დავით მათიკაშვილი: პრაქტიკულად „ნაცმოძრაობა“ განულების პირასაა, მათ საზოგადოების მხრიდან არანაირი ნდობა არ აქვთ
„სააკაშვილი რომ პოზიტიურად მოქმედებდეს პროცესებზე, ეს შედეგებში გამოჩნდებოდა, ეს ადამიანი ბოლო კოზირის ფუნქციად გამოიყენეს, როცა დესტრუქციის მოსაწყობად არაჟნებით სავსე კონტეინერით შემოაპარეს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ საზოგადოების მხრიდან არანაირი ნდობა არ აქვს და მხარდაჭერის პოვნას უცხოეთში ცდილობს.
„პრაქტიკულად „ნაცმოძრაობა“ განულების პირასაა. მათ საზოგადოების მხრიდან არანაირი ნდობა არ აქვთ და მხარდაჭერის პოვნას უცხოეთში ცდილობენ. სახეზეა მაგ რიგებში კვალიციფიური კადრების არსებობაც, მათ რიგებშია პოლიტიკურად გაცვეთილი სახეები. მათი მიზანია, რომ ოპოზიციიდან როგორმე საქართველო დააზიანონ. საბოლოო ჯამში, ლიდერომანია სჭირთ, რასაც ვხედავთ, პოლიტიკური ავანსცენიდან. სააკაშვილი თავისი არსით და „პოლიტიკური წონით“ იმ
მიზიდულობის წერტილს წარმოადგენს, რომელიც რადიკალურ ოპოზიციაში ჭაობს უფრო მეტად აღრმავებს. სააკაშვილი რომ პოზიტიურად მოქმედებდეს პროცესებზე, ეს შედეგებში გამოჩნდებოდა. ეს ადამიანი ის აგენტია, რომელიც ბოლო კოზირის ფუნქციად გამოიყენეს მაშინ, როცა საქართველოში დესტრუქციის მოსაწყობად არაჟნებით სავსე კონტეინერით შემოაპარეს. ეს ის სიმძიმეა, რაც რადიკალიზმს ჭაობში კიდევ უფრო მეტად ძირავს“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
1782219387
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძემ სდსს-ს თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა: თქვენ ხართ იმ სამსახურის წარმომადგენლები, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული ნდობასა და ერთგულებასთან, გულწრფელი მადლობა პროფესიონალიზმისა და უღალატობისთვის
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა. სახე...
1782219302
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: მთავრობა მომავალშიც დაუჭერს მხარს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გაძლიერებას და წინსვლას
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური თანამედროვე, მობილური და მაღალტექნოლოგიური ინსტიტუტია, რომელიც სრულად პასუხობს თანამედროვეობის გამოწვევებს და მუდმივად ვითარდება“, - ამის შესახებ საქართველოს პრ...
1782218659
საზოგადოებაპრემიერ-მინისტრი ბულგარეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ვესელინ ვალკანოვს შეხვდა, რომელიც საქართველოში დიპლომატიურ მისიას ასრულებს. საუბრისას ყურადღება დაეთ...
1782217099
მსოფლიოპუტინი: დასავლეთში ღიად აცხადებენ, რომ რუსეთთან ომისთვის ემზადებიან, მზად ვართ ვუპასუხოთ
„ახლა დასავლეთი ღიად ამბობს, რომ ჩვენთან ომისთვის ემზადება“, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სამხედრო აკადემიების კურსდამთავრებულებთან შეხვედრაზე განაცხადა. პუტინის თქმი...
1782216864
საზოგადოებაბექა ძამაშვილი გიორგი ანწუხელიძისა და სხვა ქართველი სამხედროების წამებისა და მკვლელობის საქმეზე: სტრასბურგში წარდგენილი გვქონდა მტკიცებულებები, რომ რუსეთის მხრიდან ადგილი ჰქონდა სიცოცხლის უფლების დარღვევას და წამებას
ბექა ძამაშვილმა სტრასბურგის სასამართლოს მიერ „საქართველოს იურისტთა ასოციაციის“ სარჩელზე გამოტანილი განაჩენი შეაფასა, რომლის მიხედვითაც ქართველი სამხედროების წამებისა და მკვლელობისთვის რუსეთს პასუხისმგ...



























