თამარ იოსელიანი: კოპენჰაგენი არის ჰაბი, საიდანაც დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენს ქვეყანაში მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტები შემოვლენ
„კოპენჰაგენი არის ჰაბი, საიდანაც დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენს დედაქალაქში და ჩვენს ქვეყანაში მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტები შემოვლენ“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადა, სადაც ის ავიაკომპანია Norwegian-ის კოპენჰაგენი-თბილისის მიმართულებით განხორციელებულ პირველ რეისს დახვდა.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, კოპენჰაგენი-თბილისის რეისი სრულად დატვირთული იყო.
„შესრულდა პირველი რეისი კოპენჰაგენი-თბილისის მიმართულებით და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი დედაქალაქი, ისტორიაში პირველად, დაუკავშირდება დანიის სამეფოს დედაქალაქ კოპენჰაგენს.
რეისი სრულად იყო დატვირთული, ეს კი მიანიშნებს იმაზე, რომ სკანდინავიის ქვეყნები დაინტერესებულები არიან ჩვენი დედაქალაქით და, შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ბაზარია. ზოგადად, აღსანიშნავია ახალი ავიაკომპანიის შემოსვლა საქართველოს ბაზარზე.
ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ იმისთვის, რომ დივერსიფიცირებული იყოს ბაზრები და სწორედ Norwegian არის ის მაგალითი, რომ 2026 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ახალი ავიაკომპანია შემოვიყვანეთ“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
სკანდინავიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Norwegian-ი კოპენჰაგენსა (დანიის სამეფო) და თბილისს შორის პირდაპირ ფრენებს კვირაში ორი სიხშირით შეასრულებს.
კოპენჰაგენი-თბილისი-კოპენჰაგენის მიმართულების დამატება გაზრდის საქართველოს დაკავშირებადობას სკანდინავიის ქვეყნებთან და ხელს შეუწყობს ჩრდილოეთ ევროპიდან ტურისტული ნაკადების მატებას.
ამასთან, კოპენჰაგენის აეროპორტი ევროპაში ერთ-ერთი უმსხვილესი სატრანზიტო ჰაბია, რაც ქართველ მგზავრებს შესაძლებლობას მისცემს, ამავე აეროპორტის გავლით სხვადასხვა მიმართულებით იმგზავრონ.
1782629672
ახალი ამბებისამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში შიო მესამე დღეს აბიტურიენტებს დალოცავს
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, დღეს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუ...
1782626408
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
28 ივნისს ქუთაისში ხანმოკლე წვიმას ვარაუდობენ, დღისით +27 და ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება. ოზურგეთშიც იწვიმებს. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსი იქნება. ბათუმში მცირე ნალექია მო...
1782592963
საზოგადოებაპრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან და მთავრობის წევრებთან ერთად, ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან და მთავრობის წევრებთან ერთად, ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის 85 წლის იუ...
1782591857
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: ჩვენ გადმოვიბარეთ ქვეყანა, რომელიც დამოკიდებული იყო გარე ძალებზე და წლები დაგვჭირდა იმისთვის, რომ ქვეყანა ამ გავლენისგან გაგვეთავისუფლებინა
სამწუხაროდ, ჩვენ გადმოვიბარეთ ქვეყანა, რომელიც დამოკიდებული იყო გარე ძალებზე და წლები დაგვჭირდა იმისთვის, რომ ქვეყანა ამ გავლენისგან გაგვეთავისუფლებინა, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომა...
1782591010
საზოგადოებაგიორგი პატარიძე: ორშაბათს ქალბატონ მაკასთან შეხვედრის შემდეგ დაიგეგმება მსჯავრდებულ ელენე ხოშტარიას მკურნალობის ტაქტიკა, დამატებითი კვლევები და სხვა თანამდევი პროცედურები
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის გიორგი პატარიძის განცხადებით, მსჯავრდებულ ელენე ხოშტარიას ორშაბათს მისი ექიმი მოინახულებს, გასინჯავს დეტალურად და ამის შემდეგ შეხვედრა შედგება სპეციალუ...




























