ირაკლი ზარქუა: კარგად იცის, მავანმა, რომ სანამ „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში, აქ ომი არ დაიწყება, გამორიცხულია. ამიტომ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ აქ მაიდანი განახორციელონ და აგენტურა დასვან

რევოლუციის გეგმა ძალაში რჩება, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუამ შიდაპოლიტიკური და საერთაშორისო მოვლენების შეჯამებისას. ზარქუა მიიჩნევს, რომ საქართველოში რევოლუციის მოწყობა მეორე ფრონტის გახსნის მიზნით სურთ.
„რევოლუციის გეგმა ძალაში რჩება და კიდევ უფრო მეტი სიმძაფრით. ტრამპის ადმინისტრაციას მცდელობა ჰქონდა, ომი გაეჩერებინა - ვერაფერი ქნა. იცით, რომ ხელშეკრულება დაადებინა, გაინაღდა, რომ რაც დაახარჯეს უკრაინას, უკან წაიღოს და თქვა, რომ გავდივარ ამ თამაშიდანო. ნახეთ შედეგი - უკრაინას და რუსეთს შორის ომი კიდევ უფრო მეტ სიმძლავრეებს იკრებს. ყოველდღე არის ტრაგედიები, ორივე მხრიდან მართლმადიდებლები კვდებიან.
უკრაინის თემა კიდევ მეტად რომ გამწვავდეს, ამისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მათთვის, რომ აქედან მეორე ფრონტი გაიხსნას. ამისთვის რა არის საჭირო? კარგად იცის, მავანმა, რომ სანამ „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში, აქ ომი არ დაიწყება, გამორიცხულია. ამიტომ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ აქ მაიდანი განახორციელონ, რევოლუცია მოაწყონ და აგენტურა დასვან, რათა ერთი ფრონტი გახსნან საქართველოდან, მეორე ფრონტი - მოლდოვიდან და სხვა სახელმწიფოებიდან.
ასე რომ, ეს პროგრამა ძალაშია ისევ, კიდევ უფრო მეტ სიმძლავრეებს იღებს. დასავლეთი ორად არის გაყოფილი, ნაწილი წინააღმდეგია. მოკლედ, მსოფლიოში დიდი სიგიჟეები ხდება და ამ სიგიჟეებში საქართველოს ჩართვა ყველა მხარეს უნდა.
აქედან გამომდინარე, კიდევ მეტად არის გაზრდილი მშვიდობის მნიშვნელობა და ჩვენი მოსახლეობისთვის მშვიდობა მოიტანა სწორედ „ქართულმა ოცნებამ“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
1749033235
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: საქართველო უნდა იყოს ტოპ სამ ქვეყანაში კორუფციის სიმცირის კუთხით, ბატონი გაბიტაშვილი ამაში ძალიან სერიოზულ როლს ითამაშებს
„ვპირდებით საზოგადოებას, რომ 3-4 წელიწადში საქართველო შევა ტოპ სამ ქვეყანაში კორუფციის სიმცირის კუთხით“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რი...
1749032996
ახალი ამბებიკახა კალაძე: ჩემთვის წმინდა გიორგის ორდენზე წარდგენა არის დაფასება იმ უდიდესი შრომის, მიზანდასახულობის, უამრავი გათენებული ღამის, რაც როგორც ფეხბურთელმა გავიარე
დედაქალაქის მერმა პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარდგენისთვის მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა. კახა კალაძემ აღნიშნულ ორდენზე წარ...
1749032411
სპორტისაქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყრილობაზე ლევან კობიაშვილმა შემდეგ მიზნად მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა დაასახელა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის XXXV რიგითი ყრილობა გაიმართა. ყრილობის დასაწყისში ლევან კობიაშვილმა დელეგატებს აცნობა, რომ ნიკა ჯღარკავა სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტის პოსტიდან გადადგა და აღმასკომიც დატოვა....
1749029776
ახალი ამბებიავთანდილ არაბული „ნაცმოძრაობის“ რეჟიმზე: მათ ასეთი ტაქტიკა ჰქონდათ, როდესაც ინსტიტუციას უტევდნენ, უტევდნენ ლიდერს, სამი ინსტიტუცია იყო მათი შეტევის უმთავრესი საგანი - ჩვენი სამოციქულო ეკლესია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მეცნიერებათა აკადემია
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც საქართველოს უნივერსიტეტებში აკადემიური პერსონალის უფლებების შელახვის ფაქტი განიხილება, ენათმეცნიერმა და აკადემიკოსმა, პროფესორმა ავთანდილ არაბ...
1749028663
ახალი ამბებისაგარეო საქმეთა სამინისტრო: რეორგანიზაციის შემდეგ, ნატოსა და ევროკავშირის ცენტრი საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში გადავა
სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სსიპ საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ უქმდება. ინფორმაციის გადასამოწმებლად საგარეო საქმეთა სამინისტროს მივმართეთ კითხვით, სიმარ...