დავით მათიკაშვილი: კაია კალასის ქმედებები არ შეესაბამებოდა ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობის იმ ჯანსაღ გარემოს, რომლის შექმნისთვისაც საქართველო წლების განმავლობაში იღვწოდა

„კარგად გვახსოვს კაია კალასის მხრიდან უამრავი უსამართლო თავდასხმა ჩვენს საზოგადოებაზე“, - განუცხადა „ქრონიკას“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.

მათიკაშვილის თქმით, კაია კალასის ქმედებები არ შეესაბამებოდა ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობის იმ ჯანსაღ გარემოს, რომლის შექმნისთვისაც საქართველო წლების განმავლობაში იღვწოდა.

„ის მძიმე გამოწვევები, რომლებიც ევროკავშირს გააჩნია, ის ტურბულენტური გარემო, რომელიც არის ზოგადად შექმნილი, რა თქმა უნდა, ავალდებულებს ევროკავშირს მეტად უფრო საზრიანი, გამჭრიახი და სწორი პოლიტიკა აწარმოოს საგარეო მიმართულებით. ამის ნაცვლად ჩვენ ვხედავთ აბსოლუტურად მდარე, აბსოლუტურად უსაგნო და შეგვიძლია პირდაპირ დავარქვათ, არა ევროკავშირის, არამედ არაფორმალური ძალების ინტერესებისთვის მავნებელ პოლიტიკას.
კარგად გვახსოვს კაია კალასის მხრიდან უამრავი უსამართლო თავდასხმა ჩვენს საზოგადოებაზე. კაია კალასის ქმედებები არ შეესაბამებოდა ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობის იმ ჯანსაღ გარემოს, რომლის შექმნისთვისაც საქართველო წლების განმავლობაში იღვწოდა“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, კაია კალასის კრიტიკა ბრიუსელში გრძელდება. ამჯერად ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი დაუპირისპირდა. ლოპესმა კალასზე თქვა, რომ ის თანამდებობისთვის შეუფერებელია. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1786349153

ახალი ამბები

შსს 2014 წელს დუშეთის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული არასრულწლოვნის გურამ დადიანიძის საქმის გამოძიების შესახებ განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო 2014 წელს დუშეთის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული არასრულწლოვნის გურამ დადიანიძის საქმის გამოძიების შესახებ განცხადებას ავრცელებს. „გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დეტალური ინფ...

შსს განცხადება

1786348411

ახალი ამბები

პოლიციამ თბილისში 40 შეკვრად დაფასოებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია ორი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციი...

40 შეკვრა

1786346456

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: „სუხიშვილები“, ნიკოლოზ რაჭველი, პაატა ბურჭულაძე 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ უარს არ ამბობდნენ რუსეთთან ურთიერთობაზე და იქ საქმიანობაზე, ხოლო უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მათში პატრიოტულმა გრძნობებმა გაიღვიძა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომელშიც კულტურის სფეროს წარმომადგენელთა ნაწილს ორმაგ სტანდარტებსა და პოზიციების ალოგ...

ირაკლი კირცხალია

1786345454

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: პროფესიის მიუხედავად, ჩვენს ქვეყანაში გარე ინტერესებს არაერთი ადამიანი ემსახურება, ამის საუკეთესო მაგალითი კი კონკრეტული იმ ე.წ. კულტურის მოღვაწეების ვრცელი სიაა, რომლებიც 2008-2022 წლებში რუსეთში საქმიანობას არ ერიდებოდნენ

არც „ნაცმოძრაობა“ და მათი მოკავშირეები, არც „ენჯეოები“ და არც სამოქალაქო აქტივიზმს, თუ სამეცნიერო სფეროს ამოფარებული კონკრეტული ადამიანები არც 2008-12 წლებში და არც დღეს არიან დამოუკიდებლები, ისინი არ...

ირაკლი კირცხალია

1786344809

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: „ნაციონალური მოძრაობის“, მასთან აფილირებული და სხვადასხვა დროს გარიგებული პოლიტიკური ძალების და ასევე მდიდარი ქართული „ენჯეოებისთვის“ რადიკალური ანტირუსული განწყობების გასაღვივებლად საკმარისი არ აღმოჩნდა 2008 წლის ომი

უკრაინაში რუსეთის მხრიდან მეორედ შეჭრის შემდეგ სხვადასხვა პარტიებსა და „ენჯეოებში“ მიმოფანტული აგენტები დაირაზმნენ და რუსულ ოკუპაციასთან, რუს ტურისტებთან, რუსულ ფულთან და პროდუქციასთან, ერთი სიტყვით,...

ირაკლი კირცხალია