Goal.com-მა ოქროს ბურთის რეიტინგი განაახლა - კვარაცხელია მეშვიდე ადგილზეა

ავტორიტეტულმა გამოცემა GOAL.COM-მა ოქროს ბურთის რეიტინგი განაახლა.
ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია რეიტინგში მე-11 ადგილიდან მე-7 გადავიდა.
ოქროს ბურთის მოგების მთავარ კანდიდატად კვლავ უსმან დემბელე მიიჩნევა, მეორე ადგილზე ლამინ იამალია, ხოლო მესამე ადგილს რაფინია იკავებს, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში პირველ ადგილზე იმყოფებოდა.
„2024-2025 წლების სეზონში კვარაცხელიამ ჯამში 14 გოლი და 11 საგოლე გადაცემა გააკეთა, მოიგო სერია A, ლიგა 1, საფრანგეთის თასი და ჩემპიონთა ლიგა. კვარაცხელიას გოლებისა და საგოლე გადაცემის რიცხვი არ ემთხვევა მის თამაშის დონეს ამ სეზონში, მაგრამ ქართველმა გარემარბმა წვლილი შეიტანა ტიტულის ორ ტრიუმფში, „პსჟ“-სა და „ნაპოლისთვის“, ხოლო ფრანგული გუნდისთვის საკვანძო როლი შეასრულა ჩემპიონთა ლიგის მოგების გზაზე.
ქართველმა გარემარბმა ევროტურნირზე არაერთი დასამახსოვრებელი მომენტები გვაჩუქა, განსაკუთრებით მისი შესანიშნავი გოლი ასტონ ვილასთან მეოთხედფინალში, რითაც ოქროს ბურთის ხმის მიმცემთა ყურადღება მიიპყრო. კვარაცხელია ნომინანტებს შორის აუცილებლად მოხვდება“ - წერს GOAL-ი ხვიჩა კვარაცხელიაზე.
ახალი რეიტინგის TOP 10 ასე გამოიყურება:
1. უსმან დემბელე (პსჟ)
2. ლამინ იამალი (ბარსელონა)
3. რაფინია (ბარსელონა)
4. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული)
5. კილიან მბაპე (რეალი)
6. დეზირე დუე (პსჟ)
7. ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ)
8. აშრაფ ჰაკიმი (პსჟ)
9. პედრი (ბარსელონა)
10. ჰარი კეინი (ბაიერნი)
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია მეორე ფეხბურთელია, რომელმაც ერთ სეზონში ორ სხვადასხვა გუნდთან ერთად ჩემპიონატი მოიგო და ამასთან, ტრებლიც შეასრულა.
1748978169
საზოგადოებადავით ქართველიშვილი: თუ ვინმე მიზნად ისახავს, ევროკავშირისადმი ნდობა ერთნიშნა მაჩვენებლამდე დაიყვანოს, გააგრძელოს სააკაშვილის მხარდაჭერა, უიღბლო რევოლუციონერების დაფინანსება - ამით ვეღარაფერს დაგვაკლებთ
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ევრობარომეტრის კვლევას ეხმიანება, რომლის მიხედვით, ბოლო ერთ წელში ევროკავშირისადმი ნდობა საქართველოში 17%-ით შემცირდა და 49% შეადგინა. როგორც მ...
1748975939
საზოგადოებადავით ჩიხელიძე ევრობარომეტრის კვლევაზე: ქართველ ხალხს ანალიზის კარგი უნარი აქვს, ის თვალნათლივ ხედავს, რომ დასავლეთი არა საქართველოს ინტერესებისთვის და ძლიერი საქართველოსთვის, არამედ პირადი მერკანტილური მიზნებისთვის იბრძვის
ქართველებს გვაქვს ხალხური სიბრძნე „რასაც დასთეს, იმას მოიმკი." ევრობარომეტრის კვლევის მიხედვით, ერთ წელში საქართველოში ევროკავშირისადმი ნდობა 17%-ით შემცირდა, ხოლო გამოკითხულთა 51% ეროვნულ მთავრობას ე...
1748974482
მსოფლიოსირიის პრეზიდენტი, აჰმედ ალ-შარაა გაეროს გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობას მიიღებს
Sky News Arabic-ის ინფორმაციით, სირიის პრეზიდენტი, აჰმედ ალ-შარაა ნიუ-იორკს სექტემბერში ეწვევა გაეროს გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობის მისაღებად. ეს იქნება პირველი შემთხვევა 1967 წლის ივნისის შემდეგ,...
1748974191
საზოგადოებადავით ზურაბიშვილი: ამ ქვეყანაში ყველა რევოლუცია წარმატებით დამთავრდა იმიტომ, რომ ხელისუფლება შიგნიდან იყო დანგრეული და ამას დანგრევის არაფერი ეტყობა. ახლა საკმაოდ შეკრული ძალოვანი სტრუქტურები ჰყავთ, რღვევის ნასახიც არ შეიმჩნევა
„მე მესმის იმ ადამიანების, რომლებიც ძალიან გამწარებული არიან და ყველანაირი ინტერაქცია ეზიზღებათ ხელისუფლებასთან, მაგრამ ერთია აქტივიზმი, ერთია პროტესტი, რომელიც ნაწილია პოლიტიკურიპროცესის და ეს არ არი...
1748972537
საზოგადოებახონის ციხის ყოფილი პატიმარი: ღმერთის ანაბარა ვიყავით დარჩენილები, ხან ჯვარს ვხატავდით, ხან ლოცვებს ვწერდით, ადგილები არ იყო და ეზოში კარვებს ვაკეთებდით ზეწრებისგან
ხონის ციხის ყოფილი პატიმარი საკუთარ ისტორია ჰყვება. ამის შესახებ მან „ქრონიკაში“ ისაუბრა. მსჯავრდადებული, რომელმაც სააკაშვილის მთავრობის ერთ-ერთი უმძიმესი საპატიმროს პირობები საკუთარ თავზე გამოცადა, „...