შალვა პაპუაშვილი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს: გისურვებთ მშვიდობიან საქართველოს, სადაც თქვენი მსახურება გარე თვალისთვის შეუმჩნეველი დარჩება, შედეგები ყოველდღიურად შეიგრძნობა სახელმწიფოს გამართულ მუშაობაში
გილოცავთ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის 32 წლის იუბილეს. ჩვენთვის, ვინც ყოველდღიურად ვსარგებლობთ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა ზრუნვით და გვერდში დგომით, განსაკუთრებულად დასაფასებელია ის პროფესიონალიზმი, ერთგულება და თავდადება, რომელსაც სამსახურის თითოეული თანამშრომელი ავლენს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საიუბილეო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური იყო ერთ-ერთი პირველი სრულად დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც ქვეყნის კონსტიტუციური წესრიგისა და უსაფრთხოების დასაცავად შეიქმნა. მისი თქმით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გამართული ფუნქციონირება ქვეყნის უსაფრთხოების, სტაბილურობისა და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
,,თქვენ ხართ მოქალაქეთათვის უხილავი ფრონტის მებრძოლები, რომელთა ყოველდღიური შრომა და პასუხისმგებლობა სახელმწიფოს უსაფრთხოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გარანტიაა. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური იყო ერთ-ერთი პირველი სრულად დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც ქვეყნის კონსტიტუციური წესრიგისა და უსაფრთხოების დასაცავად შეიქმნა ურთულეს, ტრაგიკულ და წინააღმდეგობებით სავსე პერიოდში, როდესაც არაერთი სახელმწიფო და ძალოვანი სტრუქტურა ჯერ კიდევ გარე გავლენებისა და ჩარევების ზემოქმედებას განიცდიდა. 1994 წელს ამ სამსახურის შექმნა შორსმჭვრეტელი და სახელმწიფოებრივი ხედვით მიღებული გადაწყვეტილებად აღმოჩნდა. სწორედ ამ უწყებამ შეძლო მაშინდელი პრეზიდენტის თავდასხმებისგან დაცვა, სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირების უზრუნველყოფა და ახლად აღდგენილი ქართული სახელმწიფოებრიობის სტაბილურობის განმტკიცებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა. ეს ისტორია საქართველოს უახლესი ისტორიის განუყოფელი ნაწილია, ხოლო თქვენი სამსახურის მნიშვნელობა კი შეუცვლელი.
საქართველოს სახელმწიფოებრიობის, სუვერენიტეტისა და საერთაშორისო როლის გაძლიერებასთან ერთად, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის პასუხისმგებლობაც იზრდება. ჩვენი რეგიონის უსაფრთხოების გარემო, თანამედროვე საფრთხეების მრავალფეროვნება და მზარდი გამოწვევები კიდევ უფრო ზრდის იმ პასუხისმგებლობას, რომელიც თქვენ გაკისრიათ. სწორედ ამიტომ, თქვენი სამსახურის გამართული ფუნქციონირება ქვეყნის უსაფრთხოების, სტაბილურობისა და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. გისურვებთ, ღირსეულად ატაროთ თქვენზე დაკისრებული პასუხისმგებლობა. გისურვებთ ისეთ მშვიდობიან და ძლიერ საქართველოს, სადაც თქვენი მსახურება გარე თვალისთვის შეუმჩნეველი დარჩება, მაგრამ მისი შედეგები ყოველდღიურად შეიგრძნობა სახელმწიფოს სიმტკიცეში და ინსტიტუტების გამართულ მუშაობაში. კიდევ ერთხელ, გილოცავთ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დღეს. გისურვებთ წარმატებებს და ჯანმრთელად მსახურებას”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საიუბილეო ღონისძიებაში აგრეთვე მონაწილეობდნენ: საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ვიცე-პრემიერი, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი მამუკა მდინარაძე და საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე.
1782219302
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: მთავრობა მომავალშიც დაუჭერს მხარს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გაძლიერებას და წინსვლას
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური თანამედროვე, მობილური და მაღალტექნოლოგიური ინსტიტუტია, რომელიც სრულად პასუხობს თანამედროვეობის გამოწვევებს და მუდმივად ვითარდება“, - ამის შესახებ საქართველოს პრ...
1782218659
საზოგადოებაპრემიერ-მინისტრი ბულგარეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ვესელინ ვალკანოვს შეხვდა, რომელიც საქართველოში დიპლომატიურ მისიას ასრულებს. საუბრისას ყურადღება დაეთ...
1782217099
მსოფლიოპუტინი: დასავლეთში ღიად აცხადებენ, რომ რუსეთთან ომისთვის ემზადებიან, მზად ვართ ვუპასუხოთ
„ახლა დასავლეთი ღიად ამბობს, რომ ჩვენთან ომისთვის ემზადება“, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სამხედრო აკადემიების კურსდამთავრებულებთან შეხვედრაზე განაცხადა. პუტინის თქმი...
1782216864
საზოგადოებაბექა ძამაშვილი გიორგი ანწუხელიძისა და სხვა ქართველი სამხედროების წამებისა და მკვლელობის საქმეზე: სტრასბურგში წარდგენილი გვქონდა მტკიცებულებები, რომ რუსეთის მხრიდან ადგილი ჰქონდა სიცოცხლის უფლების დარღვევას და წამებას
ბექა ძამაშვილმა სტრასბურგის სასამართლოს მიერ „საქართველოს იურისტთა ასოციაციის“ სარჩელზე გამოტანილი განაჩენი შეაფასა, რომლის მიხედვითაც ქართველი სამხედროების წამებისა და მკვლელობისთვის რუსეთს პასუხისმგ...
1782215206
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: ნებისმიერი საუბარი გაფართოებაზე, იმ ქვეყნის გარეშე, რომელსაც ეს ეხება, უბრალოდ აზრს მოკლებულია
„ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ. ისეთ თემებზე, რომელიც არის გაფართოება, დაკავშირებადობა არ იწვევენ საქართველოს და გრჩება შთაბეჭდილება, რომ შეხვედრა არის ო...



























