დავით ქართველიშვილი: საქართველოს ტერიტორიაზე შეიძლება მოძრაობდეს არა მხოლოდ ტვირთი, მგზავრი და ელექტროენერგია, არამედ თანამედროვე ეკონომიკაში არანაკლებ ძვირფასი რესურსი - მონაცემები და გამოთვლითი სიმძლავრეები

„ცნება „საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი“ სრულიად ახალ - უკვე ტექნოლოგიურ შინაარსსაც შეიძენს“, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში და აღნიშნავს, რომ ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი პირველი საერთაშორისო Tier III სტანდარტის კომერციული მონაცემთა ცენტრის პროექტი წარმატებით განხორციელდება.

დავით ქართველიშვილი მიიჩნევს, რომ თანამედროვე ეკონომიკაში არანაკლებ ძვირფასი რესურსია მონაცემები და გამოთვლითი სიმძლავრეები და ეს დარგი საქართველოს უაღრესად პერსპექტიული ქვეყნად აქცევს.

„თბილისში საქართველოს პირველი საერთაშორისო Tier III სტანდარტის კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობის დაწყება, ერთი შეხედვით, შესაძლოა მხოლოდ საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტებისთვის საინტერესო სიახლედ მოგვეჩვენოს. სინამდვილეში კი, საუბარია გაცილებით მნიშვნელოვან მოვლენაზე: ქვეყანაში იქმნება ერთგვარი მაღალტექნოლოგიური და საიმედოდ დაცული „ციფრული საცავი“, სადაც შესაძლებელი იქნება ბანკების, კომპანიების, სახელმწიფო დაწესებულებებისა და ტექნოლოგიური ბიზნესის უზარმაზარი მოცულობის ინფორმაციის შენახვა და დამუშავება. 2 მეგავატი სიმძლავრის ცენტრს Silknet აშენებს, მის ოპერირებას Silk Cloud განახორციელებს, ხოლო ექსპლუატაციაში გაშვება 2027 წელს იგეგმება. რაც მთავარია, მშენებლობა უკვე დაწყებულია, ანუ საქმე გვაქვს არა ციფრული მომავლის შესახებ მორიგ ლამაზ მემორანდუმთან, არამედ რეალურ ინფრასტრუქტურულ პროექტთან. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს ობიექტი მხოლოდ დღევანდელი საჭიროებების გათვალისწინებით არ იქმნება. მისი ინფრასტრუქტურა გათვლილია ღრუბლოვან ტექნოლოგიებსა და ხელოვნური ინტელექტის სისტემებზეც, რომლებსაც განსაკუთრებით დიდი გამოთვლითი რესურსები სჭირდება. საერთაშორისო Tier III სტანდარტი კი, მაღალ საიმედოობას გულისხმობს - უმნიშვნელოვანესი ტექნიკური სამუშაოების ჩატარება შესაძლებელი იქნება მოქმედი სერვისების გათიშვის გარეშე. პროექტში მონაწილეობენ მსხვილი საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის Orange, Atos, BCG და Huawei. ჯერ კიდევ 2025 წლის მაისში Silknet-მა Orange Polska-სთან ერთად მსგავსი ცენტრის შექმნისთვის მზადების შესახებ განაცხადა. ახლა კი, ეს იდეა უკვე უშუალოდ მშენებლობის ეტაპზე გადავიდა.

საქართველოსთვის აქ კიდევ ერთი პრინციპული უპირატესობა იკვეთება: ქართული ორგანიზაციების მონაცემების შენახვა და დამუშავება უშუალოდ ქვეყნის შიგნით, საერთაშორისო კლასის ინფრასტრუქტურაზე გახდება შესაძლებელი. ეს მხოლოდ ბიზნესის კომფორტის საკითხი არ არის - ეს ქვეყნის ციფრული დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების მნიშვნელოვანი კომპონენტიცაა.

ამასთანავე, საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა კვლავ იწყებს ქვეყნის სასარგებლოდ მუშაობას: Silknet-ის არსებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელი ტრანსსასაზღვრო კავშირებით სომხეთს, აზერბაიჯანსა და თურქეთს უკავშირდება, მათი გავლით კი - ევროპას, ახლო აღმოსავლეთსა და აზიას. შესაბამისად, ახალ მონაცემთა ცენტრს პოტენციალი აქვს, მხოლოდ საქართველოს შიდა ბაზარზე კი არა, მთლიანად „კავკასია-შავი ზღვის“ უფრო ფართო რეგიონზეც იმუშაოს. სწორედ ამიტომ ღირს ამ სიახლის განხილვა შუა დერეფნის, პორტების, რკინიგზის, აეროპორტებისა და ენერგეტიკული კავშირების განვითარების საერთო კონტექსტში. საქართველოს ტერიტორიაზე შეიძლება მოძრაობდეს არა მხოლოდ ტვირთი, მგზავრი და ელექტროენერგია - თანამედროვე ეკონომიკაში არანაკლებ ძვირფასი რესურსია მონაცემები და გამოთვლითი სიმძლავრეები. ერთი მონაცემთა ცენტრი, რა თქმა უნდა, საქართველოს ერთ დღეში „ციფრულ სინგაპურად“ ვერ გადააქცევს, თუმცა მიმართულება უაღრესად პერსპექტიულია: ქვეყანა თანდათან თავის ტრადიციულ უპირატესობას - ევროპასა და აზიას შორის მდებარეობას - თანამედროვე ციფრული ინფრასტრუქტურით ავსებს. და თუ პირველ ასეთ ობიექტს ახალი მონაცემთა ცენტრები, ღრუბლოვანი პლატფორმები და ხელოვნურ ინტელექტში ინვესტიციები მოჰყვება, ცნება „საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი“ სრულიად ახალ - უკვე ტექნოლოგიურ - შინაარსსაც შეიძენს“, - წერს დავით ქართველიშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1786426355

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი კირცხალიას წერილზე: კულტურის სფეროს ცალკეულ მოღვაწეთა ქმედება უამრავ კითხვის ნიშანს იწვევს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის წერილს გამოეხმაურა. მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფილირებულმა პოლიტიკურმ...

დავით მათიკაშვილი

1786424866

ახალი ამბები

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

18 წელი შინდისის ბრძოლიდან. 2008 წლის 11 აგვისტო ის თარიღია, რომელიც შინდისის გმირების ამბავს გვიყვება. დღეს 18 წელი შესრულდა იმ დღიდან, როცა ქართველი ჯარისკაცები რუსებთან უთანასწორო ბრძოლაში ჩაებნენ....

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

1786395210

მსოფლიო

ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთმა ჩრდილოეთ კორეიდან დამატებითი ბალისტიკური ტექნიკა მიიღო

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის ტერიტორიაზე ჩრდილოეთ კორეის დამატებითი ძალების, მათ შორის ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკური რაკეტების განლაგება მიმდინარეობს. ამის შესახებ პრეზი...

ზელენსკი ზელენსკი

1786393468

მსოფლიო

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპული ადამიანების რიცხვი 111-მდე გაიზარდა - გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა

კოლუმბიაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპული ადამიანების რიცხვი 111-მდე გაიზარდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. მიწისძვრის გამო კოლუმბიის პრეზიდენტმა აბელარდო დე ლა ესპრიელამ ქვეყანაშ...

 დაღუპული ადამიანების რიცხვი

1786390787

მსოფლიო

რეკორდულად ცხელი ზაფხული ევროკავშირის ეკონომიკას 180 მილიარდი ევრო დაუჯდება - Politico

„წლევანდელი უკიდურესად ცხელი ზაფხული ევროკავშირის ეკონომიკას 180 მილიარდი ევრო დაუჯდება, რაც მშპ-ს დაახლოებით 1%-ს და ბლოკის მიერ 2026 წელს მიღწეულ მთლიან ზრდას უტოლდება“, - ამის შესახებ გამოცემა Poli...

ამინდი