ლევან ჟორჟოლიანი: საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ეფექტური მონიტორინგის მიმართულებით, განსაკუთრებით გამოვყოფდი პარლამენტში ინიცირებულ რეფორმებს საჯარო შესყიდვებში
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა, საჯარო სერვისების გაეროს ფორუმის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში თემაზე - სახელმწიფო ანგარიშვალდებულების გაძლიერება ზედამხედველობის მეშვეობით.
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ყურადღება გაამახვილა ანგარიშვალდებულების, გამჭვირვალობისა და ეფექტიანი მმართველობის კუთხით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე და აღნიშნა, რომ ეს პრინციპები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კარგი მმართველობისთვის, არამედ აუცილებელია საზოგადოების ნდობის გაზრდისთვის, ინსტიტუციების გამართული ფუნქციონირებისა და მოქალაქეებისთვის ხელშესახები შედეგების მისაღწევად.
ლევან ჟორჟოლიანმა, ასევე, ისაუბრა მთავრობის ადმინისტრაციის, როგორც მაკოორდინირებელი უწყების როლზე და საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ რეფორმებზე, მათ შორის საჯარო შესყიდვების შესახებ კანონში ცვლილებებზე, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობაზე.
ხაზი გაესვა მონიტორინგის, გამჭვირვალობისა და დამოუკიდებელი ზედამხედველობის მექანიზმების მნიშვნელოვან როლს საჯარო ინსტიტუტების კეთილსინდისიერებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების პროცესში.
„საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ეფექტური მონიტორინგის მიმართულებით. განსაკუთრებით გამოვყოფდი პარლამენტში ინიცირებულ რეფორმებს საჯარო შესყიდვებში, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მდგომარეობას. ასევე, მონიტორინგის ნაწილში შექმნილია მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი, რომელმაც 2025 წლის 6 თვეში და 2026 წლის ამ პერიოდისთვის 390 მლნ ლარზე მეტი დანაზოგი მოუტანა ბიუჯეტს. ასევე, ჩვენ მნიშვნელოვნად გავაძლიერეთ სახელმწიფო აუდიტის სამსახური.
ბოლო ცვლილებებით, მას ანტიკორუფციული ბიურო შეუერთდა და ანტიკორუფციული ბიურო გახდა კონსტიტუციური ორგანოს ნაწილი, რაც მის კიდევ უფრო მეტ დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
საჯარო სერვისების გაეროს ფორუმი სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ფორუმის მონაწილეები იმსჯელებენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ციფრული ტრანსფორმაცია, ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლობიანი გამოყენება, მონაცემთა დაცვა, ინკლუზიური მმართველობა, კორუფციასთან ბრძოლა, მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერება და საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება.
1782223863
მსოფლიოვაშინგტონში ისრაელსა და ლიბანს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დაიწყო
ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქში, ისრაელსა და ლიბანს შორის მოლაპარაკებების ახალი რაუნდი დაიწყო, - განაცხადა აშშ-ში ისრაელის საელჩომ. მათივე ცნობით, დღევანდელი სესია პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებს დაე...
1782221959
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად აირჩიეს
საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად პარტია “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი აირჩია. გადაწყვეტილება პლენარულ სხდომაზე მიიღეს. „ხალხის ძალის“ ცნობით, დავით...
1782221822
საზოგადოებაპარლამენტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექ...
1782220321
საზოგადოებალევან მაჭავარიანი მარტა კოსის განცხადებაზე: მისასალმებელია, რომ როგორც იქნა, ბრიუსელმა რუკას დახედა. ჰოდა, იქ რა რეალობაც დახვდა, იმას ვერ გაექცევა
ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი, გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც აღნიშნა, რომ ირანში ომის დაწყების შემდეგ, თ...
1782219968
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 23 ივნისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6480 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6487 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...





























