20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა შვიდი მედალი მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა

იტალიაში 20 წლამდე მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. კონტინენტის პირველობა საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა შვიდი მოპოვებული მედლითა და გუნდურ ჩათვლაში დაკავებული პირველი ადგილით დაასრულა.
ევროპის ჩემპიონობა ალექსანდრე რუსიტაშვილმა, ( 72 კგ) ანრი ფუტკარაძემ (77 კგ) და ლუკა კოჩალიძემ (87 კგ) იზეიმეს. ალექსანდრემ ფინალში სომეხი გასტარ ტერტერიანი დაამარცხა, ანრიმ აზერბაიჯანელი დავუდ მამადოვს სძლია, ლუკამ კი ჭიდაობის გაერთიანებული კავშირის სახელით მოასპარეზე აბდულრახმან აბდულკადიროვს მოუგო.
კონტინენტის პირველობაზე ბრინჯაოს მედლები კობა ქარუმიძემ (55 კგ), ვახტანგ ლოლუამ (60 კგ), ანრი ხოზრევანიძემ (67 კგ) და საბა ფურცელაძემ (130 კგ) მოიპოვეს.
4 ივლისიდან ჩემპიონატში თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაერთვებიან. კონტინენტის პირველობაზე ქართველი მოჭიდავეები სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.
1751526640
ახალი ამბებიაბრეშუმის გალერეა ქართულ-კორეულ მეორე საერთაშორისო გაცვლით გამოფენას მასპინძლობს
აბრეშუმის გალერეა ქართულ-კორეულ მეორე საერთაშორისო გაცვლით გამოფენას მასპინძლობს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია თანამედროვე ქართველი მხატვრების, სამხრეთკორეელი მხატვრებისა და სკულპტორების ასამდე ნამუშევა...
1751526399
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ძვირფასო აბიტურიენტებო, დღეს თქვენს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ეტაპი იწყება, გისურვებთ წარმატებას და ყველა მიზნის მიღწევას ამ ახალ და საინტერესო გზაზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებში წარმატებებს უსურვებს. როგორც პრემიერი აღნიშნავს, საქართველოს მომავალი, წინსვლა და კეთილდღეობა მხოლოდ განათლებულ საზ...
1751524563
ახალი ამბებიპრეზიდენტი: ძვირფასო აბიტურიენტებო, დღეს თქვენს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ეტაპი დაიწყო, გისურვებთ წარმატებებს გამოცდების ყველა ეტაპზე!
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი აბიტურიენტებს მიმართავს და მათ წარმატებას უსურვებს. „ძვირფასო აბიტურიენტებო, დღეს თქვენს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ეტაპი და...
1751523481
ახალი ამბებიერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო
დღეიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში გაივლიან. პირველ სესიაზე რეგისტრაცია მთელი საქართველოს მასშტაბით გახსნილ 24-ვე საგამოცდო ცენტრში ე...
1751490029
საზოგადოებამიხეილ სარჯველაძე გაფანტული სკლეროზით დაავადებული პაციენტებისთვის მკურნალობის დაფინანსებაზე: მიუხედავად იმისა, რომ ხარჯი დიდია, საბედნიეროდ დღეს ჩვენს სახელმწიფოს აქვს შესაძლებლობა, რომ ასეთი გაბედული ნაბიჯები გადადგას
ჯანდაცვის სამინისტრომ, გაფანტული სკლეროზით დაავადებული პაციენტებისთვის, მედიკამენტების, მომსახურებისა და მაღალტექნოლოგიური კვლევების დაფინანსება დაიწყო. პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფომ, წამყვანი ფარ...