დავით მათიკაშვილი კახა ხაზარაძის განცხადებაზე: სიახლე არაა, რომ მამუკა ხაზარაძე და მისი ნათესავები ამ ქვეყნის ჩამოქცევისა და უბედურების სურვილით არიან გამსჭვალულები

„მამუკა ხაზარაძე და მისი ნათესავები რომ იმის სურვილით არიან გამსჭვალული, რომ ეს ქვეყანა ჩამოიქცეს და უბედურება დადგეს, სიახლე არ არის“, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ წევრი დავით მათიკაშვილი „ICR ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის კახა ხაზარაძის განცხადებებს, რომელმაც BMG-თან ინტერვიუში თქვა, რომ შემოდგომაზე საქართველოს ეკონომიკაში კრიზისი დაიწყება.

მისი თქმით, კახა ხაზარაძე პოლიტიკურად მიკერძოებული პირია, რომელიც ეკონომიკურ კოლაფსს დიდი ხანია პროგნოზირებს და მისი მოსაზრებები რეალობას აცდენილია.

„ხდება ტყუილების პროპაგანდირება, რომელსაც არანაირი რეალური საფუძველი არ აქვს. მამუკა ხაზარაძე და მისი ნათესავები რომ იმის სურვილით არიან გამსჭვალული, რომ ეს ქვეყანა ჩამოიქცეს და უბედურება დადგეს, სიახლე არ არის.

ტყუილები, რომლითაც მუდმივად ცდილობენ საქართველოს მოსახლეობისა და ინვესტორების დაშინებას: დიდი ხნის მანძილზე პროგნოზირებდნენ ლარის კურსის დევალვაციას, ინფლაციის ზრდას და ა.შ.

ეს ყველაფერი რომ არ მართლდება და პირიქით - ეროვნული ბანკი ზრდის თავის რეზერვებს, ლარის კურსი მყარდება, ინფლაცია არის დაშვებულ ზღვართან - ეს ყველაფერი, ბუნებრივია, მათი წყობილებიდან გამოყვანის საფუძველია“, - აღნიშნავს მათიკაშვილი. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1751479505

საზოგადოება

დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ჩორჩანასთან საგუშაგოს განთავსებასთან, 2004-2012 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან და აგვისტოს ომთან დაკავშირებული საკითხები განიხილა

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელმა პა...

საგამოძიებო კომისია

1751479144

ახალი ამბები

თბილისში კაცმა მეზობელი მოკლა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა. გავრცელებული ინფორმაციით, ისანში კაცმა მეზობელი პარკინგის ადგილის გამო დაწყებული კონფლიქტის შედეგად მოკლა. არსებული ინფორმაც...

დაკავება, პოლიცია

1751478250

საზოგადოება

გახარია თეა წულუკიანის კითხვაზე, ადასტურებს თუ არა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში იღებს მონაწილეობას: დიახ, ვადასტურებ

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ დაადასტურა, რომ ის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ გახარიამ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიი...

გახარია თეა წულუკიანი

1751478217

საზოგადოება

მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორი გურამ დავითაშვილი: საემიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად 2025 წლის 6 თვის მონაცემებით, ქვეყნიდან საერთო ჯამში გაძევებულია 525 პირი, რაც 280%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს

საემიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად 2025 წლის 6 თვის მონაცემებით, ქვეყნიდან საერთო ჯამში გაძევებულია 525 პირი, რაც 280 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს - განუცხადა „ქრონიკას...

 გურამ დავითაშვილი

1751476342

საზოგადოება

საგარეო უწყება: სამინისტრო 13 ივნისს ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა ახლო აღმოსავლეთში ესკალაციას, ჩვენ განსაკუთრებულად ვუსვამთ ხაზს დიპლომატიური ძალისხმევის მნიშვნელობას დეესკალაციისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად

ახალი ამბების სააგენტო Newshub.ge-მ ირანის საელჩოს სამძიმრის წიგნში გაკეთებულ ჩანაწერთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ატეხილი აჟიოტაჟის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა. კერძოდ, საუბარია 20...

ვბჰ