დავით სონღულაშვილი: ყველას გილოცავთ ამ ისტორიულად მნიშვნელოვან მოვლენას! ნამდვილად საამაყო ფაქტია, რომ ღვინის წარმოების 8000-წლოვან უწყვეტ ტრადიციას გვერდი დაუმშვენა ხორბლის კულტურამ
„ხორბლის სახეობათა მრავალფეროვნებით საქართველო უნიკალურია მთელ მსოფლიოში. UNESCO-მ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ შეიტანა. ამ აღიარებამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ქართული აგრარული ცოდნის უწყვეტი, ისტორიული ხაზის მნიშვნელობა“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ შეტანის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს.
მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მსოფლიოში დღევანდელი მდგომარეობით აღწერილი ხორბლის 27 კულტურული და ველური სახეობიდან - 14 საქართველოშია აღმოჩენილი, რომელთაგან 5 ენდემურ ჯიშს წარმოადგენს.
„თითოეული ჩვენგანისთვის ნამდვილად საამაყო ფაქტია, რომ ღვინის წარმოების 8000-წლოვან უწყვეტ ტრადიციას გვერდი დაუმშვენა ხორბლის კულტურამ და მასთან დაკავშირებულმა რიტუალებმა. ალბათ, ცალკე უნდა ვისაუბროთ მკისა და მოსავლის აღება-დაბინავების უნიკალური მეთოდების შესახებ. იქნება ეს შნაკვით მკა, ალოობა, თუ გალეწვა; შემდგომ კი მოსავლის დაბინავება ბეღელებში, ხაროებსა და მიწის ორმოებში. რაც შეეხება პურის ცხობის
ტრადიციას, თავისი განსაკუთრებულობითა და მრავალფეროვნებით, შეიძლება ითქვას, რომ ცოცხალი და მოქმედი გასტრონომიული მუზეუმია.
მინდა ხაზი გავუსვა, რომ გარდა იმ სამუშაოსი, რომელიც UNESCO-სთან ერთად ვაწარმოვეთ, სამინისტრო წლების განმავლობაში FAO-სთან ერთად მუშაობდა ქართული ხორბლის სერტიფიცირების სისტემის დახვეწაზე, ეროვნული
კატალოგის შექმნასა და გენეტიკურ ბანკზე. ამ თანამშრომლობამ, ერთი მხრივ, ფერმერებს მისცა საშუალება, სტანდარტებით დაცული სათესლე მასალა ჰქონოდათ და, მეორე მხრივ, ბაზარი დაცული ყოფილიყო ფალსიფიცირებული პროდუქციისგან. ცალკე აღსანიშნავია სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დიდი ძალისხმევა ქართული ხორბლის, სიმინდისა და ლობიოს 210 უნიკალური ნიმუშის, ნორვეგიის სვალბარდის გლობალური თესლის საცავში განთავსებასთან დაკავშირებით.
დღეს ყველა ამ პროცესის შედეგს ვხედავთ. დღეს მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ ქართული ხორბალი არა მხოლოდ ჯიშური მრავალფეროვნებით, არამედ ხარისხობრივად მნიშვნელოვანი თვისებებით გამოირჩევა. შესაბამისად, საქართველოს შეუძლია თანამედროვე სამყაროში განსაკუთრებული სიტყვა თქვას იმ გენეტიკური რესურსით, რომელიც გვაქვს. ჩვენთვის ეს ეროვნული სიამაყეა, ჩვენი განსაკუთრებული წვლილია მსოფლიო ცივილიზაციის ჩამოყალიბების საქმეში“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა სიტყვის დასასრულს მადლობა გადაუხადა ყველა ჩართულ მხარეს, ვინც უდიდესი შრომით და ცოდნით უზრუნველყო ამ ისტორიული დღის შექმნა.
1765723027
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი: მართლაც, თავისი სახელი თქვა ჩვენმა ქვეყანამ და ღირსეულად უმასპინძლა საბავშვო ევროვიზიას
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საბავშვო ევროვიზიის კონკურსის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა. როგორც მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, საქართველომ კონკურსს ღირსეულად უმასპინძლა. „ძალიან დი...
1765721231
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი: ყველასთვის ნათელი უნდა იყოს ჩვენი გზავნილები - ჩვენ გვინდა მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარება და მზად ვართ ყველასთან დიალოგისთვის
ყველასთვის ნათელი უნდა იყოს ჩვენი გზავნილები - ჩვენ გვინდა მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარება და მზად ვართ ყველასთან დიალოგისთვის, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა. საქართველოს პრეზიდენტის...
1765720771
ახალი ამბებიპრემიერი: იუნესკოს მთავრობათაშორისი კომიტეტის მიერ ქართული ხორბლის კულტურის კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეტანა არის მსოფლიო დონის აღიარება იმ ჭეშმარიტებისა, რომელიც ჩვენს გენეტიკაშია კოდირებული
იუნესკოს მთავრობათაშორისმა კომიტეტმა მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება ქართული ხორბლის კულტურა, ტრადიციები და რიტუალები კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტან...
1765716486
მსოფლიოგერმანიაში საშობაო ბაზრობაზე თავდასხმის მოწყობის ბრალდებით 5 ადამიანი დააკავეს
გერმანიაში საშობაო ბაზრობაზე თავდასხმის მოწყობის ბრალდებით 5 ადამიანი დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან 3 მაროკოელი, ეგვიპტელი და სირიელი. არსებული ინფორმაციით, ისინი ბავარიაში, ერთ-ერთ საშობაო ბაზრ...
1765712090
ახალი ამბებიხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში გზების თოვლის საფარისგან გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს - აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში ადმინისტრაციულ ცენტრებთან დამაკავშირებელი და შიდა სასოფლო გზების თოვლის საფარისგან გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას აჭარის საავტომობილო...































