დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ჩორჩანასთან საგუშაგოს განთავსებასთან, 2004-2012 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან და აგვისტოს ომთან დაკავშირებული საკითხები განიხილა

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დღევანდელ სხდომაზე ხუთი პირი გამოჰკითხა.
კოდორის ხეობაში 2008 წლამდე განვითარებულ მოვლენებზე კომისიას ახსნა-განმარტება იმედა მაისურაძემ მისცა. მისი განცხადებით, 2006 წლის ივლისის ბოლოს, კოდორის ხეობაში სპეცოპერაციის ჩატარების დროს, იგი თავდაცვის სამინისტროს საჰაერო ძალებში მფრინავად მსახურობდა.
როგორც იმედა მაისურაძემ აღნიშნა, სპეცოპერაციის დროს, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ოქრიაშვილისგან ხუთი დამრტყმელი ვერტმფრენის მფრინავმა დავალება მიიღო კოდორის ხეობაში ემზარ და ნორა კვიციანების სახლების განადგურების შესახებ.
მისივე თქმით, მფრინავების კითხვაზე, სოფლიდან მოსახლეობა ევაკუირებული იყო თუ არა, ოპერაციის ხელმძღვანელობის მხრიდან პასუხი იყო, რომ მოსახლეობა სოფლიდან გაყვანილი იყო.
იმედა მაისურაძის განცხადებით, მათ ორი ფრენა შეასრულეს. პირველ შემთხვევაში, ოპერაციაში ხუთი ვერტმფრენი მონაწილეობდა, თუმცა მას შემდეგ რაც მფრინავებმა სოფელში თეთრი ნაჭრებით ხელში ქალები და ბავშვები დაინახეს, სამიზნეებზე არ იმუშავეს და ჭურვების გასროლა რიყე ადგილზე განახორციელეს.
მისივე თქმით, სენაკის ბაზაზე დაბრუნების შემდეგ, დავალების შეუსრულებლობის გამო, ორი ვერტმფრენი კვლავ კოდორის ხეობაში დააბრუნეს, თუმცა მფრინავებმა არც ამჯერად ესროლეს სამიზნეებს და დავალების შესრულების იმატაციის მიზნით, რამდენიმე ჭურვი სკოლის ეზოში ჩამოაგდეს.
„მათი მიზანი ორი სახლის განადგურება იყო, თუმცა ჩვენს ხელთ არსებული შეიარაღება ზუსტი დარტყმების განხორციელების საშუალებას არ იძლეოდა. ასევე, უნდოდათ მსხვერპლი ყოფილიყო და შემდეგ ამ ამბავზე გაეკეთებინათ პიარი“, - განაცხადა იმედა მაისურაძემ.
როგორც მან აღნიშნა, ბაზაზე დაბრუნების შემდეგ იგი სამხედრო პოლიციამ დააკავა და ფოთში სატუსაღოში გადაიყვანა. მისივე თქმით, დაკავების შემდეგ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, აბრალებდნენ სამშობლოს ღალატს და ემზარ კვიციანისგან თანხის აღებას. იმედა მაისურაძის განცხადებით, 10 დღის შემდეგ იგი გაათავისუფლეს და მან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება გააგრძელა.
დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 2008 წლის ომის შემდეგ კოდორის ხეობაში განვითარებულ მოვლენებზე თორნიკე გერლიანი განმეორებით გამოჰკითხა.
როგორც მან აღნიშნა, 2008 წლის 10 აგვისტოს, კოდორის ხეობიდან ქართული შენაერთების გამოსვლის შემდეგ, ხეობაში არა მარტო დიდი რაოდენობით იარაღი, ტყვია-წამალი, ტექნიკა და საწვავი დარჩა, არამედ საჯარისო და საპოლიციო ძალების შემადგენლობის შესახებ დოკუმენტაციაც, რაც ოკუპანტების ხელში აღმოჩნდა.
თორნიკე გერლიანის თქმით, ის ადამიანები, ვინც ამ სიებში იყვნენ და ასევე მათი ოჯახის წევრები, კოდორის ხეობაში ვეღარ დაბრუნდნენ, სხვები კი ხეობაში 2008 წლის ბოლომდე თავისუფლად გადაადგილდებოდნენ.
მისივე განცხადებით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი ადგილობრივ მოსახლეობას ხელს უშლიდა ხეობაში გადაადგილებაში, ხოლო მას შემდეგ რაც ამ უწყებამ პროვოკაციების მოწყობა დაიწყო, ოკუპანტებმა დამატებითი საგუშაგოები გახსნეს.
თორნიკე გერლიანმა ასევე დეტალურად ისაუბრა 2006 წელს კოდორის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე.
2008 წლის აგვისტოს ომის დროს სოფელ შინდისთან გამართული ბრძოლის თაობაზე დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, დახურულ ფორმატში, ვიდეო ჩართვის საშუალებით, უჩა გუგუჩია გამოჰკითხა.
დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დღევანდელ სხდომაზე, განმეორებით, ვიდეო ჩართვის ფორმატში, გიორგი გახარია გამოჰკითხა.
კომისიის წევრების შეკითხვები რამდენიმე საკითხს შეეხებოდა. ერთ-ერთი საკითხი - 2019 წელს, გიორგი გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანაში საპოლიციო საგუშაგოს გახსნას უკავშირდებოდა, რის შემდეგაც, კომისიის წევრების განცხადებით, საოკუპაციო ძალებმა მილიონი კვადრატული მეტრი ფართობი დაიკავეს.
გიორგი გახარიას განმარტებით, ჩორჩანას ტყეში საგუშაგოების გახსნის გეგმა შეთანხმებული იყო ყველა შესაბამის უწყებასთან და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც საქმის კურსში იყო.
მისი თქმით, საგუშაგოს გახსნამდე ჩორჩანას ტყის „ეფექტურ კონტროლს“ არა ქართული მხარე, არამედ საოკუპაციო ძალა ახორციელებდა. მისივე თქმით, იმ პერიოდში არსებული ინფორმაციით, ეს ტერიტორიები საოკუპაციოდ მზადდებოდა - აკავებდნენ საქართველოს მოქალაქეებს, შედიოდნენ ტყეში და საოკუპაციო რეჟიმის სასაზღვრო მონიშვნების ბანერებს ათავსებდნენ.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, საგუშაგოს გახსნის მიზანი იყო აღნიშნულ ტერიტორიაზე პატრულირების აღდგენა. მისივე თქმით, საგუშაგოს გახსნამ „სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას“ საოკუპაციო ხაზის შეცვლაში ხელი შეუშალა.
როგორც კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა და კომისიის წევრებმა განაცხადეს, გიორგი გახარიას ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ჩორჩანას ტყეში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები საქართველოს მოქალაქეებს აკავებდნენ სიმართლეს არ შეესაბამება. მათივე თქმით, ადგილი ჰქონდა ორი პირის შეჩერებას და არა დაკავებას.
კომისიის წევრებმა ასევე აღნიშნეს, რომ საგუშაგოს გახსნის შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობა ტყით ვეღარ სარგებლობს, რაც კომისიის სხდომაზე ერთ-ერთმა გამოკითხულმა პირმაც დაადასტურა.
1751523481
ახალი ამბებიერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო
დღეიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში გაივლიან. პირველ სესიაზე რეგისტრაცია მთელი საქართველოს მასშტაბით გახსნილ 24-ვე საგამოცდო ცენტრში ე...
1751490029
საზოგადოებამიხეილ სარჯველაძე გაფანტული სკლეროზით დაავადებული პაციენტებისთვის მკურნალობის დაფინანსებაზე: მიუხედავად იმისა, რომ ხარჯი დიდია, საბედნიეროდ დღეს ჩვენს სახელმწიფოს აქვს შესაძლებლობა, რომ ასეთი გაბედული ნაბიჯები გადადგას
ჯანდაცვის სამინისტრომ, გაფანტული სკლეროზით დაავადებული პაციენტებისთვის, მედიკამენტების, მომსახურებისა და მაღალტექნოლოგიური კვლევების დაფინანსება დაიწყო. პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფომ, წამყვანი ფარ...
1751489888
საზოგადოებამიხეილ სარჯველაძე: საზოგადოებასაც კი უნდა გაუჩნდეს განცდა, რომ მათთვის, საზოგადოების თითოეული წევრისთვის სასიკეთო რამ ხდება, როდესაც კონკრეტული ნარკომოვაჭრე აღმოჩნდება გისოსებს მიღმა
მოხარული ვარ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მთავარი სათქმელი, მთავარი იმპულსი რომელიც წამოვიდა, ეს გახლავთ ერთი რამ - ნარკოტიკის მოხმარება არ არის კარგი, ნარკოტიკის მოხმარება არ არის ნორმა, - განაცხა...
1751486615
საზოგადოებანიკოლოზ სამხარაძე: ვხედავთ, რომ ეუთო ეგზისტენციალურ კრიზისშია - ეუთომ ვერ შეძლო საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შეიარაღებული აგრესიის თავიდან აცილება
სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ეუთო ეგზისტენციალურ კრიზისშია - ეუთომ ვერ შეძლო საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შეიარაღებული აგრესიის თავიდან აცილება, ის ვერ არეგულირებს სხვა კონფლიქტებს, - განაც...
1751484714
საზოგადოებამიხეილ სარჯველაძე: სამწუხაროდ, ყველა ის პროგრამა, რომლის დანიშნულებაც არის, რომ განიკურნოს ადამიანი, ფუნქციურად ვერ ასრულებს თავის მოვალეობას და პირიქით, არსებობს დიდი ინტერესი, რომ არც არავინ არ დაეხსნას ნარკოტიკს
სამწუხაროდ, ყველა ის პროგრამა, რომელიც მოწოდებულია და რომლის დანიშნულებაც არის რომ განიკურნოს ადამიანს, ის ფუნქციურად ვერ ასრულებს თავის მოვალეობას და რეალურად ის არამცთუ არა ქმედითია, არამედ პირიქით,...