ვიქტორ ჯაფარიძე: ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს, წმინდა სამოციქულო ეკლესიას, მრევლს და თითოეულ მოქალაქეს, ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალებას, მთელი მისი მოღვაწეობ იყო ერის სულიერი ერთიანობის სიმბოლო
„დიდი მადლობა იმ 49 წლისთვის, რომელიც მან, როგორც საჭეთმპყრობელმა დიდი რუდუნებით ატარა, ეს იყო საქართველოში მართლმადიდებლობის აღორძინების საუკეთესო წლები, თუმცა ეს არ იყო ია-ვარდით მოფენილი გზა“, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ რეგიონული ურთიერთობების მდივანი, დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე და ამ პოსტით იმ ღვაწლს უსვამს ხაზს, რაც ქვეყნისა და ერისა წინაშე პატრიარქს მიუძღვის.
„მეორე დღეა მთელი ქვეყნიდან მოდიან მოქალაქეები სამების საკათედრო ტაძარში ჩვენი პატრიარქის ილია II -ის ხსოვნისადმი პატივის მისაგებად. ვიღებთ სამძიმრებს ჩვენი არაქრისტიანი თანამემამულეებისგანაც, რომლებიც ჩვენს უსაზღვრო მწუხარებას ჩვენთან ერთად იზიარებენ.
ამ მძიმე წუთებში ძნელია სრულად შეაფასო ჩვენი სულიერი მამის ღვაწლი დედა ეკლესიისა და ჩვენი სამშობლოს წინაშე. დიდი მადლობა იმ 49 წლისთვის, რომელიც მან, როგორც საჭეთმპყრობელმა დიდი რუდუნებით ატარა, ეს იყო საქართველოში მართლმადიდებლობის აღორძინების საუკეთესო წლები, თუმცა ეს არ იყო ია-ვარდით მოფენილი გზა. მხოლოდ 9 აპრილისა და 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, კონფლიქტის ზონიდან ჩვენი გმირი ჯარისკაცების გადმოსვენების გახსენებაც საკმარისია იმის საილუსტრაციოდ, რა რთულ და გამოწვევებით სავსე ეპოქაში მოუწია მას, როგორც სულიერ ლიდერს, ემართა და გაეძლიერებინა დედა ეკლესია.
დღეს, ძალიან შთამბეჭდავი იყო პატრიარქის ნათლულების მარში, მძიმე დემოგრაფიული სურათის ფონზე, მისი ეს ინიციატივა ერთ-ერთი ნათელი მაგალითია იმის, რამდენად დიდი, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე სულიერი მამა გვყავდა. ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს, წმინდა სამოციქულო ეკლესიას, მრევლს და თითოეულ მოქალაქეს, ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებას, მთელი მისი მოღვაწეობა იყო ერის სულიერი ერთიანობის სიმბოლო“, - წერს ვიქტორ ჯაფარიძე.
1773949074
ახალი ამბებიდეკანოზი ალექსანდრე გალდავა: ვფიქრობ, ისტორია პატრიარქის ეპოქას შეაფასებს ყველაზე ამაღლებული ფორმით, პატრიარქის მოსვლა და პატრიარქის წასვლა ათვლის წერტილია
„ვფიქრობ, ისტორია პატრიარქის ეპოქას შეაფასებს ყველაზე ამაღლებული ფორმით, ვფიქრობ, რომ პატრიარქის ეპოქა საქართველოს უახლეს ისტორიაში ისეთივე იქნება, როგორც ვიქტორიანული ეპოქა მეცხრამეტე საუკუნის ინგლის...
1773944968
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი: პანდემიის დროს ეკლესიის კარების არდახურვა პატრიარქის სულიერი სიმტკიცის მაგალითი იყო
ისრაელში განვითარებულ მოვლენებსა და ეკლესიის როლზე ისაუბრა დავით ქართველიშვილმა და აღნიშნა, რომ რთულ პერიოდებში სულიერი სიმტკიცე გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს. „უწმინდესმა პანდემიის დროს მაგალითი მისც...
1773944410
ახალი ამბებიგიორგი ჯინჭარაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პანაშვიდს დაესწრო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას პატივი მიაგო. მთავრობის თავმჯდომარე ასევე, საქართვე...
1773942617
ახალი ამბებითბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს 21-22 მარტს უფასოდ მოემსახურება
თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი - ავტობუსები, მიკროავტობუსები და მეტრო მგზავრებს 21-22 მარტს უფასოდ მოემსახურება. აღნიშნული გადაწყვეტილება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნე...
1773942445
ახალი ამბებითბილისის მეტრო სამი დღის განმავლობაში მგზავრებს გახანგრძლივებული დროით მოემსახურება
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის პანაშვიდებთან დაკავშირებით, იცვლება მუნიციპალური ტრანსპორტის სამუშაო საათები. დღეს, 19 მარტს თბილისის მეტრო მგზავრებს 02:00 საათამდე მოემსახურება. აღნიშნული...































