დავით ქართველიშვილი: პანდემიის დროს ეკლესიის კარების არდახურვა პატრიარქის სულიერი სიმტკიცის მაგალითი იყო
ისრაელში განვითარებულ მოვლენებსა და ეკლესიის როლზე ისაუბრა დავით ქართველიშვილმა და აღნიშნა, რომ რთულ პერიოდებში სულიერი სიმტკიცე გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს. „უწმინდესმა პანდემიის დროს მაგალითი მისცა მთელ მართლმადიდებელ სამყაროს“, - წერს ანალიტიკოსი და ხაზს უსვამს ეკლესიის უწყვეტი ფუნქციონირების მნიშვნელობას კრიზისის დროს.
„დღეს, როდესაც ისრაელის ხელისუფლებამ, შუა დიდ მარხვაში, სალოცავად დახურა მაცხოვრის საფლავის ტაძარი, რომელიც ყველაზე რთულ პერიოდშიც კი ყოველთვის ღია იყო მორწმუნეთათვის - როგორ არ გავიხსენოთ უწმინდესის გმირობა, რომელმაც პანდემიის დროს ღვთის სახლის კარები არ ჩაგვიკეტა, წირვა-ლოცვის გარეშე არ დაგვტოვა. არ დაგვტოვა: იმდროინდელ ხელისუფალთა დაჟინებული მოთხოვნის, ზოგიერთი რწმენაში დასუსტებული კლირიკოსის, შეშინებული საზოგადოების ნაწილის ზეწოლის მიუხედავად. დღეს ისრაელში გრძელდება რთული მოლაპარაკებები, ვნების შვიდეულში, ვნების შაბათს (ღვთაებრივი ცეცხლის გარდამოსვლა) და აღდგომის ღამეს - ღვთისმსახურების ჩატარებაზე ნებართვის მიღების მიზნით. საქართველოში ვერც ერთი ხელისუფალი, ვერც ერთი შეშინებული მღვდელმსახური თუ მოყვასი - რომელმაც ზურგი გვიქცია მაშინ იმ შიშის გამო, რომ „ერთი კოვზით ვეზიარებოდით“ და ვირუსის „გამავრცელებლები“ ვიყავით - ვერ გადალახავდა ფიზიკურად დაუძლურებული პატრიარქის ურყევ სულიერ სიმტკიცეს. რა იყო ეს, თუ არა გმირობა, თუ არა რწმენაში მტკიცედ და შეურყევლად დგომა. უწმინდესმა მაშინ მთელ მართლმადიდებელ სამყაროს მისცა ამ სიმტკიცის მაგალითი. ის მსოფლიო მასშტაბის მნათობი იყო და არა მხოლოდ ქრისტიანული სამყაროსი. ღმერთმა გადაალახინოს იერუსალიმის ეკლესიას დიდი მარხვის ამ რთულ პერიოდში მოვლენილი განსაცდელი. ჩვენც განსაცდელში ვართ ამჟამად, მაგრამ მათი გადალახვით, რწმენაში მხოლოდ გაძლიერებულნი გამოვალთ… P.S.: ლუციფერმა უწმინდესის გარდაცვალებაში თითქოს სისუსტე პოვა ჩვენს საერთო ეკლესიაში და ცდილობს შეტევაში გადავიდეს - ნუ იყოს ასე ჩვენდა!“, - წერს დავით ქართველიშვილი.
1773939208
ახალი ამბებიცნობილია, რა ადგილას დაიკრძალება სიონის ტაძარში პატრიარქი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს კვირას, 22 მარტს, მისი სურვილის შესაბამისად, სიონში დაკრძალავენ. ადგილი უკვე შერჩეულია. ეს არის ტაძარში საკურთხეველთან მარც...
1773938649
ახალი ამბებისაქართველოს საპატრიარქო სინოდის სხდომის ოქმს აქვეყნებს
საქართველოს საპატრიარქო სინოდის სხდომის ოქმს აქვეყნებს: „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის ოქმი (18.03.2026) წმინდა სინოდის სხდომა იქნა მოწვეული სამწუხარო მიზეზით - სრულიად ს...
1773937611
ახალი ამბებიპატრიარქის ნათლულები სამების ტაძრის მიმართულებით მსვლელობას მართავენ
ავლაბრის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან სამების ტაძრის მიმართულებით, სადაც პატრიარქის პანაშვიდი მიმდინარეობს, პატრიარქის ნათლულები მსვლელობას მართავენ. ასე აპირებენ ისინი პატივი მიაგონ უწმინდესს. ცნობი...
1773936886
ახალი ამბებიბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს და სრულიად საქართველოს, პატრიარქის გარდაცვალების გამო სამძიმარს უცხადებს
ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ნადეჟდა ნეინსკი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს და სრულიად საქართველოს, პატრიარქის გარდაცვალების გამო სამძიმარს უცხადებს. „თქვენო აღმატებულებავ, სრულიად საქარ...
1773936841
ახალი ამბებიუნგრეთის ვიცე-პრემიერი: ჭეშმარიტებაა, რომ ქრისტიანები მთელი მსოფლიოდან ილია მეორეს მიიჩნევდნენ სარწმუნოებისა და სულიერების შუქურად, ქართველი ერის ნამდვილ ბურჯად
„ღრმა მწუხარებით შევიტყვე, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II გარდაიცვალა - გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გულწრფელი სამძიმარი უნგრეთის...































