პარლამენტმა „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში” ცვლილებებს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 79 ხმით, 10-ის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილებების შეტანას.

საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა წარადგინა.

ცვლილებებით ზუსტდება პარლამენტის თავმჯდომარის, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეების, კომიტეტების თავმჯდომარეებისა და მათი მოადგილეების თანამდებობიდან გადადგომის, გამოწვევისა და უფლებამოსილების შეწყვეტის პროცედურები.

ცვლილებები აგრეთვე შეეხება პარლამენტის კომიტეტებში, ფრაქციებში, დროებით კომისიებსა და სხვა საპარლამენტო ორგანოებში წევრთა წარდგენისა და უფლებამოსილების განხორციელების წესებს.

რეგლამენტში შეტანილი ცვლილებებით წესრიგდება პარლამენტის პლენარული სხდომების ჩატარების ცალკეული პროცედურული საკითხები, იცვლება საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტების განხილვის, განხილვის გაგრძელებისა და კენჭისყრის წესები.

ასევე, განისაზღვრება საკანონმდებლო პაკეტში შემავალი პროექტების მესამე მოსმენით განხილვის დასრულების შემდეგ ერთიანი კენჭისყრის შესაძლებლობა და ზუსტდება დაჩქარებული წესით კანონპროექტების განხილვის პროცედურა.

გარდა ამისა, ცვლილებები შეეხება პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული პირებისა და ორგანოების ანგარიშების განხილვის წესს, ინტერპელაციის გამართვის პროცედურას, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის არჩევის წესს, საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების მოსმენის ფორმატს და პარლამენტის კომიტეტების მიერ ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებულ საკითხებს.

რეგლამენტში შეტანილი ცვლილებები 2026 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1781095251

ახალი ამბები

შსს: ზუგდიდში, კაცმა სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა თანასოფლელს, მომხდარიდან მალევე კი, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მომხდარ განზრახ მკვლელობის და თვითმკვლელობის ფაქტებთან დაკავშირებით გამო...

შსს განცხადება

1781094601

საზოგადოება

საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომლის მიხედვით, მერქნიანი მცენარეების ჭრა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ ისინი პირდაპირ აფერხებს მშენებლობას და მათი დატოვება შეუძლებელს გახდის მშენებლობის განხორციელებას

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 72 ხმით მხარი დაუჭირა „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის განსაკუთ...

მაია ბითაძე

1781094395

საზოგადოება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ პოლიციის პოლკოვნიკი, გიორგი ბახუაშვილი დაინიშნა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს სულხან თამაზაშვილს ახალი მოადგილე ჰყავს. მინისტრის მოადგილედ პოლიციის პოლკოვნიკი გიორგი ბახუაშვილი დაინიშნა. გიორგი ბახუაშვილი ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტრო...

 გიორგი ბახუაშვილი

1781093493

საზოგადოება

პარლამენტმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის - მეურვეობის კანდიდატების შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ დადგენილება მიიღო

საქართველოს პარლამენტმა 87 ხმით „საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის - მეურვეობის კანდიდატების შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ დადგენილება...

შალვა პაპუაშვილი

1781092232

ახალი ამბები

პრემიერი 4 ოქტომბრის საქმეზე: ვინც გამოხატავს სინანულს, ვისაც ექნება აღიარება, ის გათავისუფლდება პასუხისმგებლობისგან, მოხარული ვართ, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც არ უნდათ ბოლომდე აიღონ პასუხისმგებლობა იმაზე, რაც გააკეთეს და ეს ძალიან დასაფასებელია

ვინც გამოხატავს სინანულს, ვისაც ექნება აღიარება, ის გათავისუფლდება პასუხისმგებლობისგან, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რომელიც 4 ოქტომბრის სა...

ირაკლი კობახიძე