ლადო სადღობელაშვილი: გვარამიას საზოგადოება კარგად იცნობს, ივანიშვილის ქველმოქმედება კი ათწლეულების განმავლობაში გრძელდება, საზოგადოებისათვის ადვილია თეთრის და შავის გარჩევა! კარგად გვახსოვს ვინ აშენებდა და ეხმარებოდა ქვეყანას პირადი სახსრებით

ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი, ნიკა გვარამიას განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ირონიულია, როდესაც ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას აკრიტიკებს ადამიანი, რომლის ხელმძღვანელობის დროსაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს სახელმწიფოს წინაშე ათეულობით მილიონი ლარის საგადასახადო დავალიანება დაუგროვდა.

სადღობელაშვილის თქმით, ივანიშვილი წლების განმავლობაში საკუთარი სახსრებით ეხმარებოდა პოლიციელებს, ჯარისკაცებს, პედაგოგებსა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, აფინანსებდა ისტორიული ძეგლების აღდგენასა და სხვადასხვა საზოგადოებრივ პროექტს.

„ნოდარ დუმბაძემ თქვა „ადამიანს აქვს შუბლის ძარღვი, ის რომ გაუწყდება მერე „იოლია“ ძალიან ცხოვრება-ო…“

ამ შემთხვევაში გვარამიას „იოლ“ ცხოვრებას ვერ ვპირდები „თ“, მაგრამ საზოგადოებას მინდა გავახსენო ამ ეგოცენტრისტის წარსული!

ეს ადამიანი როგორ ბედავს და ლექციებს როგორ გვიკითხავს? ან რატომ ვაძლევთ ამის საშუალებას?! ეს ქათამი რომლის ხელმძღვანელობის დროსაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა სახელმწიფოს წინაშე უზარმაზარი საგადასახადო დავალიანება (ათეულობით მილიონი ლარი) დააგროვა და ბიუჯეტში კუთვნილი ფული არ შეიტანა. ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს ასობით ათასობით ლარის-დოლარის ხელფასსა და პრემიებს უწერდა იმ ფონზე, როდესაც კომპანია ბიუჯეტის დავალიანებას ზრდიდა… და ახლა აი ეს ბიუჯეტის წურბელა თითს ბიძინა ივანიშვილისკენ იშვერს? ადამიანზე რომელმაც არა თუ გადასახადი არ გადაიხადა, საკუთარი თავის, ოჯახის და თუნდაც ქონების უსაფრთხოება დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ და ქვეყანა სააკაშვილ - გვარამიებისგან იხსნა!

- ბიძინა ივანიშვილი იხდიდა და იხდის ყველა კუთვნილ გადასახადს პირნათლად! მეტიც როდესაც სახელმწიფოს რესურსი არ ჰყოფნიდა, სწორედ პირადი რესურსებით და საკუთარი ჯიბიდან ეხმარებოდა პოლიციელებს, ჯარისკაცებს, პედაგოგებსა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს. ასობით აღდგენილი ისტორიული და კულტურული ძეგლი, ინფრასტრუქტურული პროექტები, პარკები, უნივერსიტეტები და საავადმყოფოები!

-ეს არ არის „საარჩევნო კამპანია“, ეს არის ათწლეულების განმავლობაში გაღებული უშურველი ქველმოქმედება საკუთარი ქვეყნისთვის, საიდანაც მას მოგება არასდროს მოუთხოვია.

- საზოგადოებისათვის ადვილია თეთრის და შავის გარჩევა! ჩვენ კარგად გვახსოვს ვინ აშენებდა და ეხმარებოდა ქვეყანას პირადი სახსრებით და ვინ იყენებდა „მედიასა“ და „ოპოზიციას“ საკუთარი კეთილდღეობისთვის!“, - წერს სადღობელაშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793265723

საზოგადოება

რატი იონათამიშვილი ალან ბერსეს განცხადებაზე: ბოლო სამ წელიწადში უკრაინაში აიკრძალა 22, ხოლო მოლდოვაში - 8 პარტია, რაც შეეხება ევროპას, ბოლო ათწლეულში აიკრძალა 150 პარტია, თუ ეს ევროპაში დემოკრატიის უკუსვლას არ იწვევს, საქართველოში რატომ იწვევს?

ბოლო სამ წელიწადში უკრაინაში აიკრძალა 22, ხოლო მოლდოვაში - 8 პარტია. რაც შეეხება ევროპას, ბოლო ათწლეულში აიკრძალა 150 პარტია, თუ ეს ყველაფერი ევროპაში დემოკრატიის უკუსვლას არ იწვევს, საქართველოში რატო...

რატი იონათამიშვილი

1793265033

ახალი ამბები

სგპ „სადახლო - საავტომობილოს“ მებაჟე ოფიცრებმა 2 კილოგრამამდე არადეკლარირებული ოქროს სხმულების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტზე - „სადახლო-საავტომობილო“, სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით ოქროს სხმულების შემოტანის ფაქტი აღიკვეთა, - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახ...

არადეკლარირებული ოქრო

1793264779

ახალი ამბები

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში ჩ...

პროკურატურა

1793262796

ახალი ამბები

დავით კიკნაძე: შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ძარცვისა და გამოძალვის ბრალდებით 7 პირი დააკავეს

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუ...

დავით კიკნაძე

1793261291

საზოგადოება

კახა კალაძე: მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ მოვაჭრეების ბედი ჩვენთვის სულერთი არ არის - მათ საშუალება ექნებათ, თავიანთი საქმიანობა სავაჭრო სივრცეებში გააგრძელონ

მოვაჭრეებს, რომლებიც მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ვაჭრობდნენ, თავიანთი საქმიანობის გაგრძელების საშუალება სავაჭრო სივრცეებში ექნებათ. გარევაჭრობის აღკვეთისა და უნებართვო კონსტრუქცი...

კახა კალაძე