პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და მითვისების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და მითვისების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დიდი ოდენობით თანხის დაუფლების და მითვისების მიზნით დაზარალებულს დაჰპირდა, რომ მატერიალური აქტივის დაგროვებაში დაეხმარებოდა.

ბრალდებულის შეთავაზებით, იგი დაზარალებულის ფინანსური სახსრებით საქართველოს სხვადასხვა ქალაქში საცხოვრებელ ბინებს შეიძენდა, რომელთა ნაწილი გაფორმდებოდა დაზარალებულის ოჯახის წევრების, ნაწილი კი - ფიქტიურად თავად ბრალდებულის სახელზე. ბრალდებულმა აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, თბილისში ნაყიდი ხუთი ბინა პირადად გაასხვისა მესამე პირებზე და მიღებული თანხა, ჯამში - 836 880 ლარი მიისაკუთრა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით) და 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (მითვისება, ჩადენილი დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1781099765

ახალი ამბები

ვლადიმერ ბოჟაძე: სამწუხარო სპეკულაცია მოყვა ჩემს განცხადებას სასამართლო სისტემასა და კონკრეტულ მოსამართლესთან დაკავშირებით

„ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატის ვლადიმერ ბოჟაძის განცხადებით, მის განცხადებებს სასამართლო სისტემასა და მოსამართლესთან დაკავშირებით „სამწუხარო სპეკულაცია მოყვა“. როგორც ბოჟაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუ...

ვლადიმერ ბოჟაძე

1781098446

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი ოპოზიციაზე: ყველაზე რთულ, ყველაზე საჭირო დროს, ნაცვლად იმისა, რომ ისინი დამდგარიყვნენ საქართველოს, საზოგადოების მხარეს, დადგნენ სხვების მხარეს

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის მთავარი მოტივაცია და ამოსავალი წერტილი საკუთარი ქვეყნის ინტერესები კი არა, უცხოურ დედაქალაქებში თავის მოწონება, შექ...

ლევან მახაშვილი:

1781097974

ახალი ამბები

პროკურატურამ ხუთი პირი დააკავა - ხოლო ერთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ 3 000 000 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მცდელობის ფაქტებზე ხუთი პირი დააკავა, ხოლო ერთი პირ...

პროკურატურა

1781097171

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 10 ივნისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6593 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6607 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...

ააა

1781096835

ახალი ამბები

ანა მიროტაძე ამტკიცებს, რომ ირაკლი კობახიძემ ბიძინა ივანიშვილზე საუბრისას რუსული ტერმინი - „გროსმაისტერი“ გამოიყენა, ტერმინი გერმანულია და ჭადრაკის უბადლო მოთამაშეს გულისხმობს

პარლამენტის ყოფილი წევრი ანა მიროტაძე პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ბრიფინგს გამოეხმაურა, როდესაც პრემიერმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილზე საუბრისას სიტ...

ანა მიროტაძე