თინათინ რუხაძე: ყველას ვულოცავ საბავშვო ევროვიზია 2025-ის ჩატარებას, ყველაფერი ღირსეულად და ლამაზად ჩატარდა, წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას და ბევრ მსგავს დიდ ევროპული დონის პროექტს
ყველას ვულოცავ საბავშვო ევროვიზია 2025-ის ჩატარებას, კულტურა არის ჩვენი ევროპული ინტეგრაცია და ვამბობთ, რომ დღეს საქართველო უმაღლესი ხარისხის პროდუქტს დებს, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ განაცხადა.
მისი თქმით, კონკურსის ორგანიზებაში ერთიანი გუნდი იყო ჩართული, მხოლოდ საქართველოდან 1500-დან 2000 ათასამდე ადამიანი.
„ამ ადამიანებმა ერთი წლის განმავლობაში ის ხარისხი დადეს, რაც ვიხილეთ. ყველას ვურჩევ, ვინც ვერ უყურა, გადაახვიონ და შეხედონ, როგორი ხარისხით, რა სურათით გავიდა და წარდგა დღეს საქართველო მსოფლიოს წინაშე. კულტურა არის ჩვენი ევროპული ინტეგრაცია და ვამბობთ, რომ დღეს საქართველო უმაღლესი ხარისხის პროდუქტს დებს.
ძალიან რთული იყო ტექნიკურად, რთული დავალების სიმღერის კონკურსი იყო. მონაწილეობდა 18 ქვეყანა, პრაქტიკულად ქალაქი გაშენდა ამისთვის. მადლობა მინდა, ვუთხრა შემოქმედებით ჯგუფს, ყველა იმ ადამიანს, ვინც შინაარსობრივი ნაწილი მოიფიქრა, რომ საქართველო დღეს ჟღერდა, ჩანდა მთელ ევროპაში და ალბათ, მსოფლიოში“, - აღნიშნა თინათინ რუხაძემ.
მისი თქმით, საბავშვო ევროვიზია 2025 უმაღლეს დონეზე ჩატარდა.
„ყველა ერთმანეთს გულშემატკივრობდა, რაც ნამდვილად კარგია, ყველაფერი ქართული ერთობით გაკეთდა. მადლობა საზოგადოებრივ მაუწყებელს, განსაკუთრებით, თიკო ბერძენიშვილს და მაუწყებლის დიდ გუნდს, რომელსაც დღე და ღამე ჰქონდა გასწორებული. მადლობა ბასა ფოცხიშვილს, ისეთი გახსნა და დახურვა აჩვენა, მსოფლიოს დიდ, კარგ კონკურსს რომ შეშურდებოდა. მადლობა მთელ შემოქმედებით ჯგუფს, მადლობა „რანინას“, პროექტს, რომელიც ფაბრიკასავით უშვებს ამ ბავშვებს.
მადლობა საქართველოს მთავრობას, ყველა იყო ჩართული – შინაგან საქმეთა სამინისტრო, სპორტის სამინისტრო, სახელმწიფო დაცვის სამსახური, ყველანი ვიყავით ჩართული. მადლობა კულტურის სამინისტროს ჯგუფსაც. ტექნიკურად ეს რომ არ შესძლებოდა „სთარინგ ჯორჯიას“, არაფერი გამოვიდოდა. ძალიან ემოციური დღეა, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა საზოგადოებრივ მაუწყებელს.
ყველაზე დიდი მადლობა იმ პაწია ანდრია ფუტკარაძეს, სამშობლო ასახელა ამ პატარა ასაკში. ყველაფერი ღირსეულად და ლამაზად ჩავატარეთ. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას და ბევრ მსგავს დიდ ევროპული დონის პროექტს“, - განაცხადა თინათინ რუხაძემ.
1791964815
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ვენეციის კომისიის დასკვნაზე: ეს ინსტიტუტი პოლიტიზებულია, რაც ძალიან სამწუხაროა, ნაცვლად იმისა, რომ სამართლებრივ ჭრილში აფასებდეს საკითხებს
„ეს ინსტიტუტი პოლიტიზებულია, რაც ძალიან სამწუხაროა, ნაცვლად იმისა, რომ სამართლებრივ ჭრილში აფასებდეს საკითხებს“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმ...
1791963135
ახალი ამბებიზურაბ ქადაგიძე: ქვეყნის განახლებულ ბიუჯეტზე მსჯელობისას, უმთავრესი საზომია - რას იგრძნობს რიგითი ქართველი და რამდენად სამართლიანად ნაწილდება ქვეყნის დოვლათი
სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტებზე წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე. როგორც ის აღნიშნავს, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო კონკრეტული ნაბიჯებით ფასდება და შესაბამ...
1791962485
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი აბუ-დაბიში კონფერენციაში „Raisina Middle East“ მონაწილეობას მიიღებს
მიმდინარე წლის 14-15 ოქტომბერს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს კონფერენციაში „Raisina Middle Eas...
1791960756
ახალი ამბებისაფრანგეთის საელჩო: გილოცავთ სვეტიცხოვლობას, სვეტიცხოველი არა მხოლოდ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შესული შედევრია, არამედ რწმენის, გამძლეობისა და ერთიანობის სიმბოლოა მთელი ხალხისთვის
„დღეს, საქართველო თავის ერთ-ერთ უძველეს და ძვირფას რელიგიურ დღესასწაულს, მცხეთობას/სვეტიცხოვლობას ზეიმობს“, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის საელჩო სოციალურ ქსელში წერს. როგორც განცხადებაშია ნა...
1791958715
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი 4 ოქტომბრის საქმეზე: დაველოდოთ პროცესების განვითარებას და ვიქონიოთ იმედი, რომ ეს აღიარება, მონანიება არის რეალური და თვალთმაქცობას არ ექნება ადგილი
4 ოქტომბრის ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორობის ბრალდებით დაკავებულმა ოთხმა პირმა, ციხე ნოემბრის დასაწყისში უნდა დატოვოს. მურთაზ ზოდელავამ, ლაშა ბერიძემ, გური ჟვანიამ და ირაკლი ჩხვირკვიამ საპროცესო შეთა...




























