დავით ქართველიშვილი: შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის მარცხმა დონალდ ტრამპი კლასიკურ „კოჭლ იხვად“ აქცია
ამერიკის შეერთებულ შტატებში 2026 წლის შუალედური არჩევნები შეაფასა სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა და აღნიშნა, რომ კონგრესზე კონტროლის დაკარგვამ თეთრ სახლს საკანონმდებლო არტერიები გადაუკეტა. გარდა ამისა, ექსპერტი წერს, რომ რამდენიმე მიმართულებით ტრამპის შესუსტებამ ის საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე გადართვისკენ აიძულა.
ვრცელ პოსტში დავით ქართველიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებამდე დარჩენილი 2 წლის განმავლობაში მოსალოდნელ დაპირისპირებაზეც აკეთებს აქცენტს და აღნიშნავს, რომ ტრამპის „მიმავალი გავლენის ირგვლივ გადარჩენისთვის სასტიკი ბრძოლა იშლება“.
„2026 წლის შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის მარცხმა დონალდ ტრამპი, მისი მმართველობის დასრულებამდე ორი წლით ადრე, კლასიკურ „კოჭლ იხვად“ აქცია, თუმცა, 2024 წლის არჩევნებთან შედარებით, არის მნიშვნელოვანი პროგრესი: კონგრესში არც ერთი მიცვალებული არ იქნა არჩეული - ამჯერად, ექსპერიმენტის სახით, ყველა გამარჯვებული ცოცხალია. მიუხედავად ამ სიახლისა, კონგრესზე კონტროლის დაკარგვამ თეთრ სახლს საკანონმდებლო არტერიები გადაუკეტა: ოპოზიციური წარმომადგენელთა პალატა გამოძიებების კასკადსა და ბიუჯეტურ ბლოკადას ამზადებს, ხოლო დაკარგული სენატი მოსამართლეთა დანიშვნებს ბლოკავს. შიდა ბერკეტებს მოკლებული და ბლოკირებული პრეზიდენტი იძულებულია საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე გადაერთოს და აღმასრულებელი ბრძანებულებების მიღმა დაიმალოს, სანამ მისი მიმავალი გავლენის ირგვლივ გადარჩენისთვის სასტიკი ბრძოლა იშლება.
MAGA-ს არქიტექტურის საკვანძო ფიგურებისთვის - ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსისა და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთვის, დადგა „ჭეშმარიტების მომენტი“ და პერსონალური პოლიტიკური არჩევანის გაკეთების ჟამი, სადაც „ბელადისადმი“ ღია ღალატი (ყველას ახსოვს მაიკ პენსის ეპიზოდი) მყისიერი თვითმკვლელობის ტოლფასია. ვენსი ბოლომდე ტრამპზე მიჯაჭვული დარჩება: როგორც მოძრაობის პირდაპირი იდეოლოგიური მემკვიდრე, მას არ შეუძლია ერთი ნაბიჯითაც კი, გადაუხვიოს ერთხელ გაკეთებულ არჩევანს. მისი ერთადერთი სტრატეგია 2028 წლისკენ მიმავალ გზაზე - ტრამპისადმი ერთგულების წმინდად შენარჩუნებაა, ხოლო განადგურების დაბრალება - „დიფ სთეითის“ საბოტაჟსა და სისტემურ მედია-შეთქმულებაზე. მარკო რუბიო კი, პირიქით, ტექნოკრატიული დისტანცირების სცენარს ჩართავს და დახარვეზებული რეჟიმის ნანგრევებიდან გადარჩენას შეეცდება. სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის სტატუსით ის ტოქსიკური შიდა დღის წესრიგიდან ეროვნული უსაფრთხოების სფეროში გადავა. საერთო ქაოსის ფონზე ის ერთადერთ საღად მოაზროვნე ლიდერის იმიჯს აყალიბებს. მისი გათვლა პრაგმატული და ცივია: ფოკუსირება ჩინეთთან დაპირისპირებასა და ლათინო-ამერიკულ ვექტორზე, რათა მომდევნო პრაიმერიზისთვის წარდგეს ერთადერთ კომპრომისულ ლიდერად, რომელსაც ძალუძს გააერთიანოს MAGA-ს რადიკალები და სასოწარკვეთილი ზომიერი ძალები.
ამასობაში თავად რესპუბლიკურ პარტიაში მიმავალი ლიდერის მემკვიდრეობისთვის უმოწყალო ელექტორალური ომი იწყება. უოლ-სტრიტის მსხვილი დონორები და პარტიული ისტებლიშმენტი ღიად აღიარებენ ტრამპის ბრენდს ეროვნული რბოლებისთვის ტოქსიკურად და შტატების გუბერნატორებს შორის ალტერნატიულ ფიგურებს სასწრაფოდ ეძებენ. ულტრაკონსერვატიული ბირთვის კატეგორიული უარი, აღიაროს რეალობა, მხოლოდ აღრმავებს განხეთქილებას და კონგრესში რესპუბლიკელების ფრაქციას საბრძოლო ველად აქცევს, სადაც ტრამპისადმი იდეალისტური ერთგულება პოლიტიკური თვითგადარჩენის მკაცრ ინსტინქტს ეჯახება.
უახლოესი ორი წელი მემკვიდრეთა დამქანცველ ომად გადაიქცევა, საიდანაც დაუზიანებელი არავინ გამოვა. ტრამპისგან „გათავისუფლების“ მცდელობა ახლა შეუძლებელია - მისი კონტროლი შიდაპარტიულ არჩევნებზე კვლავ აბსოლუტურია, რაც ვენსს აიძულებს ტოქსიკურ პრეზიდენტთან ერთად ერთ ნავში ჩაიძიროს დემოკრატიული უმრავლესობის დარტყმების ქვეშ. რუბიო და ზომიერი ფრთა ფრთხილი დისტანციის ხარჯზე ეცდებიან წყლის ზედაპირზე გადარჩენას, მაგრამ მთავარი შეკითხვა ღიად რჩება: მოასწრებენ თუ არა ისინი სამაშველო ტივტივების აგებას მანამ, სანამ პოლიტიკური ოლიმპი საბოლოოდ შთანთქავს მთელ პარტიულ ელიტას მის მიმავალ ლიდერთან ერთად?“, - წერს დავით ქართველიშვილი.
1793774453
ახალი ამბებისოზარ სუბარი: 2008 წლის ომში მოსახლეობის გაწირვა იყო დავალება, რომელიც სააკაშვილს ჰქონდა მიღებული - რაც მეტი იქნებოდა მსხვერპლი, მით უფრო რთული, ან სულაც შეუძლებელი იქნებოდა შერიგება
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის სოზარ სუბარის განცხადებით, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სააკაშვილის ხელისუფლებამ მშვიდობიანი მოსახლეობა შეგნებულად გაწირა და კონფლიქტის ზო...
1793774422
ახალი ამბებიპოლიციამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით მარნეულში ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს...
1793773834
ახალი ამბებისამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების და ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღკვეთეს - დაკავებულია 2 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრები...
1793772264
მსოფლიოიანვრიდან აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლს დემოკრატიული პარტია გადაიბარებს - არჩევნების წინასწარი შედეგები ცნობილია
იანვრიდან წარმომადგენელთა პალატის სრული კონტროლი დემოკრატების ხელში იქნება, - ამის შესახებ BBC წერს. CBS News-ის პროგნოზების მიხედვით: 👇 🔹„დემოკრატები“ წარმომადგენელთა პალატაში, სულ მცირე, 229 მან...
1793771645
მსოფლიოდონალდ ტრამპი წითელი კეპის ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც დატანილია წარწერა: ვეტო
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელ Truth Social-ზე წითელი კეპის ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც მხოლოდ ერთი სიტყვა - „VETO“ (ვეტო) არის დატანილი. პოლიტიკურ მიმომხილველად ვიქცევი - დადე...































