მიხეილ სარჯველაძე: სამწუხაროდ, ყველა ის პროგრამა, რომლის დანიშნულებაც არის, რომ განიკურნოს ადამიანი, ფუნქციურად ვერ ასრულებს თავის მოვალეობას და პირიქით, არსებობს დიდი ინტერესი, რომ არც არავინ არ დაეხსნას ნარკოტიკს

სამწუხაროდ, ყველა ის პროგრამა, რომელიც მოწოდებულია და რომლის დანიშნულებაც არის რომ განიკურნოს ადამიანს, ის ფუნქციურად ვერ ასრულებს თავის მოვალეობას და რეალურად ის არამცთუ არა ქმედითია, არამედ პირიქით, არსებობს დიდი ინტერესი, რომ არც არავინ არ დაეხსნას ნარკოტიკს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.

მინისტრმა ისაუბრა „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე.

„ერთ-ერთი მთავარი, რაც აქ უნდა აღინიშნოს, არის ინფორმაციის დეფიციტი; „ფარას“ კანონის არ იყოს, აქაც სამწუხაროდ საკმაოდ დიდია ინტერესი, რომ გარკვეული გარემოებები ბუნდოვანებით იყოს მოცული. მაგალითად კონკრეტული ბენეფიციარი რა რაოდენობას მოიხმარს, როგორ მოიხმარს, რამდენად სწორად მოიხმარს, რამდენად ეფექტიანია მკურნალობა, სამწუხაროდ ამის თაობაზე ინფორმაციას კერძო ჩანაცვლებითი თერაპიის ცენტრები [სახელმწიფოს არ აწვდიან]. სამწუხაროდ, ამ დრომდე ეს ინფორმაცია სახელმწიფოსთვის ხელმიუწვდომელია, თუმცა ამაზე იყო ზუსტად კანონი, რომელიც მიღებულია - ერთ-ერთი მის მთავარი ფრაგმენტი სწორედ ეს გახლავთ და ეს ვითარება შეიცვლება ძალიან მალე. მეორე: იმდენი ფაქტია ამასთან დაკავშირებით, რომელიც პირდაპირ შეიძლება მოწმობდეს ავად მოხმარების ფაქტებზე, ერთ მნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას რომ ამ პრობლემას დიდი მასშტაბი აქვს. სამწუხაროდ, ყველა ის პროგრამა, რომელიც მოწოდებულია და რომლის დანიშნულებაც არის რომ განიკურნოს ადამიანს, ის ფუნქციურად ვერ ასრულებს თავის მოვალეობას და რეალურად ის არამცთუ არა ქმედითია, არამედ პირიქით, არსებობს დიდი ინტერესი, რომ არც არავინ არ დაეხსნას ნარკოტიკს და პირიქით ეს გრძელდებოდეს, იმიტომ რომ რჩებოდეს მომხმარებლად იმ კომერციული ინდუსტრიისა, რომლის მიზანიც არის რაც შეიძლება მეტი ნარკოტიკული საშუალება შემოდიოდეს ქვეყანაში, რაც შეიძლება მეტი იყიდებოდეს და რაც შეიძლება მეტად ძვირად“, - განაცხადა სარჯველაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1751527899

ახალი ამბები

კახეთის პოლიციამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ძალადობისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტებზე 8 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების,...

8 პირი დააკავა

1751526640

ახალი ამბები

აბრეშუმის გალერეა ქართულ-კორეულ მეორე საერთაშორისო გაცვლით გამოფენას მასპინძლობს

აბრეშუმის გალერეა ქართულ-კორეულ მეორე საერთაშორისო გაცვლით გამოფენას მასპინძლობს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია თანამედროვე ქართველი მხატვრების, სამხრეთკორეელი მხატვრებისა და სკულპტორების ასამდე ნამუშევა...

თინათინ რუხაძე

1751526399

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ძვირფასო აბიტურიენტებო, დღეს თქვენს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ეტაპი იწყება, გისურვებთ წარმატებას და ყველა მიზნის მიღწევას ამ ახალ და საინტერესო გზაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებში წარმატებებს უსურვებს. როგორც პრემიერი აღნიშნავს, საქართველოს მომავალი, წინსვლა და კეთილდღეობა მხოლოდ განათლებულ საზ...

ირაკლი კობახიძე

1751524563

ახალი ამბები

პრეზიდენტი: ძვირფასო აბიტურიენტებო, დღეს თქვენს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ეტაპი დაიწყო, გისურვებთ წარმატებებს გამოცდების ყველა ეტაპზე!

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი აბიტურიენტებს მიმართავს და მათ წარმატებას უსურვებს. „ძვირფასო აბიტურიენტებო, დღეს თქვენს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ეტაპი და...

პრეზიდენტი ყაველაშვილი

1751523481

ახალი ამბები

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

დღეიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში გაივლიან. პირველ სესიაზე რეგისტრაცია მთელი საქართველოს მასშტაბით გახსნილ 24-ვე საგამოცდო ცენტრში ე...

დსფს