მიხეილ ყაველაშვილი: ყველასთვის ნათელი უნდა იყოს ჩვენი გზავნილები - ჩვენ გვინდა მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარება და მზად ვართ ყველასთან დიალოგისთვის
ყველასთვის ნათელი უნდა იყოს ჩვენი გზავნილები - ჩვენ გვინდა მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარება და მზად ვართ ყველასთან დიალოგისთვის, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის თქმით, თბილისს მზად არის ევროკავშირთან დიალოგისთვისაც, მიუხედავად იმისა, რომ ბრიუსელს კრიზისი და სხვადასხვა გამოწვევა აქვს. მან იმედი გამოთქვა, რომ ევროპა იპოვის საკუთარ თავში ძალებს, რომ გადარჩეს და იყოს ისეთი, როგორც მას ტრადიციულად შეეფერება.
მან გლობალურად არსებული ვითარების ფონზე მოსახლეობის ინფორმირებულობის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.
„ასეთ სიტუაციაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ფხიზლად ვიყოთ, კიდევ უფრო მეტად ვიყოთ ინფორმირებულები მთლიანად საქართველოს მოქალაქეები. ამ სიტუაციაში შედეგებზე უნდა ვიმსჯელოთ. სწორედ იმან გამოიწვია ჩვენი სტაბილურობა და მშვიდობა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა იყო ინფორმირებული იმ გამოწვევებთან დაკავშირებით, რაც დღეს მიმდინარეობს ევროკავშირთან მიმართებაში, რიგი ქვეყნების ერთმანეთთან დამოკიდებულებაში აშშ-ისა და ევროკავშირის ბიუროკრატიას შორის და ა.შ.
ეს ჩვენ რას გვაძლევს? რომ კიდევ კარგად დავაკვირდეთ მოვლენებს. ჩვენი მოთხოვნა ყოველთვის ეს იყო, რომ არავინ ჩვენი მხარდამჭერი არ იქნება, თუ ჩვენ თავად არ ვიქნებით ჩვენი ქვეყნის ინტერესები დამცველები. ეს გამოიკვეთა დღევანდელ სიტუაციაში. ამიტომ, კიდევ უნდა ვიყოთ ფხიზლად, იმისთვის რომ ამ მოვლენებიდან გამოვიდეთ გამარჯვებულები. გამარჯვებაში იმას ვგულისხმობ, რომ საქართველოში არ დავუშვათ რადიკალური, ძალადობრივი მოქმედებები, სხვა ქვეყნების ჩარევები და ვიყოთ მომართულები იმისთვის, რომ უფრო სტაბილური გავხადოთ ჩვენი ქვეყანა და ამავე დროს, გავაგრძელოთ განვითარების გზა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
1765724882
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი ლიზ ტრასის განცხადებაზე: ვინც ჯანსაღად აფასებს საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ინტერესს, დარწმუნებული ვარ, ის ადამიანები ხვდებიან, საიდან მომდინარეობს საფრთხე
„ვინც ჯანსაღად აფასებს საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ინტერესს, ის ადამიანები, დარწმუნებული ვარ, რომ ხვდებიან, საიდან მომდინარეობს საფრთხე, საკუთარი ქვეყნების, საკუთარი ეროვნული ინტერესების და ამაში ჩვენთვ...
1765723027
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი: მართლაც, თავისი სახელი თქვა ჩვენმა ქვეყანამ და ღირსეულად უმასპინძლა საბავშვო ევროვიზიას
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საბავშვო ევროვიზიის კონკურსის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა. როგორც მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, საქართველომ კონკურსს ღირსეულად უმასპინძლა. „ძალიან დი...
1765720771
ახალი ამბებიპრემიერი: იუნესკოს მთავრობათაშორისი კომიტეტის მიერ ქართული ხორბლის კულტურის კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეტანა არის მსოფლიო დონის აღიარება იმ ჭეშმარიტებისა, რომელიც ჩვენს გენეტიკაშია კოდირებული
იუნესკოს მთავრობათაშორისმა კომიტეტმა მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება ქართული ხორბლის კულტურა, ტრადიციები და რიტუალები კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტან...
1765716486
მსოფლიოგერმანიაში საშობაო ბაზრობაზე თავდასხმის მოწყობის ბრალდებით 5 ადამიანი დააკავეს
გერმანიაში საშობაო ბაზრობაზე თავდასხმის მოწყობის ბრალდებით 5 ადამიანი დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან 3 მაროკოელი, ეგვიპტელი და სირიელი. არსებული ინფორმაციით, ისინი ბავარიაში, ერთ-ერთ საშობაო ბაზრ...
1765712090
ახალი ამბებიხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში გზების თოვლის საფარისგან გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს - აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში ადმინისტრაციულ ცენტრებთან დამაკავშირებელი და შიდა სასოფლო გზების თოვლის საფარისგან გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას აჭარის საავტომობილო...































