სკანდინავიის სიდიდით მეორე ავიაკომპანია - Norwegian-მა საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება დაიწყო

საქართველოს ავიაბაზარზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ევროპული ავიაკომპანია შემოვიდა. ნორვეგიის უმსხვილესმა და სკანდინავიის სიდიდით მეორე ავიაკომპანიამ Norwegian-მა კოპენჰაგენი-თბილისი-კოპენჰაგენის მიმართულებით ოპერირება დაიწყო. ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

 

ავიაკომპანიამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კოპენჰაგენიდან პირველი პირდაპირი რეგულარული რეისი შეასრულა, რითაც ისტორიაში პირველად, საქართველოსა და დანიის სამეფოს დედაქალაქებს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ამოქმედდა. პირველი რეისი Boeing 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდა და ბორტზე 180 მგზავრი იმყოფებოდა. რაც პირველი რეისისთვის ძალიან მაღალი დატვირთვის მაჩვენებელია.

Norwegian კოპენჰაგენი-თბილისი-კოპენჰაგენის მიმართულებაზე რეისებს კვირაში ორჯერ ასრულებს და ქართველ მგზავრებს ჩრდილოეთ ევროპის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ავიაჰაბთან პირდაპირ წვდომას სთავაზობს. ახალი მიმართულების ამოქმედება საქართველოს ავიაციის სექტორისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და Norwegian-ის ერთწლიანი პროაქტიური მოლაპარაკებების შედეგად, თბილისი სკანდინავიის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ავიაკომპანიის ქსელში ოფიციალურად შევიდა, რაც როგორც ტურიზმის, ისე ბიზნესმიმოსვლის ზრდას შეუწყობს ხელს.

აღსანიშნავია, რომ აქამდე თბილისსა და კოპენჰაგენს შორის პირდაპირი რეგულარული ავიარეისები არასდროს არსებობდა. დანიის დედაქალაქთან პირდაპირი კავშირი საქართველოს დედაქალაქისთვის სრულიად ახალი შესაძლებლობაა.

სტატისტიკის მიხედვით, 2025 წელს სკანდინავიის ქვეყნებიდან საქართველოს 20 000-ზე მეტი ვიზიტორი ეწვია.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ Norwegian-ის შემოსვლა ამ მაჩვენებლების კიდევ უფრო ზრდას შეუწყობს ხელს და საქართველოს სკანდინავიელი ტურისტებისთვის უფრო ხელმისაწვდომ მიმართულებად აქცევს.

Norwegian 1993 წლიდან ოპერირებს და დღეს ევროპის ერთ-ერთი წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა. მგზავრთა გადაყვანის მოცულობით ის ევროპაში მეოთხე უმსხვილეს დაბალბიუჯეტიან გადამზიდავად მიიჩნევა, ხოლო 2021 წელს Skytrax-ის მიერ ჩრდილოეთ ევროპის საუკეთესო დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიად დასახელდა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1782629672

ახალი ამბები

სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში შიო მესამე დღეს აბიტურიენტებს დალოცავს

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, დღეს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუ...

 შიო მესამე

1782626408

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

28 ივნისს ქუთაისში ხანმოკლე წვიმას ვარაუდობენ, დღისით +27 და ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება. ოზურგეთშიც იწვიმებს. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსი იქნება. ბათუმში მცირე ნალექია მო...

წვიმიანი ამინდი

1782592963

საზოგადოება

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან და მთავრობის წევრებთან ერთად, ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან და მთავრობის წევრებთან ერთად, ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის 85 წლის იუ...

ირაკლი კობახიძე

1782591857

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: ჩვენ გადმოვიბარეთ ქვეყანა, რომელიც დამოკიდებული იყო გარე ძალებზე და წლები დაგვჭირდა იმისთვის, რომ ქვეყანა ამ გავლენისგან გაგვეთავისუფლებინა

სამწუხაროდ, ჩვენ გადმოვიბარეთ ქვეყანა, რომელიც დამოკიდებული იყო გარე ძალებზე და წლები დაგვჭირდა იმისთვის, რომ ქვეყანა ამ გავლენისგან გაგვეთავისუფლებინა, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომა...

ლევან მაჭავარიანი

1782591010

საზოგადოება

გიორგი პატარიძე: ორშაბათს ქალბატონ მაკასთან შეხვედრის შემდეგ დაიგეგმება მსჯავრდებულ ელენე ხოშტარიას მკურნალობის ტაქტიკა, დამატებითი კვლევები და სხვა თანამდევი პროცედურები

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის გიორგი პატარიძის განცხადებით, მსჯავრდებულ ელენე ხოშტარიას ორშაბათს მისი ექიმი მოინახულებს, გასინჯავს დეტალურად და ამის შემდეგ შეხვედრა შედგება სპეციალუ...

გიორგი პატარიძე