„დაზარალებულის ფინანსური სახსრებით თბილისში 5 ბინა შეიძინა“ - დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და მითვისების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დაზარალებულს ფინანსური აქტივების დაგროვებაში დახმარებას დაჰპირდა, რის შემდეგაც დაზარალებულის ფინანსური სახსრებით თბილისში 5 ბინა შეიძინა. ბინების ნაწილი ფიქტიურად საკუთარ სახელზე გააფორმა, მოგვიანებით მესამე პირებზე გაასხვისა და რეალიზაციიდან მიღებული 836 880 ლარი მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დამნაშავე პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1781094601
საზოგადოებასაქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომლის მიხედვით, მერქნიანი მცენარეების ჭრა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ ისინი პირდაპირ აფერხებს მშენებლობას და მათი დატოვება შეუძლებელს გახდის მშენებლობის განხორციელებას
საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 72 ხმით მხარი დაუჭირა „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის განსაკუთ...
1781094395
საზოგადოებასაქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ პოლიციის პოლკოვნიკი, გიორგი ბახუაშვილი დაინიშნა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს სულხან თამაზაშვილს ახალი მოადგილე ჰყავს. მინისტრის მოადგილედ პოლიციის პოლკოვნიკი გიორგი ბახუაშვილი დაინიშნა. გიორგი ბახუაშვილი ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტრო...
1781093888
ახალი ამბებიპარლამენტმა „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში” ცვლილებებს მხარი დაუჭირა
პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 79 ხმით, 10-ის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილებების შეტანას. საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი პლენარულ...
1781093493
საზოგადოებაპარლამენტმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის - მეურვეობის კანდიდატების შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ დადგენილება მიიღო
საქართველოს პარლამენტმა 87 ხმით „საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის - მეურვეობის კანდიდატების შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ დადგენილება...
1781092232
ახალი ამბებიპრემიერი 4 ოქტომბრის საქმეზე: ვინც გამოხატავს სინანულს, ვისაც ექნება აღიარება, ის გათავისუფლდება პასუხისმგებლობისგან, მოხარული ვართ, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც არ უნდათ ბოლომდე აიღონ პასუხისმგებლობა იმაზე, რაც გააკეთეს და ეს ძალიან დასაფასებელია
ვინც გამოხატავს სინანულს, ვისაც ექნება აღიარება, ის გათავისუფლდება პასუხისმგებლობისგან, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რომელიც 4 ოქტომბრის სა...




























