დავით მათიკაშვილი „ნაცმოძრაობაში“ არსებულ დაპირისპირებაზე: მათი პოლიტიკური დასასრული გუშინ და გუშინწინ არ დაწყებულა, ახლა ჩვენ დასასრულის დასასრულს ვაკვირდებით
მმართველი გუნდის დეპუტატის დავით მათიკაშვილის განცხადებით, ქართული პოლიტიკური ლანდშაფტის რადიკალიზმისგან გასუფთავება ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელი წინაპირობაა.
„საკუთარი დეგრადირებული პოლიტიკური სახე რადიკალურმა ოპოზიციამ კვლავ დაანახა ჩვენს საზოგადოებას, ამაში გასაკვირი არაფერია. მათი ეს პოლიტიკური დასასრული გუშინ და გუშინწინ არ დაწყებულა - დასასრულის დასასრულს ვაკვირდებით ახლა ჩვენ.
ნულოვანი ნდობა საზოგადოებისგან, მუდამ ძიება მხარდაჭერისა ქვეყნის ფარგლებს გარეთ და არა საკუთარ ამომრჩეველთან, საკუთარი სამშობლოსადმი მტრული და მავნებლური დამოკიდებულება და კიდევ ბევრი სხვა მიზეზი არის იმის განმაპირობებელი, რაც ხდება „ნაცმოძრაობაში“, რაც ხდება ალიანსში. ის პოლიტიკურად სრულიად გაცვეთილი სახეები, რომელთაც ყველამ კარგად იცის, არანაირი უნარი არ გააჩნიათ რაიმე პოზიტიური თვითონ ამ პარტიისთვის მაინც გააკეთონ.
ნაცების ბელადი სწორედ ასეთი სახეების წამოწევას ცდილობს ახლა პოლიტიკურ ზედაპირზე. ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, პოლიტიკური ლანდშაფტის ამ რადიკალიზმისგან გასუფთავებით დასრულდება, რაც აუცილებელი წინაპირობაა ჩვენი ქვეყნის კვლავ დემოკრატიული აღმშენებლობის გაღრმავებისთვის, რამე თუ ჯანსაღი ოპოზიცია არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იმისთვის, რომ ეს პროცესები პოზიტიურად განვითარდეს“, - აცხადებს დავით მათიკაშვილი.
1782630006
ახალი ამბებიდონალდ ტრამპი: ირანმა კიდევ ერთხელ დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რის გამოც აშშ-ის თვითმფრინავებმა კვლავ დაბომბეს ირანის რაკეტებისა და დრონების საწყობები
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, რის გამოც აშშ-მა ირანზე იერიში მიიტანა. „შეერთებული შტატების თვითმფრინავებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შე...
1782629672
ახალი ამბებისამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში შიო მესამე დღეს აბიტურიენტებს დალოცავს
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, დღეს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუ...
1782626408
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
28 ივნისს ქუთაისში ხანმოკლე წვიმას ვარაუდობენ, დღისით +27 და ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება. ოზურგეთშიც იწვიმებს. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსი იქნება. ბათუმში მცირე ნალექია მო...
1782592963
საზოგადოებაპრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან და მთავრობის წევრებთან ერთად, ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან და მთავრობის წევრებთან ერთად, ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის 85 წლის იუ...
1782591857
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: ჩვენ გადმოვიბარეთ ქვეყანა, რომელიც დამოკიდებული იყო გარე ძალებზე და წლები დაგვჭირდა იმისთვის, რომ ქვეყანა ამ გავლენისგან გაგვეთავისუფლებინა
სამწუხაროდ, ჩვენ გადმოვიბარეთ ქვეყანა, რომელიც დამოკიდებული იყო გარე ძალებზე და წლები დაგვჭირდა იმისთვის, რომ ქვეყანა ამ გავლენისგან გაგვეთავისუფლებინა, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომა...





























