დავით ქართველიშვილი: ერთადერთი ბრძოლის იარაღი, რომელიც რჩება ჩვენი უიღბლო „რევოლუციონერების“ ხელში − მარცხენა ფლანგზე „რუსული-რუსულის“ ყვირილი, ხოლო მარჯვენა ფლანგზე ქვეყნის „მართლმადიდებელ პაკისტანად“ წარმოჩენაა

 „რატომ არ გამოსდით „მარქსისტ-სოროსისტებს“ არაფერი საქართველოში? მოქმედების არეალი მკვეთრად განსხვავებულია 2003 წელთან შედარებით, ვინაიდან თვით „დიიფ სთეითის“ კონტროლირებად პოლიტიკურ ველზე ვითარების „მაიდანიზაციის“ ყველა ძირითადი „ტრიგერი“ უკიდურესად კრიზისულ მდგომარეობაშია,“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

ექსპერტის თქმით, 17 მაისს გამართული აქციით საქართველომ მსოფლიოს კიდევ ერთხელ აჩვენა ხელისუფლებისა და ეკლესიის ირგვლივ გაერთიანებული განსაკუთრებით დიდი რაოდენობის მხარდამჭერი. დავით ქართველიშვილი ოპოზიციას, რომელსაც „ტრამპგარეშე“ მდგომარეობაში ჩარჩენილ ოპოზიციად მოიხსენიებს, მოუწოდებს − „გაგვატარეთ, ხელს ნუ გვიშლით…“

„რატომ არ გამოსდით „მარქსისტ-სოროსისტებს“ არაფერი საქართველოში? მოქმედების არეალი მკვეთრად განსხვავებულია 2003 წელთან შედარებით, ვინაიდან თვით „დიიფ სთეითის“ კონტროლირებად პოლიტიკურ ველზე ვითარების „მაიდანიზაციის“ ყველა ძირითადი „ტრიგერი“ უკიდურესად კრიზისულ მდგომარეობაშია. როგორ გინდა, მაგალითად, დაადანაშაულო მოქმედი ხელისუფლება სისტემურ კორუფციაში (როგორც ამას ჯერ კიდევ 22 წლის წინ ჰქონდა ლოგიკური ახსნა), როდესაც დღეს კატასტროფულ კორუფციაშია ჩაფლული თვით „ფერადი რევოლუციონერების“ მკვებავი გეოპოლიტიკური სივრცე. როგორ გინდა დაადანაშაულო „ქართული ოცნება“ საარჩევნო „მანიპულაციებში“ (როგორც ამას 2003 წლის ნოემბერში ჰქონდა ადგილი) − მოლდოვასა თუ რუმინეთში, აშშ-სა თუ საფრანგეთში ჩატარებული კატასტროფული „არჩევნების“ ფონზე. როგორ გინდა დაადანაშაულო საქართველოს მთავრობა მედიისა თუ პოლიტიკური პარტიების შევიწროებაში მას შემდეგ, რაც ჩვენ ვიხილეთ უკრაინასა და მოლდოვაში, საფრანგეთსა და გერმანიაში, რუმინეთსა და ამერიკაში. „დიიფ სთეითის“ გავლენის „დაფარვის ზონა“ დღეს ყოველ ამ კომპონენტშიც არის უკიდურესად „დასნეულებული“ და მოწყვლადი.

 

17 მაისის აქციის შემდეგ საქართველოს შეუძლია მსოფლიოს კიდევ ერთხელ არა მხოლოდ ხელისუფლებისა და ეკლესიის ირგვლივ გაერთიანებული რაოდენობრივად შთამბეჭდავი სურათი წარუდგინოს, არამედ „დიიფ სთეითს“ კიდევ ერთი ბერკეტი გამოაცალოს ხელიდან − ქვეყანაში არარსებული ეკონომიკური „არმაგედონის“ წარმოსახვის სახით: 2024 წელს საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 7.6%-ით, ხოლო 2025 წლისთვის მოსალოდნელია 5.5%-იანი ზრდა, რაც მსოფლიო საშუალო მაჩვენებელზე მეტია. ამ ზრდას ხელს უწყობდა ინფორმაციული ტექნოლოგიების, ვაჭრობისა და მშენებლობის სექტორები. ბიუჯეტის დეფიციტი დარჩა 3% დონეზე, ხოლო სახელმწიფო ვალი − 40%-ზე ნაკლები, რაც ქვეყანაში არსებულ ფინანსურ დისციპლინაზე მიუთითებს. 2024 წელს საგადასახადო შემოსავლები გაიზარდა 18%-ით, ხოლო კაპიტალური ხარჯები − 11.3%-ით. ეს შესაძლებელი გახდა დღგ-ის ამოღების ციფრული სისტემის დანერგვით, შრომის გადასახადის რეფორმითა და ეკონომიკის ფორმალიზაციით.

ქვეყანა აგრძელებს სატრანსპორტო და ენერგეტიკული დერეფნების განვითარებას, როგორებიცაა ბათუმისა და ფოთის პორტები, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, რაც საქართველოს ანიჭებს რეგიონული ლოგისტიკური ჰაბის როლს. 2024 წელს ინფლაცია საქართველოში იყო 1.1%, რაც ეროვნული ბანკის სამიზნე მაჩვენებელზე (3%) გაცილებით დაბალია. ეს მიუთითებს მაკროეკონომიკურ სტაბილურობასა და მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობაზე. საქართველო ინარჩუნებს დაბალ გადასახადებსა და თავისუფალ საბაზრო პოლიტიკას, რაც ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებასა და ინვესტიციების მოზიდვას. ქვეყანა აძლიერებს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას ჰიდროენერგეტიკის განვითარებასა და რეგიონულ ენერგეტიკულ პროექტებში მონაწილეობით, როგორებიცაა „სამხრეთის გაზის დერეფანი“, რაც ამცირებს საგარეო რესურსებზე დამოკიდებულებას.

 

საქართველო აქტიურად ავითარებს ტურისტულ სექტორს. დაგეგმილია 2025 წლისთვის 11 მილიონი ვიზიტორის მიღება და 6.6 მილიარდი დოლარის შემოსავალი, რაც ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდასა და სამუშაო ადგილების შექმნას. ერთადერთი ბრძოლის იარაღი, რომელიც რჩება ჩვენი უიღბლო „რევოლუციონერების“ ხელში − ეს არის მარცხენა ფლანგზე „რუსული-რუსულის“ ყვირილი, ხოლო მარჯვენა ფლანგზე ქვეყნის „მართლმადიდებელ პაკისტანად“ წარმოჩენა. ასევე უპერსპექტივოა ქვეყნის მუდმივი შედარების მცდელობა რაღაც არარსებულ „იდეალური სტანდარტების“ მატარებელ სახელმწიფო-პოლიტიკურ სისტემებთან. ასეთი სისტემები ბუნებაში არ არსებობს. ხოლო საკუთარ წიაღში ნაკლოვანებების აღმოფხვრის მზადყოფნას ამ ხელისუფლებას ვერ დაუკარგავ. საზოგადოების კრიტიკას ამ პროცესების არათანამიმდევრულობა და მიმდინარეობის სიჩქარე შეიძლება წარმოადგენდეს, მაგრამ ამტკიცებდე, რომ „არაფერი ხდება“, უსამართლობა იქნებოდა.

P.S.: საქართველოში ჩამოსულმა სენატორმა დეინსმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან საუბრისას დაადასტურა, რომ ჩვენს სამშობლოს გადამწყვეტი როლი მიუძღვის კავკასიასა და მის ფარგლებს გარეთ მშვიდობისა და კეთილდღეობის განვითარებაში და მკაფიოდ მოუწოდა საქართველოს, მჭიდროდ ითანამშრომლოს ტრამპის ადმინისტრაციასთან საერთო ეკონომიკური და უსაფრთხოების ინტერესების გასავითარებლად. ეს არის დონალდ ტრამპის მისამართით ირაკლი კობახიძის ღია წერილზე არაორაზროვანი და დამაგვირგვინებელი პასუხი. ასევე გზავნილი „ტრამპგარეშე“ მდგომარეობაში ჩარჩენილ „ოპოზიციას“ − გაგვატარეთ, ხელს ნუ გვიშლით…“, - წერს დავით ქართველიშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1748886328

მსოფლიო

აქტივისტებმა მუზეუმიდან ემანუელ მაკრონის ცვილის ფიგურა მოიპარეს და რუსეთის საელჩოსთან მიიტანეს, სადაც მოსკოვთან საფრანგეთის საქმიანი კავშირები გააპროტესტეს

Greenpeace-ის აქტივისტებმა Grévin-ის მუზეუმიდან ემანუელ მაკრონის ცვილის ფიგურა მოიპარეს და ის რუსეთის საელჩოსთან მიიტანეს, სადაც მოსკოვთან საფრანგეთის საქმიანი კავშირები გააპროტესტეს. ინფორმაციას ამის...

ემანუელ მაკრონის ცვილის ფიგურა

1748883064

საზოგადოება

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებმა ხონის სასჯელაღსრულების ყოფილი დაწესებულება დაათვალიერეს

2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი პარ...

დროებითი საგამოძიებო კომისი

1748880211

საზოგადოება

ირაკლი ზარქუა: კარგად იცის, მავანმა, რომ სანამ „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში, აქ ომი არ დაიწყება, გამორიცხულია. ამიტომ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ აქ მაიდანი განახორციელონ და აგენტურა დასვან

რევოლუციის გეგმა ძალაში რჩება, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუამ შიდაპოლიტიკური და საერთაშორისო მოვლენების შეჯამებ...

ირაკლი ზარქუა

1748879814

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი სომხეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს თელავში მასპინძლობს

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტის - ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტ ალენ სიმონიანს თელავში, არაოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მასპინძლობს, სადაც ორი პარლამენტის სპიკ...

შალვა პაპუაშვილი

1748878089

საზოგადოება

პარლამენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოხსენებას სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ 27 ივნისს მოისმენს

პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საკანონმდებლო ორგანოში სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოხსენებით 27 ივნისს წარდგება. ინფორმაციას...

ირაკლი კობახიძე