მაკა ბოჭორიშვილი „ევრონიუსის“ ორგანიზებულ გაფართოების სამიტზე პრემიერის მონაწილეობაზე: ბრიუსელში არის ინტერესი, ევროკავშირში არის ინტერესი გარკვეულწილად მოუსმინონ საქართველოს, ქართული მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა პოზიცია ღიაობასთან დაკავშირებით

„ბრიუსელში არის ინტერესი, ევროკავშირში არის ინტერესი გარკვეულწილად მოუსმინონ საქართველოს და ეს რა თქმა უნდა იყო კარგი შესაძლებლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის და ეს შესაძლებლობა, ეს მოსაწვევი გამოყენებული იყო იმისთვის, რომ ჩვენ მიგვეღო მონაწილეობა ღონისძიებაში, რომელიც ეძღვნებოდა ევროკავშირის გაფართოების თემას“, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, ქართული მხარის მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა დიალოგის მზაობა.

„ქართული მხრიდან გაჟღერდა ის პოზიცია, რაც ჩვენ გვაქვს დიალოგთან დაკავშირებით და საუბართან დაკავშირებით. ჩვენ გვჭირდება ღია საუბარი ევროკავშირთან ყველა იმ საკითხზე, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ევროკავშირს ეჩვენება პრობლემურად, რომ არის მათთვის მნიშვნელოვანი ამ პროცესში. აქედან გამომდინარე, ეს იყო მნიშვნელოვანი, რომ ქართული მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა პოზიცია ღიაობასთან დაკავშირებით და მზაობასთან დაკავშირებით. რომ ჩვენ ვართ მზად ევროკავშირთან სასაუბროდ დიალოგისთვის“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

ცნობისთვის, ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივები, კანდიდატი ქვეყნების ევროპული მომავალი და პოლიტიკური გამოწვევები - ბრიუსელში „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებული გაფართოების სამიტი გაიმართა. პანელურ დისკუსიაში მონაწილეობისას საქართველოს პრემიერ - მინისტრმა ქვეყნის ისტორიულ არჩევანზე, ევროსტრუქტურებთან დღეს არსებულ ურთიერთობებსა და დიალოგის მზაობაზე ისაუბრა. დისკუსიები შეეხებოდა კანდიდატი ქვეყნების მიერ მიღწეულ პროგრესს და განხორციელებულ რეფორმებს. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793775846

ახალი ამბები

ევროკავშირის უხეში ჩარევა საქართველოს სასამართლო სისტემაში - ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვს, რომ მოსამართლეები უცხოელების მონაწილეობით დანიშნოს

ევროკომისიამ გაფართოების შესახებ 2026 წლის ანგარიში მოამზადა, რომელშიც საქართველოსგან კვლავ მოითხოვს, რომ სასამართლოებში ე.წ. ვეტინგის სისტემა დაინერგოს. კერძოდ, ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს...

ევროკავშირი

1793774453

ახალი ამბები

სოზარ სუბარი: 2008 წლის ომში მოსახლეობის გაწირვა იყო დავალება, რომელიც სააკაშვილს ჰქონდა მიღებული - რაც მეტი იქნებოდა მსხვერპლი, მით უფრო რთული, ან სულაც შეუძლებელი იქნებოდა შერიგება

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის სოზარ სუბარის განცხადებით, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სააკაშვილის ხელისუფლებამ მშვიდობიანი მოსახლეობა შეგნებულად გაწირა და კონფლიქტის ზო...

სოზარ სუბარი

1793774422

ახალი ამბები

პოლიციამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით მარნეულში ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს...

დაკავება და ბორკილები

1793773834

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების და ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღკვეთეს - დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრები...

ნარკოტიკული საშუალები

1793772264

მსოფლიო

იანვრიდან აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლს დემოკრატიული პარტია გადაიბარებს - არჩევნების წინასწარი შედეგები ცნობილია

იანვრიდან წარმომადგენელთა პალატის სრული კონტროლი დემოკრატების ხელში იქნება, - ამის შესახებ BBC წერს.   CBS News-ის პროგნოზების მიხედვით: 👇 🔹„დემოკრატები“ წარმომადგენელთა პალატაში, სულ მცირე, 229 მან...

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაზ