეჭდავმა პროცესმა, რამაც უდიდესი თავგანწირვისა და სიმამაცის ფასად მოპოვებულ გამარჯვებებთან ერთად საფუძველი ჩაუყარა თურქეთის რესპუბლიკას. ამგვარად, 1923 წლის 29 ოქტომბერს, გაზი მუსტაფა ქემალ ათათურქმა და მის გარშემო შეკრებილმა ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის ლიდერებმა გამოახცადეს თურქეთის რესპუბლიკა.

დღეს, მისი აღმატებულება პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მტკიცე ხელმძღვანელობით, თურქეთი აქტიურ დიპლომატიას ახორციელებს როგორც საკუთარ რეგიონში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ჩვენი საგარეო პოლიტიკა პრინციპული და მშვიდობისმოყვარეა; იგი ეფუძნება დიდი ათათურქის დევიზს: „მშვიდობა - სახლში, მშვიდობა - მსოფლიოში“. იმ პირობებში, როდესაც გლობალური პოლიტიკის თანამედროვე ეტაპი გამორჩეულია არა მხოლოდ გეოპოლიტიკური კრიზისების სიმრავლით, არამედ ღრმა სტრუქტურული ცვლილებებითაც, ჩვენი საგარეო პოლიტიკისა და დიპლომატიური ძალისხმევის ქვაკუთხედი მთელს მშოფლიოში არის მშვიდობა.

თურქეთი ერთ-ერთი სახელმწიფოა, რომელსაც შეუძლია დიპლომატიური ხაზის შენარჩუნება, დაძაბულობის განმუხტვა და ღირსეული დიალოგის არხების გახსნა, როგორც ეს ხაზგასმით აღნიშნა ჩვენმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბატონმა ჰაქან ფიდანმა.

აღსანიშნავია, რომ რეგიონულ სამშვიდობო პროცესში თურქეთის ჩართულობა ყოველთვის მოთხოვნადია, ვინაიდან ჩვენ ვაერთიანებთ მრავალ ისეთი განსხვავებული ფორმის სტრატეგიულ პოტენციალს, როგორიცაა გეოგრაფია, ინსტიტუციური წვდომა თუ ისტორიული და არსებითი კავშირები „გლობალურ სამხრეთთან“ და ტრადიციული დასავლური სფეროს მიღმა არსებულ აქტორებთან, მათ შორის აფრიკასა და ლათინურ ამერიკაში. ჩვენ ვფლობთ დიპლომატიურ ქსელს, რომელიც სიდიდით მესამეა მსოფლიოში.

იმის გათვალისწინებით, რომ თურქეთსა და საქართველოს შორის ინტერაქცია და ურთიერთკავშირი საუკუნეებს ითვლის, დღეს ჩვენ ვართ ორი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა, რომლებიც მხარს უჭერენ ოჯახსა და ოჯახურ ღირებულებებს და რომლებსაც ერთმანეთთან აკავშირებთ არა მხოლოდ კეთილმეზობლობა, არამედ უაღრესად მჭიდრო კულტურული და ჰუმანიტარული ურთიერთობები.

მინდა გავიხსენოთ ორ ქვეყანას შორის 1918 წლის 4 ივნისს ხელმოწერილი „მშვიდობისა და მეგობრობის ხელშეკრულება“ და ის ფაქტი, რომ საქართველოს პირველმა ელჩმა სიმონ მდივანმა 1921 წლის 8 თებერვალს გაზი მუსტაფა ქემალ ათათურქს გადასცა რწმუნებათა სიგელი. აღსანიშნავია, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენიდან გასული 35 წლის განმავლობაში ორმხრივმა თანამშრომლობამ ყველა სფეროში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. დღეს ჩვენ მაქსიმალურ ძალისხმევას მივმართავთ თანამშრომლობის ახალი მიმართულებების გამოსავლენად, რათა რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა შევინარჩუნოთ და განვამტკიცოთ ჩვენს მეგობრობაში უკვე მიღწეული შედეგები. როგორც დიდი შოთა რუსთაველი „ვეფხისტყაოსანში“ აღნიშნავს, „სიყვარული მოყვასისა, უმტკიცესია ყოვლისა“.

ჩვენ გვაქვს ფართო სპექტრის თანამშრომლობა, რომელიც ვრცელდება განათლებიდან სამხედრო სფერომდე და კულტურიდან ტურიზმის სექტორებამდე. ჩვენ ვურჩევთ ყველა დაინტერესებულ პარტნიორს, განამტკიცონ ამ სფეროში არსებული მჭიდრო კავშირები და ამ მიზნით, ისარგებლონ: TIKA-ს პროექტებით, „საერთაშორისო მაარიფის სკოლების“ პროგრამებით, თურქეთის სტიპენდიებით, იუნუს ემრეს სახელობის თურქული კულტურის ცენტრის პროგრამებით, თურქთის ავიახაზებისა და სხვა კომპანიების რეისებით. საქართველოში მოქმედი თურქული ბანკები „ზირაათ ბანკი“ და „იშბანკი“ უკვე მრავალი ათწლეულია ფინანსურ თანამშრომლობას უწყობენ ხელს. ჩვენი ურთიერთობების გათვალისწინებით დიდი პოტენციალი აქვს თანამშრომლობას თავდაცვის ინდუსტრიაში და ველით ახალი ნაბიჯების გადადგმას ამ მიმართულებით.

თურქეთი ამაყობს იმით, რომ ბოლო 18 წლის განმავლობაში საქართველოს პირველი სავაჭრო პარტნიორია. ორმხრივი ვაჭრობის მოცულობა 3,1 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. 2026 წლის პირველ რვა თვეში სავაჭრო ბრუნვამ 2,3 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ წლიური სავაჭრო ბრუნვა 5 მილიარდ აშშ დოლარამდე გავზარდოთ. ამ მიზნის მიღწევას დამატებით ბიძგს აძლევს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება. საქართველოს მიერ შექმნილი ხელსაყრელი ეკონომიკური გარემოს წყალობით, ქვეყანაში თითქმის სამი ათასი თურქული კომპანია ოპერირებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა ინფრასტრუქტურა, სტუმარმასპინძლობა, სამოქალაქო ავიაცია, განახლებადი ენერგია და წარმოების სექტორი. საქართველოში განხორციელებულმა თურქულმა ინვესტიციებმა ჯამში 2,5 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. გარდა იმ პროექტებისა, რომელთა საერთო ღირებულებაც 5,6 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, თურქული სამშენებლო კომპანიები დიდ ინტერესს იჩენენ საქართველოს ინფრასტრუქტურული განვითარების პროექტების მიმართაც.

მსურს ხაზი გავუსვა თურქეთის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ საქართველოს უსაფრთხოება, სტაბილურობა და კეთილდღეობა უაღრესად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის, არამედ მთლიანად ჩვენი რეგიონისთვისაც. თურქეთს გააჩნია მტკიცე პოლიტიკური ნება, კიდევ უფრო განავითაროს ორმხრივი ურთიერთობები ყველა შესაძლო მიმართულებით.

მინდა ვისარგებლო ამ საზეიმო შემთხვევით და გულწრფელად მივესალმო საქართველოს მეგობარ ხალხს და მადლობა გადავუხადო მათ ჩვენი დღესასწაულისა და სიხარულის გაზიარებისთვის“, - აცხადებს  მუსტაფა თურქერ არი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793264779

ახალი ამბები

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში ჩ...

პროკურატურა

1793262796

ახალი ამბები

დავით კიკნაძე: შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ძარცვისა და გამოძალვის ბრალდებით 7 პირი დააკავეს

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუ...

დავით კიკნაძე

1793261291

საზოგადოება

კახა კალაძე: მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ მოვაჭრეების ბედი ჩვენთვის სულერთი არ არის - მათ საშუალება ექნებათ, თავიანთი საქმიანობა სავაჭრო სივრცეებში გააგრძელონ

მოვაჭრეებს, რომლებიც მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ვაჭრობდნენ, თავიანთი საქმიანობის გაგრძელების საშუალება სავაჭრო სივრცეებში ექნებათ. გარევაჭრობის აღკვეთისა და უნებართვო კონსტრუქცი...

კახა კალაძე

1793260379

საზოგადოება

კახა კალაძე: რუსთაველის გამზირზე გადაადგილების თვალსაზრისით გარკვეული პრობლემები შეიქმნა, თუმცა ამ მასშტაბის სამუშაოების ჩატარება გარკვეული დისკომფორტის გარეშე წარმოუდგენელია

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს და დაპირებისამებრ, ნოემბრის ბოლოს სამუშაოები დასრულდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე...

კახა კალაძე

1793260187

საზოგადოება

გიორგი კახიანი: კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ეს არის ერთიანი ძალა, რომელიც იმართება ქვეყნის გარედან და რომელიც საფრთხეს წარმოადგენს ქვეყნის კონსტიტუციური წყობილებისთვის - სწორედ ამ ნიშნით გვაქვს მათ წინააღმდეგ კონსტიტუციური სარჩელი შეტანილი

„არ მაქვს არანაირი მოლოდინი, რომ სამართლებრივად რაიმეს დასაბუთებულად წარმოუდგენენ დღეს ისინი სასამართლოს ჩვენი საჩივრის წინააღმდეგ, იმიტომ, რომ ეგეთი არგუმენტები არც არსებობს და ვერც წარმოადგენენ“, -...

კახიანი